x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"ვერაფერს ვამბობ და ვერაფერს ვწერ... უბრალოდ, ჩემს 17 წლის შვილიშვილს მინდა მოვუყვე..."
image
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების თემას ეხმაურება და საკუთარ შვილიშვილს მიმართავს.


ხოფერია ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის სიტყვებს ახენებს და მოუწოდებს საკუთარ შვილიშვილს ეს სიტყვები არასოდეს დაივიწყოს.


"ვერაფერს ვამბობ და ვერაფერს ვწერ...
უბრალოდ, ჩემს 17 წლის შვილიშვილს, ლუკას -@Luka Xoperia-მინდა მოვუყვე ერთ კარგ ქართველზე, ერთ დიდ ქართველ პოეტზე...
ის ავად იყო... მას ჭლექი სჭირდა... თავისი ქუჩის აღმართსაც ვერ ადიოდა ფეხით.
ის 26 წლის მოკვდა.
სწორედ მან, მძიმედ დაავადებულმა და სასიკვდილოდ განწირულმა დაწერა საოცარი სიტყვები სიცოცხლის სიდიადეზე:
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
ლადო ასათიანი
გახსოვდეს ეს სიტყვები, ბე!"- წერს ხათუნა ხოფერია.


შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინვე გამომძიებელი დააკავეს.



ცნობისთვის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

0
834
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
834
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0