x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მსმენელთა დაჯილდოება და მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია

image
17 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში ჩატარდა კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მსმენელთა დაჯილდოება და მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ამ კურსის მსმენელებმა, რომლებმაც სხვადასხვა თემებზე წარმოადგინეს მოხსენებები. კონფერენციას უძღვებოდა-პროექტის ორგანიზატორი ირმა კვირკვია. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი-მადონა მაქაცარია და პროექტის ხელმძღვანელი-თამარ უჯუხუ.

2019 წელს სახალხო უნივერსიტეტის კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცა 15 მსმენელს, რომლებიც ბიბლიოთეკის მკითხველები, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მათგან კონფერენციაში მონაწილე 11 მოსწავლეს გადაეცა ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის მადლობის სიგელი.

კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ-სალომე ტყებუჩავამ-კონკურსის „ქართული კალიგრაფია“გამარჯვებულმა კავკასიურ სახლს საჩუქრად გადასცა თავისი თემის ხელნაწერი.

კონფერენციის მომხსენებლები და თემები:

1. ლუკა დაგარგულია-ისლამი


2. თიკო ნარმანია, ნუცა ზარანდია-„კავკასიური ეტიკეტი“

3. თამთა ძაძამია, ლიზი ჯაფარიძე, ქეთა ჯგერენაია-„აფხაზეთი“;

4. ანა ქარჩავა, თეკლე ჩარკვიანი, მერიკო კვინჩია-„დიუმას თვალით დანახული კავკასია“

5. თიკო ლაგვილავა-„ქალთა უფლებები კავკასიაში“

6. სალომე ტყებუჩავა-„საინგილო“

კონფერენცია შეაფასა კავკასიური სახლის წარმომადგენელმა-მიხეილ ბეროშვილმა. კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეთა თემებმა პროექტის ხელმძღვანელთა მოწონება დაიმსახურა.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ირმა კვირკვია
ირმა კვირკვია
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0