x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში ჩატარდა საფეხბურთო ტურნირი, არ დაიჯერებთ, მაგრამ ეპარქიებს შორის

image
ნოვოსიბირსკში სპორტული მომზადების ცენტრ "Заря"-ში ჩატარდა ტურნირი მინი-ფეხბურთი ეპარქიებს შორის წმინდა ალექსანდრე ნეველის თასზე.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა 8 გუნდი 5 ეპარქიიდან, ნოვოსიბირსკის ეპარქიიდან კი ტურნირში მონაწილეობას იღებდა 3 გუნდი-ნოვოსიბირსკოს ეპარქიის ნაკრები გუნდი, ნოვოსიბირსკის ეპარქიალური სამისიონერო განყოფილების გუნდი და ნოვოსიბირსკის სასულიერო სასწავლებლის გუნდი.
კუზბასიდან ჩამოვიდნენ კუზბასის მიტროპოლიის და კემეროვოს ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების გუნდები.
ასევე ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ გუნდები სკიტიმსკიდან, ტომსკის და ომსკის ოლქებიდან.
ტურნირზე გაიმარჯვა და თასი მოიპოვა ტომსკის ეპარქიის გუნდმა, რომელმაც ტურნირზე საუკეთესო მატჩები ჩაატარა.
მეორე ადგილი კი კემეროვოს ეპარქიის გუნდმა დაიკავა, რომელმაც ფინალში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს.
გასულ წელს ანალოგიურ ტურნირში გამარჯვება კემეროვოს გუნდმა მოიპოვა, თუმცა წელს იღბალი ტო, სკის გუნდის მხარეს აღმოჩნდა.

P.S
საინტერესოა გუნდების მწვრთვნელები სასულიერო პირები იყვნენ თუ ლიცენზირებული მწვრთვნელები?
ფეხბურთის თამაში არაა ცუდი, მაგრამ სასულიერო პირები ლოცვით უფრო უნდა იყვნენ დაკავებული.
თუმცა რუსებს რას ვერჩი, როცა ჩვენი სასულიერო პირების ზოგიერთი წარმომადგენელი ლამის "ფეისბუქ ვარსკვლავადაა" ქცეული და პოლიტიკაში და საერო ცხოვრებაშია ფეხით-თავამდე "ჩაფლული".






0
344
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
344