x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თბილისური სიყვარულის ისტორია

image
ეს ისტორიაც, ჩვეულებრივად თბილისურია, ეს სიყვარულიც თბილისურ შხაპუნა წვიმას გავდა, პიველ კურსელები იყვნენ, სწავლის დასრულებასაც არ დაელოდნენ, დაქორწინდნენ ლამაზი წყვილი. საქორწილო სეფაზე ბრწყინავდნენ, მათი შემყურე სტუმრებიც ბედნიერები იყვნენ. გოგო ისეთი ლამაზი იყო, საუკეთესო პატრძლების სამეულში, რომ არსებულიყო ასეთი სამეული აუცილებლად მოხვდებოდა, არც ბიჭი ჩამოუვარდებოდა, მოკლედ ფერი ფერსაო როგორც იტყვიან, მათი თვალები ბრწინავდა ბედნიერებისაგან მხოლოდ ბიჭის თვალებში ირეკლებოდა სიყვარულით გამოწვეულ ბედნიერებასთან ერთად მსუბუქი ნარკოტიკით გაბრუების კვალი, მაგრამ ესეც არავის არ მიაჩნდა განსაკუთრებულ ამბად, მხოლოდ ბიჭის მშობლების თვალებში თუ წაიკითხავდა დაკვირვებული კაცი იმედს იმისას, რომ ის დღე მათი შვილის ცხოვრებას შეცვლიდა და თუ არა ეს სიყვარული, სხვას რას შეეეძლო დაემარცხებინა ბიჭში არსებული ის მანკიერი თვისებები რომლებზეც გოგოს წარმოდგენა არ ჰქონდა ან ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. ძალიან მალე დაორსულდა გოგო.წყნარი, კეთილი და მოსიყვარულე ბიჭის მშობლებიც თავს ევლებოდნენ საკუთარი შვილივით მიიღეს და შეიყვარეს, გოგომ თავისი თვისებებიდან, ხასიათიდან გამოდინარე ბუნებით მალე ყველას შეაყვარა თავი, მეზობლებს, მეგობრებს ნათესავებს. ბიჭი სტატუსით დროებით უმუშევარი იყო თუმცა არც ეს იყო პრობლემა, რადგან მშობლები ეხმარებოდნენ და არანაირი უკმარისობის განცდა არ ჰქონდა, მითუმეტეს რომ ბიჭი სიტყვებით სულ ეძებდა სამსახურს, მაგრამ სამსახურის საძიებლად გასული ბიჭი ძალიან ხშირად მოდიოდა სახლში მთვრალი სასმლით ან სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებით, უცბად დაუფარავად დაიწყო სახლიდან ონლაინ კაზინოებში თამაში, რათქმაუნდა მამის მიცემული ფულებით რომელიც წესით ოჯახისთვის უნდა მოეხმარებინა, მიუხედავად იმისა რომ არც რჩევა აკლდა, არც დაყვავება ზოგჯერ არც მუქარა. ბიჭის ხასიათი რადიკალურათ იცვლებოდა, მოკლედ მშვიდ, წყნარ და სიყვარულით სავსე ოჯახში გახშირდა მამა შვილის ჩხუბი, დედის დარიგებები, რომლის მოსმენაც ნარკოტიკებით გაბრუებულ გონებას არ სურდა. მოკლედ ჭირმა თავი არ დამალა ეს ყველაფერი სახლის მყუდრო კედლებს გასცდა და ყველამ გაიგო, რომ ბიჭი თამაშზე ნარკოტკზე ახალ შეძენილ ძმაკაცებზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ცვლიდა საკუთარ, მშობლების, სიყვარულით შექმნილი ოჯახის, ახალ დაბადებული ლილეს მშვიდ ცხოვრებას. საკუთაღი შვილის დაბადება მხლოდ მეორე დღეს გაიგო, დაბოლილი იყო და გათიშულს ეძინა. ალბათ მის შემხედვარეს დაეწყო გოგოს ნაადრევი მშობიარობა, არც შვილის გაჩენას შეუცვლია რამე, დიდხანს ითმინა, დიდხანს ცდილობდა სიყვარულის შენარჩუნებას, ოჯახის გადარჩენას, მიუხედავად იმისა რომ ყველას ეცოდებოდა არაფერს არ იმჩნევდა არც ქმრის მის მიმართ დაკარგულ ინტერესს, არც მოულოდნელ სიცივეს, არც უპატივცემულებას, რომელსაც არ იმსახურებდა, არც გაუცხოებას რომელიც მათი განსხვავებული ბოლოდროინდელი ღირებულებებიდან წარმოიშვა., შვილი ჰყავდა ქმრის გამოსწორების იმედი არსებობდა და ბედნიერებისთვის თუ არა გასაძლებად ესეც კმაროდა.ღმერთს მოთმინების დიდი ნიჭით აღეჭურვა გოგო, რომელიც მხოლოდ მსუბუქი საყვედურებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ესეც აცოფებდა ბიჭს, სურდა რომ ის დახვრეტილი ვენებით არეული ტვინით, ნაადრევაად დაწყებული იმპოტეენციით ყვარებოდათ და საკუთარი თავის და ოჯახის განადგურებაში ხელი არ შეეშაალათ. ყველაფერმა აზრი დაკარგა, რჩევამ, საყვედურმა, მუქარამ დედა შვილს ვერ სცნობდა, ცოლი ქმარს, ლილე მამის დანახვაზე ტირილს იწყებდა. ბიჭის დედა მიხვდა, რასაც მანამდე ყველა უკვე მიმხვდარიყო და რძლის და შვილიშვილის სიყვარულით მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რძალს ურჩია რომ მიეტოვებინა მისი ქმარი, რომელიც ცხოვრებას უნადგურებდა და ცხოვრებას გაუნადგურებდა ყველას ვინც მასთან ახლოს იქნებოდა ასე დამთავრდა სიყვარულის ისტორია რომელიც არც თბილისურია, არც ქრისტიანული, არც ქართული, ეს არის სიყვარული, რომელიც ანადგურებს და რომლის მსგავსი ისტორიებიც მართლა ხდება.image

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ბოკუჩავა
ელენე ბოკუჩავა
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0