x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"თქვენთან მოდის კაცი და აბა თქვენ იცით, როგორ დახვდებით” - ზაზა სარალიძის სულისშემძვრელი პოსტი

image


ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაღუპული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, 15 წლის ბიჭის გარდაცვალების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სარალიძე ლუკა სირაძის 2017 წლის პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ მოზარდს, დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ფოტოები აქვს გამოქვეყნებული: "ბიჭებო!!! თქვენთან მოდის კაცი და აბა თქვენ იცით როგორ დახვდებით!" – დაწერა ზაზა სარალიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა, იაშვილის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.


image



0
1533
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1533