x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
„სკოლის დირექტორს მინები ჩავუმსხვრიეთ… “სასჯელად” ერთი კვირა გალაკტიონს გვიკითხავდა“

image


ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება და სკოლის პერიოდში, ბავშვობისდროინდელ ისტორიას იხსენებს.


“სკოლის დირექტორი! (მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში) მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსული გავიარეთ პირველ სკოლასთან და დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ უდიდესი ქვებით.
ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც ჩაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“! იმ ღამეს მშვიდად მეძინა.
რაღაცნაირად პროტესტი სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა, თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა. მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9:00 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.
დირექტორი – აბა როგორ ხართ? -კარგად ბატონო ალეკო (ყველანი ვითომ გაოცებული ვართ) -ბიჭებო ცოტა დიდები რომ იყოთ სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად -რაშია საქმე ბატონო ალეკო? (კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ) -არაფერი… ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით როგორი თამადა ვარ? -ვიცით ბატონო ალეკო, ისიც ვიცით გალაკტიონის 300 ლექსი იცით ზეპირად -ჰოდა ყოველ დღე, დილაობით შემოხვალთ ჩემთან და ლექსებს წაგიკითხავთ… და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა…ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა- „ბიჭებო რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა არაფერი-თქო….
ბოლოს როგორც იქნა გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ…. მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა სასწაულს მოვწევდით. დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ! პ.ს. ისე სამივე ბიჭი ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით, ყველანი წარმატებული გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იანელებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით”, -წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.
.
.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “მწვანე სკოლის” ადმინისტრაციას და მოსწავლეებს შიდა ტერიტორიაზე დახვდათ წარწერა – “ამ ცხოვრების დედაც!”, რის გამო სკოლამ შსს-ს მიმართა.
აღნიშნულის შემდეგ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც “მწვანეს სკოლის” ყოფილი მოსწავლეა, გამოკითხვაზე დაიბარეს.
გამოკითხვიდან სახლში მისულმა ლუკამ თვითმკველობა სცადა, იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გამოხდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
საია-ს ინფორმაციით, “მწვანე სკოლის” მოსწავლემ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.
მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 15 წლის მოზარდზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიების დასრულებამდე, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს შეუჩერდათ უფლებამოსილება.
“მწვანე სკოლის” მოსწავლეს 2 დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა და მის მკურნალობაში უცხოელი ექიმები იყვნენ ჩართული.
ლუკასთვის ჩატარებული ოპერაცია უშედეგო აღმოჩდა, ის გუშინ ღამით გარდაიცვალა.
თბილისის “მწვანე სკოლამ” სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
წარწერის გამო, შსს-სთვის მიმართვას და გამომძიებლის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის ფაქტს საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. საქართველოს ყველა რეგიონში გაჩნდა შენობებზე წარწერა – “ამ ცხოვრების დედაც!” .
ერთ-ერთი ასეთი წარწერა გაჩნდა “მწვანე სკოლის” კარებთან და მიმდებარე ტრიტორიასთან.
0
574
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0