x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
კირკე - დიადი კოლხი დედოფალი
კირკე - დიადი კოლხი დედოფალი


კირკე (Kirke, ლათ. Circe) იყო ჰელიოსისა და პერსეს ასული (ზოგი ვერსიით ჰელიოსის და ქალღმერთ ჰეკატეს, ან აიეტისა და ჰეკატეს ასულია), კოლხეთის მეფის, აიეტის, პასიფაეს და პერსეს დაი. კუნძულ აიაზე მცხოვრები დიადი გრძნეული იყო. ის იყო დიდი ჯადოქრის და მედიცინის დიამთავრის, მედეას მამიდა. მან განწმინდა აფსირტეს მკვლელობის ცოდვისგან მედეა და იაზონი, რომლებიც კუნძულზე ჩავიდნენ ღმერთების რჩევით. (აპ. როდოს. არგ. III, 311; IV, 559...)


კირკე - დიადი კოლხი დედოფალი


ცნობილია, რომ ჰელიოსმა კირკე ეტლით ჰესპერიაში ჩაიყვანა, იტალიის სამყაროში დასახლდა. თავის კუნძულზე (აიაზე) გრძნეული კირკე სრულუფლებიანი დედოფალია, ღმერთქალი, რომელიც ჯადოსნური კვერთხის შეხებით მოგზაურებს ცხოველებად აქცევს. ერთმა ამერიკელმა მეცნიერმა იხუმრა: "კოლხმა კირკემ აქცია ბერძნები ღორებად და არა პირიქით. ეს კოლხთა კულტურის უფრო მაღალ დონეზე მეტყველებს".



კირკე - დიადი კოლხი დედოფალი


"ოდისეაში" ვრცლადაა მოთხრობილი თუ როგორ მიიღო ოდისევსის თანამგზავრები და აქცია ღორებად. იქიგე დაუპირა ოდისევსს, მაგრამ ჰერმეიასის წამალმა იხსნა. მერე თვითონვე აიძულა კირკე, რომ თანამგზავრები კვლავ ადამიანებად ექცია (ოდ. 10, 80 - 550). ჯადოქრის ეზოში ლომები და მგლები ირევიან - ყოფილი ადამიანები. ოდისეის მომდევნო, მე-11 თავში მოთხრობილია, როგორ მოიარა ოდისევსმა ქვესკნელი კირკეს რჩევით, რათა ტირესიასგან გაეგო როგორ მოხვედრილიყვნენ ითაკაში.


კირკე - დიადი კოლხი დედოფალი


ერთი ვერსიით, კირკემ გმირებს, პრამნეს ღვინოში აზელილი ქერის, ყველისა და ყვითელი თაფლის ნარევში ჯადოსნური წამალი შეურია და სამშობლო დაავიწყა, რადგან სურდა ოდისევსი ქმრად გაეხადა. გმირი ერთი წლის შემდეგ მაინც გონს მოვიდა და გზა განაგრძო. თანაცხოვრებისას კირკესა და ოდისევსს შეეძინათ შვილი - ტელეგონე (Telegonus).


"კირკე და ოდისევსი". ანგელიკა კაუფმანი. 1786 წ.


ძალზე საინტერესო და სადავოა კირკეს სახელის ეტიმოლოგია. ბერძნულად "კირკოს" წრესაც ნიშნავს და შევარდენსაც (ალბათ ჰაერში შემოწერილი წრის ანალოგიით). გარკვევით თქმა ძნელია, მაგრამ ჩანს, ქართულის დაუხმარებლად ეს ვერ აიხსნება. ქართულად გორგოლა, რგოლი, გრგოლი, (გრ)კალი, რკო იმავე მნიშვნელობისაა.


კირკე - დიადი კოლხი დედოფალი


უფრო კი სვანურად "ლიკირკე" არის გაგორება, "გირკად" - ირგვლივ, ფონეტიკურად ძლიერ უახლოვდება კირკეს სახელს. შესაძლოა იგულისხმება ჯადოსნური რკალი, რგოლი, რითაც კოლხი ქალი მეტამორფოზებს ახდენს. ბერძნულ მითებში ხომ კოლხ ჯადოქრებს შეუძლიათ ჯადოსნური რგოლებითა და რომბებით ციურ მნათობებზე ზემოქმედება, მთვარის ჩაქრობა-ანთება და სხვ.


"კირკე და სცილა". ჯონ უილიამ ვოთარჰაუსი. 1892 წ.


ერთი ვერსიით, წამლის ოსტატი, მაქცია და ჯადოსანი კირკე სკვითების მეფეს მიათხოვეს. შემდეგ კი ქმარი მოწამლა და სკვითიაში გამეფდა, მაგრამ სისასტიკისთვის განდევნეს. ეს ვერსია თავისთავად უარჰყოფს ისედაც უნიადაგო და ძალზე გვიანდელ ჰიპოთეზას, რომ თითქოს მედეა სკვითი ქალი იყო, მაგრამ აქ საერთოდ ანაქრონიზმია, ვინაიდან კირკე, მედეა და იაეტის დროის კოლხეთი ბევრად უფრო ძველია, სკვითები 500-600 წლით გვიან გამოჩნდნენ ისტორიის ასპარეზზე.


"კირკე მაცდური". ჩარლზ ჰერმანსი. 1859–1924 წწ.


კირკეს უდავო ნათესაობა აქვს ქვესკნელის იდუმალ ქალღმერთ ჰეკატესთან (ისევე როგორც მედეას ჰქონდა მასთან კავშირი, ჰეკატეს ქურუმი იყო). შეუძლია გამოხმოს ღამე, ქაოსი, წყვდიადის მისტიკური ძალები, შელოცვით მთვარეს უცვალოს სახე, მამამისის - მზის გარშემო ღრუბლებს მოუყაროს თავი, მიწას კი წყვდიადის ფარდა გადააფაროს. ჯადოთი შექმნას ლანდები, დააბნიოს თვით ღმერთები.


კირკე. გამოსახული ძვ.წ. 490–480 წლების ზეთის ჭურჭელზე.


კირკეს არასწორად ეძახიან "ცირცეს". მას ასე არ ერქვა. კირკეს პიროვნება მკვლევართა დავის საგანია. ბაურა (Bawra) თავის კაპიტალურ შრომაში "ყველა დროისა და ხალხის საგმირო პოეზიის შედარებითი ფენომენოლოგია" წერს: "კირკეს კუნძული აიაიასულაც შეიძლება გვიანდელი ნასხვაური იყოს გარკვეული ადგილისა შავი ზღვის სანაპიროდან, რაც უწინ აღმოაჩინეს და არგონავტების ამბავში შეიტანეს." (ხსენ. წიგნი, შტუტგარტი, 1964, გვ. 146). აპოლოდ. 1, 9, 1 (24); ეპ/ 7, 14-19; ეპ/ 7, 36-37.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
748
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
748
  
2020, 20 ივლისი, 18:16
კირკე ჰელიადა - კუნძულ აიას დედოფალი (ყირიმი). კოლხური სამეფო მოდგმის წევრი. მზე-ღმერთ ჰელიოსის შვილი.

მშობლები: მზე-ღმერთი ჰელიოსი და პერსე ან ჰელიოსი და ჰეკატე.

ქმარი: ოდისევსი.

შვილები: ლათინი და ტელეგონე.

და-ძმები: აიეტი, პასიფაე, ალევსი და პერსე.

Colchian Circe - Ancient Georgian Queen of Aia (Crimea). Great sorceress, Heliada.

Parents: Helios and Perse or Helios and Hecate

Consort: Odysseus

Children: Latinus, Telegonus

Siblings: Aeëtes, Pasiphaë, Aloeus and Perses
0 1 1