x
image
ელენე გუმა
"გადაჭედილი ავტობუსით ვმგზავრობ, სადღაც ბელიაშვილის ქუჩაზე ვართ და.."- ნახეთ, რა მოხდა ყვითელ ავტობუსში
image
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ავტობუსში მომხდარ ამბავს ჰყვება.


"გადაჭედილი ავტობუსით ვმგზავრობ, სადღაც ბელიაშვილის ქუჩაზე ვართ და თვალების წვა ვიგრძენი.. თითქოს არც კვამლი იდგა და არც არაფერი მომხვედრია, მაგრამ მაგრად კი ამეწვა ორთავ თვალი... ზედმიწევნით გაციებული ვარ და ყნოსვა დროებით გამორთული მაქვს, შესაბამისად ჰაერს საეჭვო ვერაფერი შევამჩნიე ...


ერთი კი ვიფიქრე, მეჩვენება მეთქი, მაგრამ ცრემლდენა რომ დამეწყო მერეღა დავაკვირდი გარშემომყოფთ...ყველას ხელი ჰქონდა აფარებული ცხვირზე...
თვალებს აქეთიქით ვაცეცებდი, როცა ერთი ახალგაზრდა (ფეხმძიმე) გოგო წამოხტა შლეგივით და მთელს ხმაზე დაიკივლა გააჩერეთ ავტობუსიო...


გაირინდა ავტობუსი...დაბნეულმა მძღოლმა მარჯვენა ციმციმა ჩართო და გოგონას მოერედ დაკივლება არ აცალა, გავჩერდით...


"ხმას არავინ იღებდა, რაღაც საშინელის მოლოდინში გული გვეწურებოდა...
თვალებიდან ცრემლდენა შეწყდა...


კიდევ რამდენიმე წამი რომ გაგრძელებულიყო ეს სიჩუმე, ალბათ ბევრის ფსიქიკა სამუდამოდ შეირყეოდა, მაგრამ აქ ფეხმძიმე გოგონამ სათქმელის დასრულება გადაწყვიტა...

ძალიან მშვიდი ხმით (თუმცა თვალები ამღვრეული ჰქონდა) ავტობუსის შუაში დადგა და იკითხა:


სიმართლე თქვას ვინ აკუებს მთელი გზა? გაირინდა ავტობუსი.

მე გავაკუე შვილო - ჭაღარა, ოდნავ მელოტმა კაცმა აწია ხელი ( აი სკოლაში რომ მოსწავლეები წევენ ხოლმე ხელს მაღლა ზუსტად ისე).
მე გავაკუე, ბარბარობას გილოცავთ სუყველასო, თქვა მომღიმარი სახით.


ალბათ სულ 4-5 წამი იყო დამპალი სიჩუმე და მერე ატყდა ხორხოცი.
დიდი, პატარა, ქალი, კაცი, ბავშვი, მძღოლი, კონტროლიორი, იმის კონტროლიორი, ის ფეხმძიმე გოგო...კინაღამ ამოვწყდით..

მერე ვიღაცამ თქვა ცოტა გავანიავოთო და ავტობუსის დაცლა გადავწყვიტეთ...რატომღაც ბოლო ის გამკუებელი კაცი ჩამოდიოდა და კიბეებთან ერთი მაგარი კიდევ გააკუა... კიდევ ერთხელ გილოცავთო და მთელი ეს მყრალი სუნი, რომლისგანაც თვალები მეწვოდა ისევ ავტობუსში დატოვა...


50-მდე ადამიანი შუა გზაზე ვდგავართ ყველაკარღია ავტობუსთან და ვერცერთი ვბედავთ შიგნით შესვლას

ბარბარობას გილოცავთ"- წერს მაქარაშვილი.


შენიშვნა: ფოტო ზოგადია და არ ასახავს რეალობას

0
546
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0