x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატო და იმიტო, კლდეს რო არ მიეხეთქო. კიდევ თუ ვერ გაიგე? წაიკითხე სტატია თავიდან-ედუარდ ჯიშკარიანი
image


ოფიცერი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


კავკასიური მთის არწივს სხვა არწივებიდან გამოარჩევს ერთი საინტერესო თვისება.
როდესაც მდედრი მზად არის პარტნიორის შესარჩევად, ის ჯდება ახლომახლო მდებარე ყველაზე მაღალ კლდის წვერზე და იწყებს ;საქორწილო; ყვირილს. ყვირილის ხმაზე სხვადასხვა მხრიდან მოემართებიან მამრი არწივები და შორიახლო სიმაღლეებზე იკავებენ ადგილს, ისე რომ მდედრის სიახლოვეს არცერთი არ მიდის. ეს შეკრება რამდენიმე დღე გრძელდება და როდესაც მდედრი გადაწვეტს ნისკარტით იღებს საკმაოდ მოზრდილ ჯოხს და რაც შეიძლება მაღლა მიფრინავს, ხოლო მამრი არწივები შორიახლო მიყვებიან ფრენით. გარკვეულ სიმაღლეს როცა მიაღწევს, აგდებს ამ ჯოხს და ისევ უკან ბრუნდება თავის კლდის წვერზე, ხოლო მამრი არწივები იწყებენ ;საჰაერო მარულას;. გამარჯვებული ის არის ვინც ამ ჯოხს ჰაერში დაიჭერს და მდედრს მიართმევს. მდედრი ისევ იღებს ნისკარტით ამ ჯოხს და ისევ იმეორებს ჯოხის სიმაღლიდან გადმოგდებას, ეს მანამ გრძელდება სანამ კონკურენტი მამრებიდან ერთი არ დარჩება. ეს ;საჰაერო მარულა; შესაძლოა თვეზე მეტიც კი გასტანოს, რაც მამრი არწივებიდან განსაკუთრებულ ძალას და ენერგის ხარჯვას მოითხოვს, ამიტომ ბუნებრივი სელექციის პრინციპით სუსტები ეთიშებიან კონკურენციას და გამარჯვება ყველაზე ძლიერს ხვდება.



ბოლოს როდესაც მხოლოდ ერთი მამრი დარჩება, მდედრი კიდევ რამდენიმე დღე შეამოწმებს ჯოხის დაჭერაში და შემდეგ ერთად მიდიან საიმედო ადგილზე ბუდის მოსაწყობად, რომელსაც ერთად აშენებენ.



მეცნიერები კარგა ხანს ვერ ხვდებოდნენ თუ რატომ იყო ესე მნიშვნელოვანი ჯოხის დაჭერა, ისინი ვარაუდობდენ რომ ეს უბრალო საქორწილო თამაში იყო, თუმცა მოგვიანებით სხვა რამე გაირკვა.


როდესაც მართვები იჩეკებიან მათზე ორივე ზრუნავს, იმდენად კარგად ზრუნავენ თავიანთ საყვარელ შვილებზე რომ უკვე წამოზრდილი მართვები ბუდიდან გადაფრენას არ ჩქარობენ(როგორ მაგონებს ქართულ ვარიანტს?!), ისინი მშვენივრად გრძნობენ მშობლების გარემოცვაში და უზრუნველ ყოფაში თავს.


სხვა ჯიშის არწივები ასეთ შემთხვევაში უბრალოდ არ აძლევენ საკვებს, ჯდებიან შორიახლო სიმაღლეზე, ისე რომ მართვები ხედავდენ და იწყებენ საკვების მიღებას. რამდენიმე დღის შემდეგ მართვეს შიმშილი აიძულებს რომ ბუდიდან გადახტეს და შესაბამისად პირველი გაფრენაც ხორციელდება. თუმცა ეს მეთოდით ხშირად ფატალურად მთავრდება, რადგან რამდენიმე დღიანი შიმშილიდან დასუსტებულ მართვს ძალა არყოფნის ფრენისთვის.


კავკასიური მთის არწივი ესე არ იქცევა, ფრენისთვის ზრდასრულ და ენერგით სავსე მართვს ბუდიდან დედა აგდებს თანამიმდევრობით.
აი სწორედ ეხლა უნდა გამოიყენოს მამრმა არწივმა ის, საჰაერო მარულის ოსტატობა, რომელიც კონკურენციის დროს გამოიყენა, მან ყველა მართვე ჰაერში უნდა დაიჭიროს და ბუდეში დააბრუნოს, ეს მანამ გაგრძელდება, სანამ მშობლები არ დარწმუნდებიან რომ მათ მართვებს დამოუკიდებელი ფრენა შეუძლიათ.

ხო რატომ მოვყევი ეხლა ეგ ისტორია?!
გუშინ ჩემი უფროსი შვილი მეუბნება, დედა მიშვებს და შენ რატომ მეუბნები უარსო?
რატო და იმიტო, კლდეს რო არ მიეხეთქო.
კიდევ თუ ვერ გაიგე? წაიკითხე სტატია თავიდან)))

image

1
562
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
562
  
0 1 1