x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ შეასრულა "ის აქ არის" თორნიკე ყიფიანმა განსხვავებულად? - "ეს ჩემი საყვარელი ვერსია გახდება"
image


მე­გა­შოუ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­კვლა­ვის“ მო­რი­გი ტური გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კას მი­ე­ძღვნა, კონ­კურ­სან­ტებს რთუ­ლი ამო­ცა­ნა ჰქონ­დათ - გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რის, გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად (ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის დი­რი­ჟო­რო­ბით) უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. იმის გამო, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ ჯერ­ზე ურ­თუ­ლე­სი სიმ­ღე­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეს­რუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ამ­ჯე­რა­დაც გა­უძ­ლეს გა­მოც­დას.


თუმ­ცა კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბი მკაც­რია, ყო­ველ ტურ­ში მას ერთი მო­ნა­წი­ლე ეთი­შე­ბა და ასე­თი მა­რი­ამ შენ­გე­ლია აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც გია ყან­ჩე­ლის სიმ­ღე­რა ინ­გლი­სურ ენა­ზე შე­ას­რუ­ლა (ნა­მუ­შე­ვა­რი თა­ვის დრო­ზე სპექ­ტაკ­ლის­თვის „მეფე ლირი“ შე­იქ­მნა). ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკვე მე­ო­თხედ, თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი გახ­და.


და­თუ­ნა ალა­დაშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის წევ­რი:

ეს არ იყო სა­კონ­კურ­სო ტური, ეს იყო გა­ლა­კონ­ცერ­ტი, სცე­ნა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბით, ამას­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ორ­კესტრით და შე­უ­და­რე­ბე­ლი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის დი­რი­ჟო­რო­ბით. ის ვერ­სი­ე­ბი, რაც თით­ქოს, კარ­გად ვი­ცით, კი­დევ უფრო ახ­ლე­ბუ­რად და­ნა­ხუ­ლი მო­ვის­მი­ნეთ. თა­ვის­თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ დღეს გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა შეს­რულ­და, ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ის, რომ ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ერთ-ერთ ტურ­ში მო­ვის­მი­ნეთ, კონ­კურ­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.



- რო­გორც კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­გორ აფა­სებთ დღეს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ყან­ჩე­ლის მუ­სი­კის ვერ­სი­ებს?


- კომ­პო­ზი­ტო­რის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც სი­ცო­ცხლე­ში­ვე ფას­დე­ბა, როცა მისი მუ­სი­კა ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, რომ მისი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი კეთ­დე­ბა. არის რა­ღაც კა­ნო­ნე­ბი, რო­მელ­თა დარ­ღვე­ვაც არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა მო­ცარ­ტი და ბა­ხიც არ­ღვევ­დნენ წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის ტრა­დი­ცი­ებს და ისი­ნი ქმნიდ­ნენ ახალს და სწო­რედ მა­შინ იქ­მნე­ბო­და ახა­ლი ეპო­ქაც. გია ყან­ჩე­ლიც ასე­თი­ვე კომ­პო­ზი­ტო­რია, მან და­ამ­სხვრია სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, შექ­მნა თა­ვი­სი ხელ­წე­რა, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, მისი მე­ლო­დია მო­ის­მი­ნოს და ვერ მიხ­ვდეს, რომ ყან­ჩე­ლია. ფაქ­ტი, რომ მისი მე­ლო­დი­ე­ბი, დღეს ახ­ლე­ბუ­რად მო­ვის­მი­ნეთ და თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი­მა "ის აქ არის“ ასე შე­ას­რუ­ლა, ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა და ნამ­დვი­ლი ზე­ი­მია. ამას ყო­ველ­თვის მი­ვე­სალ­მე­ბი და ყო­ვე­ლი­ვე დას­ტუ­რია, რომ ეს მუ­სი­კა სულ იცხოვ­რებს.


image


- ე.ი. კონ­კურ­სან­ტებ­მა დაძ­ლი­ეს ამო­ცა­ნა?


- დღეს ამ რა­ფი­ნი­რე­ბულ მუ­სი­კა­ში ყვე­ლამ მო­ა­ხერ­ხა, მყა­რად მდგა­რი­ყო სცე­ნა­ზე და არ და­კარ­გუ­ლი­ყო. შეძ­ლეს და ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნეს სიმ­ღე­რე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი არი­ან.


- ერ­თა­დერ­თი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რა ყან­ჩე­ლის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა და რა­ტომ­ღაც მას მო­უხ­და კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბა...


- თით­ქოს სიმ­ბო­ლუ­რი იყო, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ ქარ­თუ­ლი ტუ­რის დროს პრო­ექ­ტი კონ­კურ­სან­ტმა ინ­გლი­სუ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რით და­ტო­ვა. არა­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა მსოფ­ლი­ო­ში მი­იჩ­ნე­ვა რო­გორც სა­უ­კე­თე­სო და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ეს სიმ­ღე­რაც ზუს­ტად ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო. მაგ­რამ მა­რი­ამ­მა კონ­კურ­სი და­ტო­ვა... ვიცი, რომ მას დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს. მისი გა­ვარ­დნის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ირ­ჩევს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს“, ხმე­ბი ამ­ჯე­რად მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე გა­და­ა­ნა­წი­ლა, ვე­თან­ხმე­ბით თუ არა ამას.


- თორ­ნი­კე უკვე მე­ო­თხე ლა­ი­ვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია...


- თორ­ნი­კე, დღი­დან მისი მოს­მე­ნი­სა, მი­მაჩ­ნია, რომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სია, იმი­ტომ, რომ მას შე­უძ­ლია მო­ირ­გოს ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პო­ზი­ცია, მათ შო­რის, ყან­ჩე­ლის ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა. მან ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნა მისი ვერ­სია და თით­ქოს დაგ­ვიმ­ტკი­ცა, რომ ასე­თი ვერ­სი­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს. მე მი­ვი­ღე ეს შეს­რუ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რად ნა­ნის ვერ­სია მიყ­ვარ­დეს და მერ­ჩივ­ნოს, მაგ­რამ ეს სიმ­ღე­რა გახ­დე­ბა ჩემი საყ­ვა­რე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სია.


თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი:

- მინ­და, ისევ და ისევ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს, ასე გვერ­დით რომ მიდ­გას და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მხარს მი­ჭერს, მგულ­შე­მატ­კივ­რობს. მათი მეშ­ვე­ო­ბით უკვე მე­ო­თხედ გავ­ხდი ლა­ი­ვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი იყო, კარ­გი გა­მო­ვი­და. სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნია გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა და აქვე მისი შეს­რუ­ლე­ბაც.


image


- ორ­კესტრთან იმ­ღე­რე, რო­მელ­საც ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი დი­რი­ჟო­რობ­და...


- რო­გორც ვთქვი, გია ყან­ჩე­ლი შე­უ­და­რე­ბე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რია, უკ­ვდა­ვი ნა­მუ­შევ­რე­ბის შემ­ქმნე­ლი, დიდი პა­ტი­ვი იყო, რომ მისი ასე­თი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა მე მხვდა წი­ლად და მით უმე­ტეს, ისე­თი დიდი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბით შე­ვას­რუ­ლე, რო­გო­რიც ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და მისი სა­ო­ცა­რი ორ­კესტრია. ასე ალა­მა­ზებ­დნენ ჩემს ნამ­ღერს.


რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რის ახალ ვერ­სი­ას, ამის­თვის ბიძ­გი თა­ვად სიმ­ღე­რის ოპ­ტი­მის­ტურ­მა ტექ­სტმაც მოგ­ვცა. მოკ­ლედ, აქე­დან წა­მო­ვი­და, მისი ასე მა­ჟო­რულ ტო­ნა­ლო­ბა­ში გა­დას­ვლის იდეა.


- მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ამ და­ტო­ვა კონ­კურ­სი...


- მა­რი­ა­მი ძლი­ე­რი მომ­ღე­რა­ლია, უბ­რა­ლოდ, კონ­კურ­სია და ვი­ღაც უნდა გა­ვარ­დეს. იმ მო­მენ­ტში მას ნაკ­ლებ­მა ადა­მი­ან­მა მის­ცა ხმა... რას ვი­ზამთ, კონ­კურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასეა. ფაქ­ტია, რომ მა­გა­რი მომ­ღე­რა­ლია.

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0