x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს იდეალური ქალის სხეული

image


უკვე არაერთი წელია მოდის ინდუსტრია სილამაზის მკაცრად განსაზღვრულ სტანდარტებს ამკვიდრებს, რომლებიც მეცნიერების მიერ მიჩნეული იდეალური ქალის სხეულისგან რადიკალურად განსხვავდება. ტეხასის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ქალის იდეალური სხეულის გამოსავლენად გადაწყვიტეს არა მხოლოდ სერიოზული კვლევა, არამედ სოციოლოგიური გამოკითხვაც ჩაეტარებინათ. თავდაპირველად, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სხეულის მქონე 100 ქალბატონი შეირჩა, რომელთა შორისაც სიმაღლის, წონის, ფეხის ზომისა და თმის ხარისხის თანაფარდობის მიხედვით მონაწილეებს შორის გამარჯვებულად კელი ბრუკი დასახელდა.



image

40 წლის, ულამაზესი ბრიტანელი მსახიობისა და ფოტომოდელის კელი ბრუკის მადისაღმძვრელი ფორმები ასე გამოიყურება: სიმაღლე - 168 სმ, თეძო - 92 სმ, მკერდი - 99 სმ, წელი - 69 სმ. ფეხის ზომა - 40. მეცნიერების აზრით, ქალის იდეალურ სხეულად სწორედ ასეთი პარამეტრების თანაფარდობა ითვლება.


image


როგორც ცნობილია, მოდელი საკუთარი კოლეგებისგან განსხვავებით ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მიმდევარი არ არის, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა ეს სექსუალური ფორმების მქონე სუპერვარსკვლავი ალბათ დამეთანხმებით, რომ მაინც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.



imageimageimage




0
1569
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1569