x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
სირიაში თურქულ გამანადგურებელს მოუწია თურქეთის სამხედრო, საჰაერო ძალების ვერტმფრენი გაენადგურებინა

image ომს თავისი წესები აქვს და ამ წესების დაცვა თითოეული სამხედროს პირდაპირი მოვალეობაა.
აფხაზეთის ომში მძიმე ტექნიკა გაუნადგურებელი დავუტოვეთ აფხაზებს და მათ მოკავშირეებს, 2008 წელს მილიარდობით დოლარის ღირებულების მძიმე ტექნიკა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო, სარაკეტო კომპლექსები, უზარმაზარი რაოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა დავუტოვეთ ოკუპანტებს.
და ამ დროს რას აკეთებს ჩვენი მეზობელი თურქეთი, რომლის დანაყოფები სირიაში ქურთებს და სირიის სამთავრობო ძალებს ებრძვიან?!
თურქული სამხედრო ვერტმფრენი "UH-60 "Black Hawk""-ი სპეციალური ოპერაციის ფარგლებში თურქეთის საზღვრის გასწვრივ, სირიის ტერიტორიაზე შეფრინდა სპეცრაზმის საევაკუაციოდ.
სპეცრაზმის ბორტზე აყვანის შემდეგ აფრენილ ვერტმფრენს ქურთი მებრძოლის მიერ ნასროლი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის "РПГ-7"-ის ყუმბარა მოხვდა, მფრინავებმა შესძლეს ვერტმფრენი მოშორებით მშვიდობიანად დაესვათ, არავინ დაზიანებულა და მათ დასახმარებლად უსწრაფესად მოფრინდა გამოძახებული სამხედრო ვერტმფრენი, რომელმაც ეკიპაჟის და სპეცრაზმის ევაკუაცია განახორციელა.
დაზიანებული ვერტმფრენი კი ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა.
თურქულმა სარდლობამ გაითვალისწინა, რომ ქურთების მიერ ვერტმფრენის ხელში ჩაგდების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მისი აღდგენა და მიიღეს გადაწყვეტილება-გაენადგურებინათ საკუთარი ვერტმფრენი.
უახლოესი თურქული ბაზიდან აფრინდა თურქული სამხედრო, საჰაერო ძალების გამანადგურებელი "F-16"-ი, რომელიც მალე გავიდა დასახულ სამიზნეზე და თურქული ვერტმფრენი რაკეტით გაანადგურა.
ნებისმიერი სამხედრო დამეთანხმება, რომ მიღებული ფორმაა დაზიანებული ტექნიკა როცა ვერ გაგყავს აუცილებლად უნდა გაანადგურო (ასე გაანადგურეს გალის მოვლენების დროს პარტიზანებმა შინაგანი ჯარების გადაბრუნებული სამხედრო, სატვირთო მანქანა რომლის ძარაზეც საზენიტო ტყვიამფრქვევი იდგა).

0
984
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
984