x
მეტი
  • 28.01.2020
  • სტატია:98595
  • ვიდეო:344017
  • სურათი:460904
ვინ არის ქალი, რომლის ნაწარმოებიც მენდელსონმა მიითვისა
image

ფელიქს მენდელსონი მუსიკალური რომანტიზმის ერთ - ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, მიუხედავად იმისა, რომ ის ებრაული წარმოშობის იყო, მას საზოგადოება მაინც გერმანელ კომპოზიტორად მიიჩნევს. 13 წლის ასაკში, ნიჭიერი ბიჭუნა არა მხოლოდ უკვე მუსიკას წერდა, არამედ მას სტუმრებისთვის საგანგებოდაც ასრულებდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მენდელსონების ოჯახში ის, ერთადერთი ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული არ ყოფილა. ის, რომ ფელიქსს ნიჭიერი უფროსი და - ფანი ჰყავდა, მხოლოდ ცოტა ვინმემ თუ იცის.


image

ფანი საკუთარი ძმის მსგავსად არა მხოლოდ მუსიკას წერდა, არამედ ფანტასტიკურად მღეროდა და ვიოლინოზეც შესანიშნავად უკრავდა. მიუხედავად ამისა, ასაკის მატებასთან ერთად, მამამ ქალიშვილის მუსიკით გატაცება არასერიოზულად ჩათვალა, საყვარელი საქმისთვის თავის დანებება ურჩია და ოჯახის შექმნა აიძულა. საკუთარი ვაჟი კი, დიდ გერმანელ მწერალთან და მოაზროვნესთან, იოჰან ვოლფგანგ გოეთესთან სასწავლებლად გააგზავნა.


image


მამის გადაწყვეტილება გოგონასთვის მძიმე მორალური დარტყმა აღმოჩნდა. ის მხოლოდ თავისი ძმის წერილებით ცხოვრობდა. თავმდაბლობის მიუხედავად, ზოგჯერ ფანი თავის ნაწარმოებებს ძმას უგზავნიდა, რათა მას ისინი გოეთესთვის ეჩვენებინა. გერმანელი პოეტი მისი მუსიკით იმდენდ იყო აღფრთოვანებული, რომ მან ფანის ერთ-ერთი ნამუშევრისთვის ტექსტიც კი დაწერა.





როგორც ირკვევა, ფანის ნიჭით მოხიბლული არა მხოლოდ გოეთე, არამედ პირველ რიგში, ფელიქსი იყო, დის შემოქმედებამ მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მენდელსონმა ფანის ნაწარმოები, მისი ნებართვის გარეშე, საკუთარი სახელით გამოაქვეყნა.


image

გოგონას მეუღლე - ბერლინელი მხატვარი ვილჰელმ ჰენზელი მას უაღრესად ნიჭიერ მომღერლად, პიანისტად და კომპოზიტორად მიიჩნევდა და მსოფლიოსთვის მისი მუსიკის გაცნობას მაქსიმალურად ცდილობდა. ჰენზელმა საყვარელი ცოლისთვის არა მხოლოდ მუსიკალური სალონი გახსნა, არამედ საკუთარი ფულით ფანის ნამუშევრებს ფარულად, სისტემატურად აქვეყნებდა.





გოგონას მამა, აბრაამ მენდელსონი, ქალიშვილს ამშვიდებდა რომ ეს პროფესია ქალის შესაფერისი არ იყო, და ძმის "ამბიციების" პატიებისკენ მოუწოდებდა, ხოლო ფელიქსი ამასაობაში საკუთარ დას სთხოვდა, რომ თავისი ნაწარმოებები არ გამოქვეყნებინა.


image


1847 წლის 14 მაისს, 42 წლის ფანი "ვალპურგის ღამის" შესრულებისას ინსულტით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც ფელიქსმა დის გარდაცვალების შესახებ თავზარდამცემი ამბავი გაიგო, მან მუსიკალური საქმიანობა სამუდამოდ მიატოვა და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რამდენიმე თვის შემდეგ, მას ინსულტი დაემართა, იმავე წლის 4 ნოემბერს კი, განმეორებითი ინსულტის შედეგად, ფელიქს მენდელსონი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა.





გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე გენიალურმა კომპოზიტორმა კიდევ ერთი ნაწარმოების შექმნა მოასწრო, "რექვიემი ფანისთვის" - ასე ქვია, მენდელსონის ბოლო ნაწარმოებს, რომელიც მან საყვარელი დის ხსოვნას მიუძღვნა.



0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
146