x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
„დიახ, დავინახეთ, რომ გარე სამყაროს „ქართულმა ოცნებამ“ გვიჩვენა დიდი მხარდაჭერის საკუთარი რესურსი; ამ მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები რას გვიჩვენებენ?..“

imageუცხოელი დიპლომატი: „დიახ, დავინახეთ, რომ გარე სამყაროს „ქართულმა ოცნებამ“ გვიჩვენა დიდი მხარდაჭერის საკუთარი რესურსი; ამ მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები რას გვიჩვენებენ?..“

„დიახ, დავინახეთ, რომ გარე სამყაროს „ქართულმა ოცნებამ“ გვიჩვენა დიდი მხარდაჭერის საკუთარი რესურსი. ამ მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები რას გვიჩვენებენ?..“ - პოლიტოლოგი გია აბაშიძე საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატების მიერ „ქართული ოცნების“ შაბათს გამართული ღონისძიების შეფასებას, წყაროს იდენტიფიცირების გარეშე, „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.

„მთელი დღე გარეთ გავატარე სხვადასხვა ღონისძიებაზე, კომპიუტერს მოწყვეტილმა. ცხადია, მობილურით ვადევნებდი თვალყურს მიმდინარე ამბებს, რეაქციებს. ბოლოს, 'მშრალი კანონით' [კვირასაც საქმეები] კორპორატიული საახალწლო კარნავალი ახლობლებთან. რამდენიმე ჟურნალისტს უარი ვუთხარი კომენტარზე მოუცლელობის გამო.

სამწუხაროდ, ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ ვერ დავესწარი. დიდი ხნით ადრე დაგეგმილ 'ბრიტანეთის სეზონი' საქართველოში დახურვის ივენთზე ვიყავი ზუსტად მაგ დროს [16.00-18.00]. ბრიტანეთის ელჩს მოკლედ ვესაუბრე მის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, არჩევნების შედეგებსა და მომავალზე.

თუმცა, მოგვიანებით შევხვდი 2 აქ მყოფ დიპლომატს [არა ელჩს]. მათი თანხმობით და Chatham House 'კანონიკით' [ბრიტანული გავლენიანი ანალიტიკური ცენტრია, დისკუსიისას, მიღებული ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია, ოღონდ წყაროს იდენტიფიცირების გარეშე]. გთავაზობთ ჩვენი საუბრების მოკლე შინაარსს:

- მიშასა და გვარამიას ტელევიზიის და მათი პარტნიორების ლოგიკა ამგვარია: თუ 14 დეკემბრის აქციაზე ასეულობით ადამიანი გამოვიდოდა, იტყოდნენ - ესაა სახელისუფლებო რესურსი. დაინახეს რა, რომ თბილისის ცენტრში 100.000-ზე გაცილებით მეტი იყო, გაავრცელეს გზავნილი - ძალით მოიყვანესო.

- შეუძლებელია თუნდაც 100.000 ასე დაშინება, საქართველო არც ბელარუსია და არც სხვა დემოკრატიას აცდენილი ქვეყანა რეგიონში.

- მე ვუყურე 6 საათიან ნიუსებს გვარამიას არხზე, თარჯიმანთან ერთად. იყო სიუჟეტის ჰედლაინი, რომ ხალხი დააშინეს და ძალით ჩამოიყვანეს რეგიონებიდან თბილისში. თუმცა, მათსავე სიუჟეტში, ათამდე გამოკითხულმა არ დაადასტურა ეს ვერსია. ერთი ქალბატონი, რომელიც აშკარად გამსახურდიას მომხრე იყო, თქვა, რომ ის ყოველთვის იბრძვის სამართლიანობისთვის.

- ჩანს, რომ თუ ამ 6-საათიანით ვიმსჯელებთ, მათ მყარი მტკიცებულებები არ აქვთ.

- რატომ გვავიწყდება, რომ პროპაგანდისტული ჟურნალისტიკა ჰყვავის აქაც და სხვაგანაც? თუმცა, აღმოსავლეთ ევროპაში, ვერცერთი ექს-პროკურორი გაბედავს და წავა ტელემედიაში დემოკრატის მანტიით.

- დიახ, დავინახეთ, რომ გარე სამყაროს „ქართულმა ოცნებამ“ გვიჩვენა დიდი მხარდაჭერის საკუთარი რესურსი. ამ მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები რას გვიჩვენებენ?..

P.S. საუბარი 9-საათიან ნიუსებამდე შედგა, სადაც გვიჩვენეს რაღაც მართლაც და ვოდევილი ვიღაც ტიპშა „მთავარის“ მიკროფონის ფონზე, პარლამენტთან რომ სამსახურის დაკარგვით ემუქრება 'ვინცხას'. ასეთებს 'პიონერფილმიც' არ კადრულობდა.

P.P.S. და რატომღაც ვერ ვიხილე ფართოდ გაშუქებული საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადება ოპოზიციისა და დიპლომატების შაბათის შეხვედრის შემდეგ. კოლასმა თქვა: ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მოდელებზე აქცენტირება სადაა?..

მშვიდობა და განვითარება ჩვენ სამშობლოს!“ - წერს გია აბაშიძე.
image

1
561
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
561
  
2019, 17 დეკემბერი, 2:51
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1