x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508493
ახალი სიტყვა: ვხედავ ტერაქტს ერთ-ერთ ძალოვან მინისტრზე...

image

(გაგრძელება.ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის ნაწილობრივ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 26 )
2008 წელი, 10 მარტი
ვხედავ, ირანი ისევ გამოაჩენს ბრჭყალებს. ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა. ამერიკაც ამას ელოდება, რათა ჰქონდეს საბაბი, გაამართლოს საკუთარი ქმედებები. ვხედავ, თავიდან იწყებენ გარჩევებს. ამერიკა ისევ ადანაშაულებს ირანს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და ბოლოს ყოველივ იმით მთავრდება, ვხედავ, რომ ამერიკა დაბომბავს ირანს. წერტილოვან იერიშს განახორციელებენ, ბომბავენ იმ ადგილს, სადაც ეგულებათ ის ლაბორატორიები, რომლებიც ირანის მთავრობის განცხადებით, თითქოს არ არსებობენ. ვხედავ, ეს დიდი ტყუილი იყო. ირანი იარაღდება და ის, რაც მათ სურთ მთელი ცხოვრება — ეს ბირთვული იარაღია.
მოკლედ, ამერიკა, ვხედავ, მომავალში დროს არ კარგავს და სწორიც არის. თუ დრო დაკარგა და მუსლიმებს დაუთმო, საკუთარ სახლში აუფეთქებენ ბირთვულ იარაღს.
ბედის ირონია! ამერიკა საბჭოთა კავშირს, რუსეთს უფრთხოდა და უმთავრესი მტერი კი მათთვის ყოველთვის მუსლიმები — ირანი იყო. ამ ბრძოლას, ვხედავ, მაინც ამერიკა მოიგებს. ისინი მომავალში აღადგენენ შაჰის დინასტიას, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკას გაატარებს. მანამდე კი მსოფლიოს, ევროპას და ამერიკას წინ მესამე მსოფლიო ომი ელით.
თქვენ კი გაიხსენეთ, როგორ აუარეს მონღოლებმა გვერდი საქართველოს თამარის ვაჟის — ლაშარელას მეფობისას და როგორ დალაშქრეს ლამის ნახევარი ევროპა. ისტორია ზუსტად მეორდება, ვხედავ: სწორედ ასე აუვლიან მუსლიმები გვერდს საქართველოს. ეს უფლის ნებით მოხდება და ჩემი საქართველო გადარჩება! ამინ!
ასეა, ხალხი ბჭობს, ღმერთი კი სულ სხვა რამეს უმზადებს კაცობრიობას. არავინ უწყის, რა მოხდება მომავალში, წინასწარმეტყველის გარდა.
2008 წელი, 11 მარტი
საქართველო მნიშვნელოვანი ბაზა ხდება ნატოსი. ამერიკა თურქეთს არ ენდობა. სწორიც არის, მუსლიმები სანდონი არ არიან.
რუსეთი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. რაც უნდა მოიგონონ, ვერაფერს გახდებიან; რაც უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ, ვერაფერს შეცვლის, ანუ რუსეთის მთავრობა ასეთი პოლიტიკით წააგებს კავკასიაში.
ვიმეორებ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! ყველაფერი დეზინფორმაციაა, რასაც აცხადებენ. ხალხს ვერ შეაშინებენ იმით, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვკარგავთ. ეს ტყულია! არც ოპოზიცია წამოეგება ამ ანკესზე. ყველამ ყველაფერი იცის, ხალხი ბრძენია. როგორც შუბი არ დაიმალება ჩოხის ქვეშ, ისე სიმართლე.
...მთავრობა ცდილობს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხით გადაფაროს ოპოზიციის ყველა ცდა. ხალხი არ ენდობა არც მთავრობას და არც ოპოზიციას. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე.
ჩნდება მესამე ძალა, ჩნდება ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას. ხალხი თვალყურს ადევნებს...
ფრთხილად! დღეს უფალი თითოეულ თქვენგანს ისე ადევნებს თვალყურს, როგორც არასდროს. ფრთხილად! დღე განკითხვისა ახლოს კი არაა, უკვე დაიწყო. ამინ! საქართველოში უკვე ბოლავს და ამოხეთქავს კიდეც ვულკანი და ამას ვერავინ შეაჩერებს...
2008 წელი, 30 მარტი
ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში სულ სხვა თამაშები იწყება. ხალხის ერთ ნაწილს (და საკმაოდ დიდ ნაწილს) აღარც ოპოზიციისა სჯერა და საერთოდ აღარც არავისი. თუ ეს გაბოროტებული, უზარმაზარი მასა დაიძრა მთავრობის წინააღმდეგ (რაც მოხდება), ვერავინ შეაჩერებს — ვერც სპეცრაზმი, ვერც ჯარი და ვერც ტყვიები. ფრთხილად!
...პრეზიდენტი მნიშვნელოვან, საქართველოსთვის ძალზე მტკივნეულ თემას ეხება და მის ირგვლივ ტრილებს. ეს არის აფხაზეთი და სამაჩაბლო. №1 თემად ამოწია აფხაზეთის საკითხი და გაახმოვანა მთელ მსოფლიოში: მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, რათა თავად აფსუებიც გადაარჩინოს, სთავაზობს ყველა იმ პირობას, რომელთაც ევროპა-ამერიკა მიესალმება. და მსოფლიოც ტაშს უკრავს ასეთ მშვიდობისმოყვარე პრეზიდენტს.
ასეთი „მზაკვრული გეგმა“ (ასე მიაჩნიათ რუსეთში) კრემლისთვის მიუღებელია, მაგრამ რას იზამენ? ვერაფერს. ისინი ევროპას აშინებენ გაზით, ეკონომიკური სანქციებით, რასაც ხმამაღლა ვერ ამბობენ.
მოკლედ, საქართველო მშვიდობის მტრედებს აფრენს და თან, ვხედავ, ქართული ჯარების შესვლას ქართულ ტერიტორიებზე — სამაჩაბლოში და ზემო აფხაზეთში, ანუ კოდორში (საიდანაც სოხუმამდე, მგონი, 27 კილომეტრია) და ზუგდიდის სამხედრო ბაზებზეც განლაგდებიან.
მაგონდება ჩემი 1993 წლის წინასწარმეტყველება: „აფხაზეთში შევალთ ომით და დავარქმევთ მშვიდობას!“ ეს კია ასე ასი პროცენტით, მაგრამ დრო არ ვიცი.
და მთავარი: თვითონ ჩვენი მთავრობა ისეთ ტერაქტებს მოუწყობს აფსუებსა და რუსებს, რომ ჩვენები მათ — რუსულად კარგად გამოითქმის — „პერეპლიუნუტ“. დიახ, უმაღლეს კლასს ვაჩვენებთ!
პუტინმა ზედმეტად გადააჭარბა საკუთარ უფლება-შესაძლებლობებს. იგი მწარედ წააგებს. დავინახავთ, თუ როგორ სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს მას რუსეთის ახალი პრეზიდენტის თათი. ჰოდა, ძალიან სასიამოვნოა!
სანამ ჩვენ აფსუებს ვეფერებით, ხოლო ჩვენი პრეზიდენტი პიარითაა დაკავებული და მსოფლიოს ტაშს აკვრევინებს, ოპოზიცია ერთმანეთს ღრღნის. თუმცა, ისინი ხალხს არ აინტერესებს. ხალხი ერთმანეთს ეძებს და მათ გარეშე ერთიანდება. ფრთხილად!
პარლამენტში მოდიან ვინ? გაძარცვული(დიახ, ასეა, მთავრობისგან გაძარცვული) ბიზნესმენები, ხალხისთვის კი დიდი ქონების ადამიანები, რომლებიც თითქოს პარლამენტის ბიუჯეტს და საქართველოს არ გამოხრავენ, არ მოიპარავენ, რადგან მათ ისედაც აქვთ მილიონები... მაგრამ მათი საშველი სწორედაც რომ პარლამენტია, რათა საჭირო კანონები მიიღონ და თავიდან დაიწყონ ფულის კეთება, ანუ ქართველი ხალხის ძარცვა. დიახ, ძარცვა. ვხედავ, ხალხი ძალიან კარგად ხვდება ამ თამაშებს: მავანთ ფულები დააყრევინეს და ახლა საშუალებას აძლევენ, თავიდან ძარცვონ ქვეყანა. ვხედავ, მაინც დაიჭერენ.
ამ პოლიტიკაში ყველაფერი ბინძურია. დღევანდელ პოლიტიკაში არ არიან ის მეცნიერები, ვისაც დიდი ხანია ვხედავ, არც „გიორგი ბრწყინვალეა“. არც შეიძლებოდა, ისინი ამ პოლიტიკოსებისგან წამოსულიყვნენ.
ვხედავ, ჩემი ხალხი და მთელი საქართველო ღმერთის ანაბარა დარჩა, როგორც იყო ყოველთვის, და მიხარია, რომ უფალი ჩემი ხალხის გვერდითაა და მალე მოეღება ბოლო ყველა იმ ბოროტებას, რომელმაც ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში დაისადგურა და თითქოს ფესვებიც გაიდგა.
და იცრება საქართველო უფლის საცერში, და დარჩებიან ღირსეული ქართველი ვაჟკაცები, და გადარჩება საქართველო!
ვხედავ გამთლიანებულ, ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველო ჰქვია!
დიახ, ქართველი მხოლოდ საქართველოს სიყვარულში, ბრძოლაში შეიძლება მოკვდეს. მალე იხილავს ჩემი გაწამებული, მშიერი, მაგრამ არა ღირსებადაკარგული ქართველი ყოველივეს, რადგან აქედან თითოეული ასოც კი უფლისაა და ყოველი სიტყვა წინასწარმეტყველებისა აღსრულდება. აი ნახავთ!
და იცოდეთ, ძლიერი და ბოროტი სახელმწიფო — რუსეთი, დამარცხდება საქართველოსთან ბრძოლაში უფლის ხელშეწყობით. თუ ყველამ უღალატა საქართველოს, არის ძალა, ძალა უხილავი, ძალა კოსმოსის, რომელმაც არ იცის ღალატი, რომელიც ანადგურებს ბოროტს და ეს არის უფალი ჩვენი, ღმერთი ჩვენი — შემწე და დამცველი მხოლოდ!
ნუ დაივიწყებთ, ქართველნო, რომ ამასთანავე უნდა იყოთ მიმტევებელნიც. ქართველი კაცი ყოველთვის იქნება კაცთმოყვარე რაინდი, ქართველი ქალი კი სპეტაკი, სათნო დედა საქართველოსი. დიახ, ეს არის ნიმუში მთელი მსოფლიოსათვის. ამას იმათთვის, ვისაც ფეხებზე ჰკიდიათ რაინდობა, პატიოსნება და სიკეთე, მნიშვნელობა არ აქვს. მათ წყალობა უფლისა არ აწერიათ ბედისწერაზე. ჰო, ყველანი უფლის შვილები ხართ, მაგრამ არც ასეა საქმე კოსმიურ განზომილებებში: საკუთარ ქმედებებზე პასუხს აგებთ ყველა და ამას ვერავინ გაექცევით, ვერც ერი და ვერც ბერი!
მე მიყვარს ჩემი ხალხი, ჩემი ქვეყანა და მადლობა უფალს, რომ წარმომგზავნეს მე საქართველოში, დედამიწაზე ყველა სუფთა ადგილზე. არავისი გასარჩევი არ არის ჩვენი წინასწარმეტყველებები, ფრთხილად! სჯობს ისწავლოთ სამშობლოს სიყვარული, ვინემ უაზროდ ილაყბოთ. ტყუილად არ ვაფრთხილებ ცრუთ, რომლებიც წინასწარმეტყველებებს იპარავენ და თავისად ასაღებენ. რაოდენ მწარე იქნება მათი ბოლო, თვითონ იხილავენ. მინდა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ დრო არ არსებობს კოსმოსში. დროის დანახვის უფლება არ მაქვს და თუკი უფლის ნებით დავასახელებ მას რაიმე სახით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დროს ვხედავ.
მოთმინება და კიდევ მოთმინება! და იხილავთ, როგორ ასრულდება (და სრულდება კიდეც!) თითოეული სიტყვა წინასწარმეტყველებისა. დრო არასდროს იკითხოთ.
ბედნიერი ვარ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე საქართველოზე ფიქრსა და წერაში. ღამეები მითენებია ჩემს სამშობლოზე წინასწარმეტყველებაში. თუკი რამე მაწუხებს ფიზიკურად, ეს მხოლოდ საქართველოს, მთელი ჩემი ხალხის ტკივილის გამო. მინდა მოვეფერო ჩემს ხალხს, ჩავიხუტო და მივცე ენერგია სათითაოდ. საამისოდ გამოსავალი ერთი ვნახე — გაზეთის საშუალებით ვამცნო მათ ყოველივე, რაც მოხდება საქართველოსა და მსოფლიოში. მთელი ენერგია ჩავდე ამ გაზეთში, რათა ამ სახით მოაღწიოს მან თითოეულ ქართველამდე.
მინდა ვუთხრა საქართველოს:
გამაგრდი! ფეხზე მყარად დგახარ, ვინაიდან ვხედავ, ღმერთი ნამდვილად ჩვენთან არს დღეს!
ვხედავ მომავალში შეჯახებებს, ომს, მაგრამ საქართველოს სასიკეთოდ!!! წართმეულ ნამუსს, სინდისს, ზნეს, წეს-ჩვეულებებს, ქართულ სახესა და ქართულ ტერიტორიებს ვიბრუნებთ. პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება და ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: ურჯულო ფეხს ვერ მოიკიდებს ქართულ მიწაზე, ყველაფერი ქართველებს რჩებათ. ასე ვხედავ და ასეც იქნება!
1992 წელს საქართველოს რუკაზე დავხატე, ანუ აღვნიშნე ის ენერგიები, რომლებიც საქართველოს იცავენ და ის ტერიტორიები, რომელთაც საქართველო იბრუნებს.
მცირე განმარტება: ეს რუკა წარსულში რამდენჯერმე გამოქვეყნდა ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთში. ერთხელ 2008 წლის მაისში - აგვისტოს ომამდე, და შემდეგ იმავე წლის სექტემბერში, გაზეთი 25-ე ნომერში. სწორედ მაშინ დავურთეთ მას ის განმარტება, რომელსაც აქ გავიმეორებთ. „ამ რუკაზე, რომელსაც ჩვენ თავის დროზე „გამარჯვების გზა“ ვუწოდეთ, ქალბატონმა ლელამ 1990-იან წლებში რუსული ჯარის საქართველოდან გასვლის კურსიც დახაზა. რუკა ადრე უკვე გაგაცანით; ბოლოს ის მაისის ნომერში დაიბეჭდა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად დაკვირვებით შეისწავლეთ იგი მაშინ; არც ის ვიცით, ახლა მაინც თუ აღმოაჩინეთ იქ ის განსაცვიფრებელი ინფორმაცია, რომელსაც რუკა ატარებდა. გადავწყვიტეთ, თავად დაგეხმაროთ ზოგიერთი დეტალის გაშიფრვაში, ზოგსაც, თავად დააკვირდით. 1. რუკაზე თბილისი ჯვრებითაა შემორტყმული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის დედაქალაქი, რომელსაც ცეცხლოვანი შოლტით, ანუ ღვთიური ენერგიით იცავს უფლის ანგელოზი, მტრისთვის მიუწვდომელი, ხელშეუხებელი იქნებოდა; 2. აღმოსავლეთ საქართველოში არაა გავლებული არცერთი წითელი ხაზი, ანუ არ ზის რუსული ჯარის გადაადგილების არცერთი მაჩვენებელი. ესე იგი, ამ ტერიტორიას, პრაქტიკულად, არაფერი ემუქრებოდა - რუსი იქ ფეხს ვერ დადგამდა; 3. და ყველაზე მთავარი:- დააკვირდით, რუსების საქართველოდან წასვლის აღმნიშვნელი პირველი ისარი გორს ქვემოთ ზის - იგოეთთან!!! ესე იგი, მომხდური აქამდე მოაღწევდა და სწორედ აქედან დაიწყებოდა მათი ალაგმვა.
დიახ, შევდივართ აფხაზეთში, ანუ ძირძველ ქართულ მიწაზე ზღვიდან, ხმელეთიდან თუ ჰაერიდან.
რაც შეეხება ნატოში შესვლას, ესეც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და ასი პროცენტით ასრულდება. თუმცა აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ამერიკელები ფეხს ვერ მოიკიდებენ საქართველოში — ნატოში ამერიკელების გარეშე!
ვხედავ ტერაქტს ერთ-ერთ ძალოვან მინისტრზე. ფრთხილად! ყველაფერი რუსეთიდან მოდის. ვხედავ, თავდამსხმელთაგან ორი ჩეჩენი და ერთი ოსია. მათ დაიჭერენ და ამაზე ყველა ილაპარაკებს.
„რუსები ტერორისტები არიან!“ — ყვირის პრეზიდენტი და ეს ესმის ევროპა-ამერიკას. ჩვენი პრეზიდენტი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ რუსეთი გააშავოს მსოფლიოს თვალში.
მაგრამ საქართველოში „იების რევოლუცია“ გარდაუვალია. ანუ „მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს — „გიორგი ბრწყინვალეს!“ ღირსეულნი, ანუ „მეცნიერები“ იმუშავებენ საქართველოს საკეთილდღეოდ და ჩემი ხალხი გადარჩება!
2008 წელი, 2 აპრილი
ვხედავ, მომავალში ნატოს გაძლიერება რუსეთის ინტერესებშიც შევა, რატომ? იმიტომ, რომ ვხედავ, მუსლიმები სწრაფად ერთიანდებიან; ისინიც კი, ვინც ერთმანეთს ებრძვიან, დაზავდებიან. ხოლო კრემლის მიერ მუსლიმების მიმართ გატარებული პოლიტიკა ძალიან ცუდად აისახება რუსულ პოლიტიკაზე და შედეგს, რომელსაც ვხედავ, იმის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ეს საშინელებაა!
იცით, რას ვხედავ? თვითონ რუსეთი შევა ნატოსთან, ანუ ამერიკასთან ალიანსში. ეს ჰგავს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ პროცესს, როცა ამერიკა-რუსეთი ფაშიზმს ერთობლივად შეებრძოლნენ. მართალია, არა თავიდანვე, მაგრამ ბოლოს მაინც ერთიანი სახით წარსდგნენ მსოფლიოს წინაშე. იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც, ოღონდ ცოტა უფრო სხვანაირად, ანუ ვხედავ გაერთიანებული ქრისტიანებისა და გაერთიანებული მუსლიმების დიდ შეჯახებას. ეს არის მესამე მსოფლიო ომი!
დაიმახსოვრეთ: ამ ომს დაარქმევენ „სარწმუნოებრივ ომს“, მაგრამ როდის დაიწყება, არავინ იცის (დრო არ არსებობს). ეს საშინელი ომი უამრავ სიცოცხლეს წაიღებს.
ეს მე მრავალი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, გამოქვეყნდა კიდეც1995 წლის ჟურნალ-გაზეთებშიც და 2003 წელს გამოცემულ ჩემს პირველ წიგნშიც. იმავე გამოცემებში ნაწინასწარმეტყველებია არა მხოლოდ ომი, არამედ სხვა მრავალი მოვლენაც, რომლებიც ასრულდება და მთელ მსოფლიოს შეარყევს. მაგრამ ყველა ჩუმადაა, ჩემი წინასწარმეტყველებები ყველას აშინებს. ეს ასეც იქნება. დიახ, ყოველს უნდა ჰქონდეს შიში — დიდი შიში სიტყვისა ჩუენისა უფლისა მართალისა! რადგან მომავალში ყოველივე აღსრულდება უკლებლივ — ძალიან ახლო თუ ძალიან შორეულ მომავალში. და ნურავინ შეგვებრძოლება, რადგან მწარედ წააგებს!
ამ ომში რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ვხედავ, დიდ დარტყმას მიიღებს ისიც და ევროპაც. ჩემი საქართველო კი გადარჩება! დიახ, ასეთია წინასწარმეტყველება.
ის რუკა, რომელიც დამახატინეს, ენერგიებითაა სავსე, ანუ ეს არის საქართველოს დაცვითი წრე კოსმიურ ზოლში და იგი იმ კოსმიური განზომილებიდანაა, საიდანაც მოდის სიცოცხლე, დაცვა და სხვა უამრავი სიკეთე. მხოლოდ იმ განზომილებიდან წარმოგზავნილმა იცის, რა არის ეს, რა დაცვითი ენერგიებია და რა მოხდება. როცა ტელევიზიებით გადმოსცემენ ხოლმე ინფორმაციებს ვიღაც ფენომენებზე, ძალიან მეცინება. სიმართლე რომ იცოდნენ, რა მოხდებოდა?! მაგრამ ამას ვერასდროს გაიგებენ დედამიწაზე, სანამ არ გარდაიცვლებიან, ანუ არ გარდაისახებიან. ეს ცრუ ფენომენები, მათი „გასაოცარი“ ამბები, სენსაციები, ყოველივე ბლეფია. ამას ადამიანები მალე მიხვდებიან, ოღონდ რჩეულნი მხოლოდ. ყველას არა აქვს მინიჭებული „ფრენის“ უფლება.
რაც დღეს ხდება ტერიტორიებთან დაკავშირებით, ეს არის მზადება, ანუ დაცვითი წრის შექმნა. უფალი რუსეთს არ გაატარებინებს თავის პოლიტიკას საქართველოსთან (და სხვებთანაც) მიმართებაში. ტერიტორიების დაცვა უნდა გაძლიერდეს! ეს არის უპირველესი და მთავარი დაცვითი სახე ქრისტიანებისთვის. გავიხსენოთ ჩემი1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება: „საიდუმლო იარაღებს პირით მიქცეულებს ვხედავ აღმოსავლეთისკენ. ღილაკს რომ დააჭირო ხელი, მთელ აღმოსავლეთს გადაწვავს. დიდი შიში — ეს არის ის, რაც იცავს საქართველოს. ამინ!“
ყვითელი რასა არასდროს და ვერ იბატონებს მსოფლიოში!
2008 წელი, 3 აპრილი
იმ პარლამენტში, რომელსაც ვხედავ მომავალში, საერთოდ არ არის ეს ხალხი, არც ამ სახეებს ვხედავ. სულ სხვა ხალხი მოვა. მოულოდნელი ცვლილებები იქნება. „იების რევოლუციის“ შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება. მოდიან ნამდვილი პოლიტიკოსები. უფალი არ დაუშვებს უსამართლობას. პარლამენტში იხილავთ იმ მეცნიერ-პოლიტიკოსებს, რომლებსაც 1994-1995 წლიდან ვწინასწარმეტყველებ. ეს ხალხი გამოიყვანს საქართველოს, პრაქტიკულად, არარსებული, ხელოვნურად შექმნილი ჩიხიდან. ამინ!
...საპატრიარქოს როლი პოლიტიკაში ნულის ტოლია და ამას მალე იწვნევენ. ვხედავ, რომ პატრიარქი თავს ადრინდელივით ვეღარ გაიმართლებს. საპატრიარქოს შიგნით დიდ განხეთქილებას ვხედავ — სამღვდელოება ორადაა გაყოფილი. ისე, ყოველთვის იყო მცდელობა განხეთქილების შეტანისა, სარწმუნოების დასუსტებისა. ამ პროგრამას ვერ განახორციელებენ. საქართველო იყო და დარჩება მართლმადიდებელ ქვეყნად! მომავალში ბევრი რამ ითქმება და დაიწერება და ეს ყოველივე იქნება სიმართლე ქართულ ისტორიაში.
დღესდღეობით კი ქაოსია, ერთმანეთს დაჭამენ. ფრთხილად! ხალხი არაფერს მოითმენს. ვხედავ იების ფრიალს, დროშებზე იებია მიმაგრებული თითქოს.
...ვხედავ, მომავალში იმართება ნამდვილი არჩევნები. ეს ის საპარლამენტო არჩევნებია, რომელსაც მუდამ ვხედავდი.
იცით, ვხედავ ოპოზიციაც წააგებს. ეს არ არის ის ხალხი, ვინც საქართველო უნდა მართოს, ვინაიდან საქართველოს ნგრევაში მათაც მიუძღვით დიდი წვლილი. დიახ, ბოდიში არავის უშველის. უფალი კია მოწყალე, მაგრამ მათ არ პატიობს. ყველა ჩაიძირება. დრო განკითხვისა ახლოსაა... როგორც ადიდებულ ტალღას ვერ შეაჩერებ, ისე აღელვებული ხალხის მასას.
2008 წელი, 8 აპრილი
ვხედავ, თითქოს რუსეთში პრეზიდენტის შეცვლა არაფერს ცვლის, მაგრამ ეს ტყუილია, ყველაფერი შეიცვლება. დიახ, ასეა, დაიმახსოვრეთ! ახალი სახეები მოდიან პოლიტიკაში, იცვლება ისეთი რაღაცეები, რასაც რუსი პოლიტოლოგები არც მოელიან.
მოსკოვს უკრაინასთან ურთიერთობები ძალიან დაეძაბება. პოლიტიკოსთა ბოღმიანი განცხადებები იწვევს უკრაინელი ხალხის აღშფოთებას და ვხედავ, როგორ გამოდის ხალხი და თხოულობს რუსეთთან, მოსკოვთან დიპლომატიური უერთიერთობების გაწყვეტას. ვხედავ, რუსეთის საელჩოსთან შეკრებილი ხალხი ყვირის: „გაეთრიეთ, რუსებო!“ ეს მოსკოვისთვის დიდი დარტყმა იქნება. მდგომარეობა ძალიან დაიძაბება. ევროპა ამ მოვლენას გამოეხმაურება. რუსეთის უსინდისო განცხადებები და ქმედებები ბევრ ქვეყანას მართლაც გააცოფებს. უკვე იკვეთება მოსკოვის სურვილი, ევროპა ხელში მოიწმყვდიოს. ეს ევროპის ქვეყნებს სულ გააგიჟებს, ვხედავ, და დაიწყება მოულოდნელი ქმედებები მოსკოვის მიმართ. ევროპა უკვე იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ამერიკა-ბრიტანეთს. რა თქმა უნდა, ევროპისთვის ამერიკის პოლიტიკა უფრო მისაღებია, ვიდრე რუსეთისა, რომელთაც მაინც კომუნისტებად მიიჩნევენ.
გერმანიის კანცლერი ქალბატონი პოლიტიკური არენიდან მიდის და მოდის ძალზე ჭკვიანი, ტანმაღალი მამაკაცი კანცლერად. იგი აბსოლუტურად სწორ მიმართულებას მისცემს გერმანულ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, შეუძლებელს შეძლებს. მოსკოვს კი არ მოეფერება, არამედ პირიქით, რკინის მუშტს მოუქნევს. მის გვარში იყო გენერალი, რომელიც ჰიტლერს ემსახურებოდა(დიდი ბაბუა), რაზეც ალაპარაკდებიან. მაგრამ ეს გერმანიასა და ევროპას სულ არ აღელვებს. იგი ნამდვილი კანცლერია — რუსეთთან ყველა მოლაპარაკებას მოიგებს.
ევროპა ბრჭყალებს გამოაჩენს. ვხედავ და ვუყურებ დიდი სიამოვნებით, თუ როგორ იმართლებს თავს რუსეთი — მოსკოვი. ყოველივე ეს ძალიან მომგებიანია ჩემი საქართველოსთვის.
საფრანგეთი ვითომ რუსეთს ემხრობა, მაგრამ ხმას ჩაკმიტავს, მხოლოდღა ამოიკნავლებს (საფრანგეთის პრეზიდენტს ყოველდღე მიტინგები აქვს. იგი ცხოვრობს ისე, როგორც მოეპრიანება. ძალიან ჰგავს ჩვენს პრეზიდენტს).
ასე რომ, ევროპა-რუსეთის დაპირისპირება გარდაუვალია. ვხედავ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომ იტყვიან, სიკვდილ-სიცოცხლისა და იგი ჩემი საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. წინასწარმეტყველება ასრულდება! აქ საქართველოსთვის კი არ ჩნდება კონფლიქტი, არა, თვითონ ვერ მორიგდებიან. ისე ლანძღვენ ერთმანეთს, ყურო, ნუ მოისმენ! ასეა, უფალი სჯის და წმენდს დედამიწას უწმინდურებისგან. ამინ!
ამის პარალელურად, ვხედავ, საქართველოც იწმინდება, მშვიდდება, იკრიბება ახალი პარლამენტი, ნატოს ხაზითაც ასი პროცენტით გავდივართ, ყველაფერი იცვლება და საქართველო ქართველებით მრავლდება. ამინ! და აღსრულდება ყოველი დანახული წინასწარმეტყველება — საქართველო დამშვიდდება.
ისრაელში დიდი ომები იწყება.
2008 წელი, 9 აპრილი
ვხედავ, ირანში დიდი არეულობები დაიწყება. ყველაფერი კი ამერიკიდან მოდის. იქნება ტერორები. საერთოდ, იმას, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თვითონ კოსმოსი, უფალი არ დაუშვებს.
საინტერესო ფაქტს ვხედავ მომავალში: შიგ ირანის გულში მოხდება აფეთქება — სუსტი, არაძლიერი, ღმერთის წყალობით, ვინაიდან ყოველივე არ იქნება კარგად გააზრებულ-გაკეთებული, ორგანიზებული და რასაც სხვისთვის მოინდომებენ, ღმერთი საკუთარ სახლში აუფეთქებს. ეს ნიშანია უფლისგან.
ამერიკას კი ხელ−ფეხი ეხსნებდა. ვხედავ, ყვირის, რომ ისინი მართლები იყვნენ. აქ რუსეთიც ხვდება, თუ რამხელა საშიშროებას წარმოადგენენ მუსლიმები.
ყველაფერი დაიძაბება, განსაკუთრებით აზია, აღმოსავლეთის მუსლიმები. ისინი შეეცდებიან, რომ ნავთობი, გაზი და სხვ. შეუწყვიტონ ამერიკას, ევროპას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ომებს იწყებენ და როგორც ყოველთვის, წააგებენ.
ვხედავ, ამერიკა მოახდენს ძალიან სერიოზულ, დიდ ზეწოლებს ამ საკითხში. რუსეთიც უკვე საკმაოდ დაშინებულია და მიდის დათმობებზე. აი აქ, ამ დიდ თამაშში, ვხედავ, საქართველო მოიგებს — ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო აზიაში, ახლო აღმოსავლეთში.
აფხაზეთი და სამაჩაბლო — ეს განუყოფელი ნაწილია საქართველოსი და რჩება სამუდამოდ საქართველოს ტერიტორიად ასი პროცენტით. ამინ! ასევე ის ტერიტორიებიც, რომლებიც ადრე დაკარგულად მიიჩნეოდა — საინგილო და, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: რუსეთმა ჩვენი სოჭი უნდა დაგვიბრუნოს! აი, რაზე აყვირდება საქართველო აუცილებლად.
ვხედავ, უკრაინასთან დიდი პოლიტიკური ომი ისევ იმართება. აქაც ტერიტორიის საკითხი დგას. რუსეთს მაინც არ შეერგება შავი ზღვის ზოლი. ეს ასეა მომავალში ასი პროცენტით.
ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მომავალში — ეს შორეული მომავალია, ვიცი, მაგრამ მკაფიოდ ვხედავ — რუსეთი შავი ზღვის ზოლზე აღარ არსებობს, მათ გაყრიან. დიახ, უბრალოდ, დაპყრობილ მიწებს კარგავენ. ერთი პერიოდი რუსეთი ძალიან სუსტი სახელმწიფო იქნება. მათ სტალინის ხელი აკლიათ და მისტირიან კიდეც.
ჩემი წინასწარმეტყველებები საუკუნეების მერე მსოფლიოს შეარყევს.
ამას გარკვევით ვხედავ და მიხარია, რომ ქართველი ვარ. იმიტომ, რომ ასე იტყვის ყველა: „ქართველმა წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ თქვა...“ და ყოველივე დანახული სიტყვა-სიტყვით ასრულდება არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე. ყველა მორწმუნე სხვადასხვა რელიგიისა, მიიღებს ისე, როგორც არის სინამდვილეში, რომ ეს უფლის — ღმერთის სიტყვებია და ბევრნი გადარჩებიან. რატომ? რწმენა გადაარჩენთ მათ. ისინი იმუშავებენ, რათა გამოსავალი მონახონ და მძლავრი დარტყმები ოდნავ მაინც შეარბილონ. ეს ყოველივე რეალურია და ყველაზე მეტად რაც მიხარია, ის არის, რომ იქ — ღრმა მომავალში, ჩემი საქართველო ისევ არსებობს. ვხედავ გამრავლებულ ქართველებს, ვხედავ მათ ბედნიერ სახეებს, ისეთებს, როგორიც ახლა მე მაქვს, რადგან მიხარია ეს ხილვა და მეღიმება ბედნიერს.
ჩვენ დროს ვერ ვხედავთ, მაგრამ ყოველივე ასრულდება. ეს არაერთხელ დამტკიცდა და კვლავაც დამტკიცდება ისეთი უტყუარი ფაქტებით, რომელთაც მსოფლიო ვერ უარყოფს.
გინდათ თუ არა, ყოველივე აღსრულდება. ყველა სიტყვა უფლისა, რომლებიც თქვენთვის არის, ადამიანებო, ნათქვამი, ამ დიდ სიბნელეში ერთადერთი ანთებული სანთელია, რომელიც გზას გაგიკვალავთ. მიჰყევით მას და გაგიყვანთ სიბნელიდან ნათელში, უფლის სხივისკენ.
დადგება დრო, როდესაც ადამიანებმა უნდა გაარჩიონ, სად არის ბოროტება და სად — მართალი სიტყვა უფლისა. უარყოფითზე მიუთითეთ, წარმოთქვით და ნუ შეგეშინდებათ, ვინაიდან ეს არის არა განსჯა, არამედ პოვნა მართალი სიტყვისა უფლისა ჩვენისა, რომელიც ნიღაბს ხდის ყველასა და ყველაფერს, რათა დაინახოთ ყოველივე და გადარჩეთ. რადგან ბევრი მოვა კრავის ტყავში გახვეული და შიშით შეხედავს ყოველი ადამიანი მას და ვერ წარმოთქვამს, რომ ის ბოროტებაა, რათა განკითხვაში არ ჩავარდეს. ცდებით! ეს არ არის განკითხვა, ეს არის უფლის მიერ ნიღბის ჩამოხსნა, რაც გეხმარებათ სწორი ნაბიჯის გადადგმაში. ზუსტად ეს გადაარჩენს ჩემს ხალხს — სწორად დანახული და ნააზრევი.
2008 წელი, 10 აპრილი
ვხედავ აფხაზეთში ტერორისტულ სერიალებს. ამას საქართველო მოუწყობს იქ მცხოვრებ ვითომ აფხაზებს, რუსებს, სომხებს, კაზაკებსა და რამდენიმე აფსუას. „კონფლიქტის ზონაა, ბატონო, უცხო დაჯგუფებები დათარეშობენ, რომლებსაც გადააქვთ იარაღი, ნარკოტიკები და სხვა მრავალი“, — ასე იტყვიან ევროპა და ამერიკა. აქ რუსეთი უძლურია. მისი პრეზიდენტი უკვე ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან ძლიერი, ძალიან ძლიერი ძალა დაუპირისპირდება რუს ვითომ სამშვიდობოებს. რუსი ჯარს ვერ შეიყვანს. ურთიერთობები, ვხედავ, ისედაც დაძაბული ექნება ევროპასთან და ასეთი უარყოფითი პოლიტიკა რუსეთს ძალიან დაარტყამს.
მოკლედ, რუსებს ქართველი პატრიოტები, ანუ პარტიზანები, კუდით ქვას ასროლინებენ. ვხედავ, სოხუმში შიშით ცხვირს ვერ ყოფენ. ტურისტები კი არა, თვითონ გარბიან. რუსი სამშვიდობოები ვეღარ „იცავენ“ ქართულ მიწას.
ვხედავ, გუდაუთაში ორი ძალიან სერიოზული ტერორი, ანუ დიდი აფეთქება მოხდება, ასევე ზედ სოჭის საზღვართან. პასუხი კი იგივეა: „ბანდიტები დათარეშობენ, ბატონო!“
უფრო უკეთესსაც ვხედავ: ყველაფერს აბრალებენ აფსუებს, რომლებსაც სურთ პროვოკაცია გამოიწვიონ და ომი გააჩაღონ. ეს თვითონ ევროპა-ამერიკის აზრია და ამას რუსეთი ვერ შეეწინააღმდეგება.
ფრთხილად! ქართულ მიწაზე მდგარი ყველა ეკლესია, მათი ნანგრევებიც კი გწყევლიან და ეს იქნება უდიდესი დარტყმა რუსების მიმართ, ვინაიდან აფსუები იქ ვეღარ იცხოვრებენ. ისინი ქრებიან.
ვხედავ ნათლად, როგორ იცავენ საკუთარ მიწას ქართული ტაძრები — ამაყად მომზირალნი და პატრონები ადგილისა, რომელსაც საქართველო ჰქვია. ვხედავ წმიდანებისა და მოწამე ბერების სულებს, რომელნიც დგანან საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში ჯვრებით ხელში და ლოცულობენ.
ეს გრანდიოზული ხედვაა! სუნთქვა შემეკრა! ღმერთო, რა ლამაზია ირგვლივ ყველაფერი! ამ ძალას ხომ ატომური ბომბიც ვერ მოერევა?!
ვაი თქვენ, ურჯულონო, გიჯობთ გაეცალოთ საქართველოს. ფრთხილად!!!
რუსეთი, ვხედავ, უფრო ღიად იწყებს თამაშს. მთელი მთავრობაა ჩართული იმ ბინძურ კამპანიაში, რომელსაც საქართველოს მიმართ ანხორციელებენ, მაგრამ კვლავ ვხედავ და ვიმეორებ: უფალი არ დაუშვებს, რომ რუსმა, რუსულმა ჩექმამ გადათელოს საქართველო! ისინი ვერ მიიღებენ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, შავი ზღვისპირეთს, რომელიც მდიდარია საბადოებით(ეს ჯერ კიდევ1993-1997 და ა.შ. წლებში მაქვს ნაწინასწარმეტყველები). ის, რაც საქართველოსია, რჩება საქართველოში. ასეთია ნება უფლისა!
რუსეთის ყველა მცდელობა საქართველოს მიმართ ჩაშლილია. ვხედავ, საქართველო შედის ნატოში. ეს შეუქცევადი პროცესია. რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან ბრძოლა დიდი ხანია წააგო. თვითონ მიიღებს დიდ დარტყმას. მას „ტახტიდან“ გადმოაგდებენ. დიდ ღალატს ვხედავ. ღირსიც არის, რაც დათესა, იმას იმკის.
ცირკის მასხარა, მთავრობის რუპორი ჟირინოვსკი კი პოლიტიკური არენიდან ქრება ასი პროცენტით. აი ნახავთ. რუსულ მთავრობაში ახალ სახეებს ვხედავ. მათთან მუშაობა შეიძლება. ისინი უფრო გონებაგახსნილები და ჭკვიანები არიან. საქართველოსთან ურთიერთობები დათბება. ამინ!
2008 წლის 12 აპრილი
...პარლამენტში მოდიან მსახიობები, ჟურნალისტები, მომღერლები და ა.შ. სად არიან პოლიტიკოსები და მეცნიერები? ამას მალე ნახავს საქართველო. დიდი, მოულოდნელი ცვლილებები მოხდება ქართულ პოლიტიკაში. მანამდე კი მოდიან ისინი, ვინც არ უნდა მოვიდნენ; მოდიან ისინი, ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკა ესმით. იყო ძლიერი არტისტი, მომღერალი თუ ჟურნალისტი — არ ნიშნავს, რომ ხარ პოლიტიკოსი.
ფრთხილად! ჩვენი საქართველო სათამაშო ბურთი არაა... ეს არ არის არჩევნები. ეს არ არის ის პარლამენტი, რომელსაც ვწინასწარმეტყველებ. ეს არშემდგარი არჩევნები და პარლამენტია. მაგრამ ეს ყოველივე უნდა მოხდეს. მერე კი სუფთავდება ყველაფერი და მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები — დალოცვილნი უფლისგან, რომელნიც დიდ დარტყმას, დიახ, დიდ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებენ საქართველოს მტრებს. მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და აქედან დაიწყება საქართველოს აღმავლობა.
ვხედავ, ევროპას ძალიან გაუფუჭდება ურთიერთობები რუსეთთან. დიახ, მათი მოჩვენებითი მეგობრობა დროებითია. რუსების თავგასულობას საზღვარი არ აქვს.
თხუთმეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რაოდენ დიდია საქართველოს სიმდიდრე: ოქრო, ნავთობი, გაზი, გოგირდი, შავიზღვისპირეთი, თავად საქართველოს ადგილმდებარეობაც დიდი სიმდიდრეა.
მოკლედ, წავა დიდი პოლიტიკური ომი ევროპაში. ამერიკაც ხელს შეუწყობს ყოველივეს. საქართველოსთან მიმართებაში დაცვითი ბადე შეიკვრება. რუსეთი თითსაც ვერ გაანძრევს. მით უმეტეს, რომ მათი ახალი პრეზიდენტი არ ისურვებს ომს კავკასიაში. ეს იქნება დიდი დარტყმა ძველ პრეზიდენტზე.
ვხედავ ამერიკა-ევროპის მოლაპარაკებას რუსეთის ახალ პრეზიდენტთან. ის რეალური სურათი, რომელსაც რუსეთი იხილავს, შეაშინებს მას და სასწრაფოდ იცვლება პოლიტიკური კურსი.
აფხაზეთი და სამაჩაბლო, საინგილო და ტრაპიზონი საქართველოა და დღევანდელი პოლიტიკური ანალიზის მიუხედავად, რომ რუსეთი გვართმევს აფხაზეთსა და ცხინვალს, დაიმახსოვრეთ, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე: რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.
თუმცა დღეს დიდი პოლიტიკური ომი მიდის, რომელიც ნამდვილ ომში უნდა გადაიზარდოს! ვხედავ, ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთი წააგებს!
ვხედავ, რუსეთს ურთიერთობები ძალიან აერევა მუსლიმებთან, განსაკუთრებით ირანთან; ასევე ჩინეთთან და კორეასთან. აღარ ვლაპარაკობ იაპონიაზე. როგორც უნდა ეცადნენ რუსი პოლიტიკოსები, ვერაფრით შეცვლიან ამ რთულ მოვლენებს. ეს კი ჩემი საქართველოს წისქვილზე, ანუ მის პოლიტიკაზე ასხამს წყალს.
ერთი სიტყვით, „დიდი რუსეთი“ აღმოჩნდება დიდი საშიშროების — მესამე მსოფლიო ომის წინაშე. ისინი მალე მოეგებიან გონს...
საინტერესო ფაქტს ვხედავ: რუსეთის ტელევიზია ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებზე ალაპარაკდება.
ჩემთვის მთელი სიმდიდრე ჩემი ქვეყანა და ჩემი უბრალო ხალხია, რომელთაც, ვიცი, რომ ვუყვარვარ და აღიარებენ ჩემს ფენომენს. მეტი არც არაფერი სჭირდება უფალს — მისი სიტყვები მიდის ხალხამდე. ვისაც არ უნდა გაიგოს ეს, ბოროტება შიგნიდან გამოღრღნის. ასეთები არ მაინტერესებს. მათ თავად უფალი გასცემს პასუხს.
საქართველოს ხალხს არ უნდა ეშინოდეს, საქართველო გადარჩება! იგი, როგორც ყოველთვის, ხელშეუხებელია. ქართული სული ყოველთვის იცოცხლებს დედამიწაზე, სანამ იგი არსებობს. დედამიწა კი ყოველთვის იარსებებს. უფლის ნებით, ცხოვრება და სიცოცხლე ყოველთვის იქნება დედამიწაზე. იცვლება კლიმატი, რასაც მერე ბუნების ცვლილებებიც მოჰყვება, მაგრამ, რაც შეეხება სიცოცხლეს, იგი დედამიწაზე არასდროს გამქრალა. მალე ყველაფერი შეიცვლება ბუნებაში, მაგრამ ვხედავ, ადამიანები გადარჩებიან. ამინ!
საინტერესო ამბებს ვხედავ. მომავალში მოსკოვში ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი დატოვებს პოლიტიკურ არენას. რატომ? ისინი საშიშნი არიან, კონტროლს კარგავენ და საბედისწერო შეცდომებს უშვებენ.
ვხედავ, რუსეთში ეკლესია ინგრევა, ცეცხლი უკიდია. ეს ძალიან ცუდი ნიშანია ღვთისგან კრემლში მსხდომთათვის. ვხედავ, ცნობილი ხიდი, მთლად არა, მაგრამ ჩაინგრევა. ვხედავ, ტერორს განახორციელებენ მთავრობის პირზე. ასევე ვხედავ ორი დიდი პიროვნების სიკვდილს.
2008 წელი, 23 აპრილი
...არავითარი პარტიები! მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები. ისინი არშემდგარ პარლამენტში აღმოცენდებიან. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან, მთავარია, რომ ისინი მოდიან.
ყველაფერი შეიცვლება საქართველოში!
2008 წელი, 4 მაისი
...მომავალში შავი ღრუბელი გადაივლის და დამშვიდება ჩემი საქართველო, ყველაფერი დაწყნარდება, მერწმუნეთ. იცოდეთ, არ არსებობს ძალა, რომელიც საქართველოს გადაუვლის და დაანაწევრებს.
მოდის ის დრო, როცა საქართველო უნდა გაერთიანდეს, ანუ დაიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. რუსეთის ქმედებები ფუჭია, ომი იქნება ფარული, პარტიზანული. ვხედავ ტერორებს, აფეთქებებს და სხვ. რუსეთი, ვხედავ, ვერ მართავს აფსუებს, რომლებიც უკმაყოფილოები არიან რუსებით. კრემლი არ მალავს საკუთარ მიზნებს. ისინი არავითარ ანგარიშს არ უწევენ აფსუებს. შედეგს, რასაც რუსები მოიმკიან, ყველა საკუთარი თვალით იხილავს.
ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს აუმხედრდება. ისინი ისედაც ამხედრებულები იყვნენ ყოველთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, ძალა აღმართს ხნავს.
რუსეთს საქართველოზე ზეწოლები უკან უარყოფითად მიუბრუნდება თუნდაც იმით, რომ ჩეჩნები არასდროს აპატიებენ რუსეთს იმ ომს, რომელსაც რეალურად ჩეჩნების გენოციდი ჰქვია. როგორც კი დროს მოიხელთებენ, ყოველთვის ზურგში დანას ჩაარტყამენ.
საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასია მუდმივად მზადაა ომებისთვის. ამ დაძაბულობას რუსეთი ძალით აჩერებს, მაგრამ როდემდე? ჩრდილოეთში ომები რუსეთს არ ასცდება, საქართველო კი სუფთად გამოძვრება, ვხედავ.
როგორც1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, კავკასიის ხალხთა ცენტრი საქართველოშია, თბილისში. ამით ჯერ ამერიკა და ევროპა ინტერესდებიან, შემდეგ კი რუსეთიც.
ვხედავ, რუსული პოლიტიკა წააგებს კავკასიაში. რუსეთს საკუთარი ტერიტორიები აქვს დასაცავი.
ვხედავ, კრემლში დიდი ბრძოლები წავა ციმბირის „შავი ოქროს“ — ნავთობისა და გაზის ირგვლივ. დიახ, ბატონო რუსეთის პრეზიდენტო, თავიდან უნდა გადანაწილდეს რუსული სიმდიდრე. ვისაც მან ქონება წაართვა, ისინიც თავს წამოყოფენ.
ახალ პრეზიდენტს მობეზრდება ძველი პრეზიდენტის მითითებები. მის ირგვლივ შემოიკრიბებიან განაწყენებულნი ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ეს ახალ პრეზიდენტს დიდ ძალას აძლევს, რომელსაც ომი საერთოდ არ აწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში და არც საქართველოსთან. იგი კეთილმეზობლურ ურთიერთობებს აირჩევს, მაგრამ დღეს იძულებულია, ითამაშოს ექს−პრეზიდენტის მოთხოვნებით. ამიტომ ყოველივე ძალიან სხვანაირად გამოჩნდება, მაგრამ საბოლოოდ კი დამთავრდება ისე, როგორც ვიწინასწარმეტყველე.
მოკლედ, რუსეთს მძიმე დღეები ელის. აი ნახავთ!
აფხაზეთში კი გრძელდება დაძაბულობები. რუსებს, ვხედავ, ძალიან ეშინიათ საქართველოსი, არ იციან, რა სიურპრიზებს მოუწყობს მათ პრეზიდენტი. იგი ხომ ყოველთვის მოულოდნელ, შემტევ ნაბიჯებს დგამს, რომელთა რეზულტატებით თითქოს შემდგომში არც ინტერესდება. ხომ მოთხრის რუსებს ევროპა-ამერიკის თვალში? ხომ შეუყრის მთელ მსოფლიოს? არცერთი, უმცირესი დეტალიც კი არ გამორჩება, ამასაც ისე გააპიარებს, რომ რუსეთის პოლიტიკური ნაბიჯები მათ მოქმედებას არანაირად ამართლებს. იწყება დიდი ჩოჩქოლი, ამერიკა სიტყვით გამოდის და ა.შ.
მოკლედ, რუსეთს დიდი თავის ტკივილი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და წააგებს კიდეც ასი პროცენტით. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. რუსეთის ორთავიან არწივს ერთი თავი უნდა მოწყდეს. ეს ასეც მოხდება. ყოველივე ასრულდება.
საქართველოში კი ყველაფერი ფინიშამდე მიდის. იწყება ახალი პოლიტიკური მოვლენების ხანა, ანუ წინასწარმეტყველებები სრულდება ასი პროცენტით...
ფრთხილად! ხალხი მშიერია და მათ ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს, არ არსებობს. „იების რევოლუცია“ მაინც იქნება. ვხედავ ნამდვილ არჩევნებს.
2008 წელი, 5 მაისი
ვხედავ, რუსეთის ექს-პრეზიდენტი ცუდ ხასიათზეა, მაგრამ არ იმჩნევს. გრძნობს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ არის ერთგული მისი; რომ იგი მისი მონა არ გახდება. პუტინი წააგებს. რუსეთი ნაბადივით მოიგდო მხრებზე და ფიქრობს, რომ მთელი დედამიწა მისია. დაავიწყდა, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. ასე ემართება ყველა მეფეს თითქმის.
რუსულ პოლიტიკაში ახალ პრეზიდენტთან გარე ძალები ჩაერთვებიან — ამერიკა-ევროპა, რათა ძველი და ახალი პრეზიდენტების ალიანსი გაწყვიტონ. ასევე ერთვებიან ოლიგარქებიც და ვხედავ, იქნება ძალიან დიდი მონდომება ყოფილი პრეზიდენტის განადგურებისა. იქნება დიდი ცვლილებები, მაგრამ ეს თითქოს არ გამოჩნდება. დრო არ ვიცი, მაგრამ დაძაბულობას ყველა შეამჩნევს ორ პრეზიდენტს შორის.
თამაში, რომელსაც პუტინი განაგრძობს, ვხედავ, რუსულ პოლიტიკაში დიდ ომს გამოიწვევს. საბოლოოდ ის და მისი გუნდი წააგებენ ასი პროცენტით.
ძალიან დიდი ამბიციები აწუხებს რუსეთის პრეზიდენტს. მან სწორედ მაშინ წააგო, როცა წარმოიდგინა, რომ უჭკვიანესი და უძლიერესი ადამიანია, რომ მასზე „მაღალი“ არ არსებობს. დიდი ომები იქნება რუსულ პოლიტიკაში.
2008 წელი, 6 მაისი
საქართველო გამოაჩენს საკუთარ სიძლიერეს. დიახ, როცა უჭირს საქართველოს, მაშინ იღვიძებს მებრძოლი სული ქართული და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს!
ხალხი ერთიანია, ვხედავ, საქართველოსა და ქართველობის დასაცავად! ვხედავ, ღვთისმშობელს ცრემლის ნაცვლად ღიმილი ეფინება სახეზე. მადლობა უფალს იმისათვის, რასაც ვხედავ: ღვთისმშობელი იღიმება! ეს ღიმილი მთელ საქართველოს ეკუთვნის, ეს ღიმილი ნიშნავს თავისუფლებასა და გაბრწყინებულ საქართველოს და ყოველივე ძალიან ახლოსაა.
აღსრულდება თითოეული სიტყვა უფლისა!
მესამე მსოფლიო ომი არ აცდება მსოფლიოს — მუსლიმთა დაპირისპირება ქრისტიანებთან. აქ საქართველო ნეიტრალურია, ნატოს ხაზითაც გავდივართ. ამაზე თვით რუსეთიც ვერ იტყვის უარს. საქართველოს ადგილმდებარეობა საუკეთესო ბაზაა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. დიახ, ყველაფერი ასე მოხდება.
დღეს კი ძველი პოლიტიკოსები იბრძვიან ახალი საქართველოს ბრწყინვალე მომავლისათვის, მაგრამ მაინც არ აცდებათ ის ცვლა მთავრობასა და პარლამენტში, რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე. მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები და მოდის „გიორგი ბრწყინვალე“.
ვხედავ საინტერესო დაპირისპირებებს. ისეთი ამბები გაიხსნება, ხალხი გაოგნდება. ექს-მინისტრი ისევ არენაზე ჩნდება. იგი აქტიურად ერთვება ქართულ პოლიტიკაში. დღეს ამას არავინ ელის, მაგრამ ბევრი მოულოდნელობები გვიდევს წინ... ისე აირევა ყველაფერი, რომ არც საპატრიარქოს დაინდობენ. დაიწყებენ ყველაფრის გამჟღავნებას, საპატრიარქოს დადანაშაულებას.
მოკლედ, უფალი სჯის, ვხედავ, საქართველოს მტრებს — შადიმან ბარათაშვილებს. რევოლუცია ჩარეცხავს ყოველივე უარყოფითს. საქართველო იწმინდება უწმინდურებისგან, ღირსეულნი კი დარჩებიან.
ვხედავ, ის ინფორმაციები, რაც აფხაზეთზე გადმოიცემა, ტყუილია. კაზაკები და კონფედერაციის სხვა ბანდიტები ვერ იცხოვრებენ ქართულ მიწაზე. არც მათ და არც სხვებს, უბრალოდ, არ აწერიათ ბედისწერაზე აფხაზეთში ცხოვრება.
ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში და მას შემდგომაც, ყოველთვის ვხედავდი, რომ, როგორც ერი, აფსუა აღარ იარსებებს. რატომ ვწინასწარმეტყველებდი, რატომ ვხედავდი ამას 18 წლის წინ, ახლა ყველა ხვდება, სურათი ნათელია. ჯერ მარტო ჟირინოვსკის სიტყვები რად ღირს: ჩვენ, რუსები, 5 მილიონი ჩავალთ აფხაზეთში და ისინი ჩვენი მონები იქნებიანო?! რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკა მცირე ერებს ისეთ პრობლემებს უქმნის, რომ მომავალში აღარ იარსებონ.
ერთი სიტყვით, ვხედავ მრავალჯერ დანახულს: ქართველი ლტოლვილები ქართულ მიწას, საკუთარ სახლებს უბრუნდებიან. აქვე იმასაც ვხედავ, რომ აფსუებს მხოლოდ ქართველები გადაარჩენენ. აი ნახავთ. ისე, ისტორიულად, სომხებიც ქართველებმა გადაარჩინეს გადაშენებისგან.
რაც შეეხება რუსების მიერ შეთითხნილ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციას, ეს ზღაპარია. მას ნამდვილი კავკასია, საქართველო არ ღებულობს სერიოზულ ორგანიზაციად, და არც სხვები. მოკლედ, რუსეთი თავის ჩახლართულ საქმეებში თავად გაიხლართება. ნათქვამია ბრძენთაგან: ნუ უთხრი სამარეს სხვას, თორემ თვითონ მოხვდებიო იქ. ჰოდა, რუსეთს ამ სამარეში ვხედავ.
...მოსკოვში კი დიდი პოლიტიკური თამაშები წავა. პუტინი ბევრს იღებს საკუთარ თავზე. იგი ძალიან, ძალიან გადაამლაშებს. ახალი პრეზიდენტი თითქოს ყველაფერს ითმენს, ასე გამოჩნდება, მაგრამ ეს, კიდევ ვიმეორებ, დროებითია. იგი უცებ დაარტყამს პუტინს.
იწყება დიდი ბრძოლები.image
0
257
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0