x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98455
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460685
მე მახსოვს საყდრისი!!!

image



ხუთი წელია აღარ არსებობს ძველი წელაღრიცხვის მეოთხე ათსაწლეულის უნიკალური ოქროს საბადო - საყდრისი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ქართული ცივილიზაცია მესოპოტამიური და ეგვიპტური უძველესი ცივილიზაციების თანამედროვეა...


საქართველოს ქოცნაცური ხელისუფლება მსოფლიო ისტორიაში ერთადერთია, რომელსაც ჰგონია, რომ არქეოლოგიური არტეფაქტების მოპოვება სამ-ოთხ თვეში სრულადაა შესაძლებელი და მეცნიერებმა მთავრობას ეს არტეფაქტები ლანგრით უნდა მიართვან...


მახსოვს, საბჭოთა ოკუპანტებმა 1988 წელს როგორ გაუწიეს ანგარიში ქართული საზოგადოების მოთხოვნას და როგორ აკრძალეს სამხედრო წვრთნები და აფეთქებები გარეჯის უდაბნოში…



ისიც მახსოვს, საქართველოს "ეროვნულმა" ხელისუფლებამ როგორ დაიკიდა ფეხებზე ქართული საზოგადოებისა და საზღვარგარეთის მეცნიერთა პოზიცია და 2014 წლის 13 დეკემბერს როგორ დაანგრია სასწრაფოდ (სასწრაფოდ, ალბათ იმიტომ, ვინმეს რომ არ დაესწრო!!!) 5400 წლის წინანდელი უნიკალური ძეგლი საყდრისი.


ცნობისათვის - სწორედ 5400 წლის წინ იღებს სათავეს სახელმწიფოებრიობა მესოპოტამიასა და ეგვიპტეში..." - წერს მამუკა ნაცვალაძე -მსოფლიო ცივილიზაციის ინსტიტუტის კავკასიური კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი.

0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0