x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98456
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460686
შთამბეჭდავი ვიდეო: იაპონელმა მეცნიერმა პლანეტის ვიზუალური აღსასრული 51 წამიან ვიდეორგოლში ჩატია
image



გლობალური დათბობა ბევრ მსჯელობას იწვევს. მეცნიერები განიხილავენ შესაძლო სცენარებს. აქ მოცემულ ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნებულია, იაპონიის საჰაერო კოსმოსური საძიებო სააგენტოზე პლანეტოლოგ მეცნიერის ჯეიმს დონოხიუს მიერ, არის შესაძლო კატასტროფის ერთერთი ვიზუალური ჩვენება.


უნდა აღინიშნოს, რომ იაპონელი მეცნიერი ეყრდნობა ნასას ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც გამოქვეყნდა 2008 წელს. მეცნიერმა ეს ინფორმაცია უფრო გასაგები გახადა ხარისხის გაუმჯობესების და სიჩქარის ოპტიმიზაციის გზით. ვიდეო არის კატასტროფის დაჩქარებული რეპროდუქცია, რომელიც შეიძლება მოხდეს გლობალური დათბობის დროს.



image




პირველი კადრები არის იმის დემონსტრირება, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ წყლის დონე 140 მეტრით დაიკლებს. პირველი- სანაპირო ზოლები თანდათანობით დაცარილდება. წყლის დონის შემდგომი დაქვეითებით, გამოჩნდება შუა ოკეანის ქანები, ანუ ოკეანეის ფსკერზე არსებული სიმაღლეები, რომლებიც რეალურად წარმოადგენს ლითოსფერული ფირფიტების საზღვრებს.


მას შემდეგ, რაც დონე ექვს კილომეტრზე დაიწევს, დედამიწაზე პრაქტიკულად აღარ დარჩება წყალი. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს მარიანას თხრილი, რომელიც არის ღრმა ადგილი ოკეანეში. მისი სიღრმე თითქმის 11 კილომეტრით დაიკლებს.


აღსანიშნავია, რომ მეცნიერები გლობალური დათბობის დროს მოვლენების განვითარების ორ მთავარ ვარიანტს განიხილავენ. პირველ შემთხვევაში, დათბობა გამოიწვევს წყლის გაქრობას. მეორე სცენარით მყინვარების დნობის შედეგად გამოწვეული წყლის დონის მკვეთრი ზრდა მოხდება, რაც გამოიწვევს გლობალურ წყალდიდობას მთელს პლანეტაზე.






0
1228
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0