x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქრისტიანობისთვის წამებულები ქალაქში 2 საუკუნის შემდეგ გამოჩნდნენ... (მოგზაურობა დროში)

image


ეს ისტორია ქრისტიანების სასტიკი დევნის ეპოქაში, 250 წ. მოხდა, როდესაც რომს იმპერატორი დეციუსი (201 – 251) მართავდა. ქ. ეფესოში (თურ. Efes – ბერძნული მეგაპოლისი, მცირე აზიის დას. სანაპიროზე) 7 მეგობარი ცხოვრობდა. ისინი ადგილობრივ გარნიზონში მსახურობდნენ და ქალაქის წარჩინებული ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის ყველაზე უფროსი, მაქსიმილიანე ქალაქის თავის ვაჟი იყო. და კიდევ, ყველანი ქრისტიანები იყვნენ.

ისე მოხდა, რომ ერთხელ, იმპერატორი საკუთარ საქმესთან დაკავშირებით, მოგზაურობდა და ეფესოშიც შეიარა. იქ მან, წარმართული ღმერთების საპატივცემულოდ, ზეიმის მოწყობა გადაწყვიტა, რომელშიც მონაწილეობაზე, 7 მამაცმა ახალგაზრდამ უარი განაცხადა. ამის გამო, იმპერატორმა ისინი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვა. თუმცა, სიკვდილით არ დასაჯა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინა. ახალგაზრდებს მან, დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების შესაცვლელად, დრო მისცა. ხოლო თავად, ქალაქიდან დროებით გაემგზავრა.

ახალგაზრდებს გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ... სიკვდილის მოლოდინში, მათ თავშესაფარი, ქალაქგარეთ, მთის გამოქვაბულში იპოვეს, სადაც საკუთარი ბედისწერის აღსრულების მოლოდინში, გულმხურვალედ ლოცულობდნენ.


image


ქალაქში დაბრუნებულმა ლუციუსმა, როდესაც გაიგო, რომ ახაგაზრდები საკუთარი რწმენის ერთგულნი დარჩნენ, საშინლად გაბრაზდა. მან იმ გამოქვაბულის ყველა შესასვლელის ამოქოლვა და ბიჭების ცოცხლად დამარხვის ბრძანა გასცა. როდესაც ახალგაზრდებმა განაჩენის შესახებ შეიტყვეს, ისევ ლოცვა დაიწყეს და ლოცვაშივე ჩაეძინათ... ორი მუშა, რომელსაც გამოქვაბულის ამოქოლვა დაევალა, ასევე ქრისტიანები იყვნენ. მათ ლითონის ფირფიტაზე ახალგაზრდების სახელები და მათი ისტორია დაწერეს, რომ პოვნის შემთხვევაში, ისინი გადაესვენებინათ და ყველა წესის დაცვით დაეკრძალთ.

მას შემდეგ, თითქმის 200 წელი გავიდა და აღმ. რომის იმპერიას უკვე ქრისტიანი იმპერატორი თეოდოსიუს II უმცროსი (401 – 450 წწ) ედგა სათავეში, ხოლო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია იყო...

მიწის მფლობელმა, რომლის ნაკვეთზეც ეს გამოქვაბული მდებარეობდა, მშენებლობა წამოიწყო. ხოლო, ქვას სწორედ იმ მთის მიმდებარე ტერიტორიიდან ეზიდებოდნენ, სადაც გამოქვაბულები იყო. როდესაც მისი შესასვლელი გაიხსნა, ცოცხლად დამარხულმა ახალგაზრდებმა «გაიღვიძეს» და ყველაზე უმცროსი, სურსათის საყიდლად და ამბის გასაგებად, ქალაქში გაგზავნეს.

image

ქალაქში მისულ ახალგაზრდას ყველაფერი შეცვლილი დახვდა. ხოლო, როდესაც პური შეიძიან და გამყიდველს ძველებური მონეტა გაუწოდა, დააკავეს. დაიწყეს იმის გარკვევა, თუ ვინ იყო და ეს ფული საიდან ჰქონდა. სწორედ იმ დროს, ეფესოში ეპისკოპოსი სტეფანე იმყოფებოდა და ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, გამოქვაბულში წასვლა და ყველაფრის გადამოწმება გადაწყვიტა. ის, მრავალრიცხოვანი ამალით (ქალაქში თითქმის არავინ დარჩენილა) მთისკენ გაემართა და ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა. გამოქვაბულში ის ლითონის ფირფიტაც იპოვეს, რომელის მუშებმა დატოვეს.

ახალგაზრდებმა საკუთარი ისტორია დეტალურად გაიხსენეს და იქვე მარადიული ძილით დაიძინეს... სიკვდილის შემდეგ, კათოლიკურმა ეკლესიამ, ისინ წმინდანებად შერაცხა.

imageimageimageimageimageimageimage






0
627
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0