x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა იწინასწარმეტყველა გრიგორი რასპუტინმა?
image

1916 წლის 16 დეკემბერს მოკლეს გრიგორი რასპუტინი, უბრალო გლეხის შვილი, რომელმაც იდუმალების მოსილი კვალი დატოვა მეფის რუსეთის ისტორიაში. სანკტ-პეტერბურგის საზოგადოება მას „ღვთისგან გამოგზავნილ მხსნელს“ უწოდებდა, „მეფის მეგობარს“, „ბერიკაცს“, სჯეროდათ მისი სამკურნალო და წინასწარმეტყველური შესაძლებლობა, თუმცა ბევრი იმასაც ფიქრობდა, რომ გრიშკა რასპუტინი თვით ეშმაკის მოციქული იყო.


დღემდე არ ცხრება კამათი რასპუტინის გარშემო, მისი გავლენა მეფის რუსეთზე და იდუმალებით მოსილ ცხოვრებაზე.

თუმცა მკვლევარები იძულებულები არიან აღიარონ, რომ რასპუტინის ზოგიერთი წინასწარმეტყველება ახდა.



ყველაზე ცნობილი მისი წინასწარმეტყველაბა არის "სანამ მე ცოცხალი ვარ, ცოცხალი იქნება დინასტია"(Покуда я жив, будет жить и династия), მან წერილი მიწერა სამეფო ოჯახს, სადაც ის აფრთხილებდა, რომ მალე მოკლავდნენ დიდგვაროვნები და ეს ცოდვა სასჯელი იქნებოდა მთელი იმპერიული ოჯახისთვის, რის შემდეგაც ქაოსი ელოდა ქვეყანას.


1916 წლის 17 დეკემბერს, რასპუტინი მოკლეს დიდგვაროვნებმა, რომლებსაც სასტიკად სძულდათ ის. მისი გარდაცვალებიდან ორ წელიც არ იქნება გასული, როდესაც იმპერატორის ოჯახს ამოხოცავს ბოლშევიკური ხელისუფლება და ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყება.


საოცარი სიზუსტით ახდა „ბერიკაცის“ კიდევ ერთი წინასწარმეტყველება. ”უკუნეთი დაისადგურებს პეტერბურგში. როდესაც მისი სახელი შეიცვლება, მაშინ იმპერია დასრულდება. ”(На Петербург опустится тьма. Когда его имя будет изменено, тогда кончится империя)


მართლაც, ქალაქს ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ დაარქვეს ჯერ პეტროგრადი, შემდეგ კი ლენინგრადი. "უკუნეთში" დიდი ალბათობით რასპუტინი გულისხმობდა ბოლშევიკებს. უფრო მეტიც, მან ბოლშევიკების ძალაუფლების ვადა ზუსტად განსაზღვრა: ” სამჯერ ოცდახუთი წელი იქნებიან შავი ავაზაკები, ანტიქრისტეს მსახურები, გაანადგურებენ ხალხს და მართლმადიდებლურ რწმენას”.(“Три раза по двадцать пять лет будут разбойники черные, слуги антихристовы, истреблять народ и веру православную)

მართლაც, კომუნისტებმა ქვეყანა თითქმის 75 წელი მართეს (1917-1991)

რასპუტინმა იწინასწრამეტყველა მეორე მსოფლიო ომიც, რომელსაც "ღვთის რისხვა" უწოდა, რომელიც სავსე იქნება „მზის ცრემლებით“, „მწარე წყალით“ და „შხამიანი წვიმებით“. .


მან იწინასწარმეტყველა ამ სისხლისმღვრელ ომში მილიონობით დაღუპულზე და ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ მრავალრიცხოვან ხეიბარზე.


მისი წინასწარმეტყველება შეეხო კუნძულზე განთავსებულ ორ ქალაქს, -ჰიროსიმას და ნაგასაკის, რა დროსაც მისი მაცხოვრებლები ცოცხლად დაიწვებიან:

"იაპონელებს ღმერთი არ შეიწყალებს და და რისხვის ხელს არ შეზღუდავს"(япошек Бог не помилует и руку гнева не задержит)


სხვათა შორის რასპუტინი თანამედროვეებს აფრთხილებდა, რომ"ადამიანის ალქიმიის" წყალობით დედამიწაზე გამოჩნდება მფრინავი ბაყაყები, ძერა -პეპლები, მცოცავი ფუტკრები, უზარმაზარი თაგვები და ჭიანჭველები.



ალბათ იქნებ დროა, რომ ჩვენი დროის პოლიტიკოსებმა და მეცნიერებმა გაიხსენონ „ბერიკაცის“ კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომ ექსპერიმენტები „მონსტრებისგან, რომლებიც არ ჰგვანან ადამიანებს და ცხოველებს, რომლებსაც არა აქვთ სული და ჭიპლარი“, არ მოუტანს კაცობრიობას სიკეთეს.( чудовищами, непохожими на людей и зверей, не имеющими души и пуповины, не доведут человечество до добра.)


ასევე დაგაინტერესებთ


image

150 წლის წინ, 1869 წლის 21 იანვარს სოფელ პოკროვსკოეში, ტიუმენის მაზრაში, დაიბადა რუსი გლეხი, მკურნალი, მღვდელი, რომელსაც ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ და უბრალოდ ავანტიურისტი გრიგოლი რასპუტინი, ადამიანი, რომლის გარშემოც მითქმა-მოთქმა და ლეგენდები დღესაც გრძელდება.დღეს ფაქტობრივად ძნელია გაარკვიო, რა იყო მითი და რა...



1
3267
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3267
  
2019, 19 დეკემბერი, 2:49
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1