x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სააბატოდან წავიდნენ და უკან 300 წლის შემდეგ დაბრუნდნენ – მოგზაურობა დროში (ნამდვილი ამბავი)

image


ეს ისტორია იტალიელი ეპისკოპოსის გოდფრიდ ვიტერბიელის (Godefridus Viterbiensis) ნაშრომებს შორის აღმოაჩინეს, რომელიც XII ს-ის I ნახევარში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.


***


ერთხელ რამდენიმე ბერი, პუენტ-დე-სენ მატეს სააბატოდან (ბრეტანი, საფრ.) მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად, გემით გაემგზავრა და გიბრალტარის სრუტეში, ისინი უძლიერეს შტორმში მოყვნენ. მათ გემს ტალღები აქეთ-იქით ახეთქებდნენ, – ცაში ელვა და ზღვაზე ქარი რამდენიმე საათის მანძილზე არ შეწყვეტილა. ბერები გულმოდგინედ ლოცულობდნენ და გადარჩნენ. ეტყობა რომ, მათ იმ დღეს სიკვდილი არ ეწერათ...

ქარიშხალი ნელ-ნელა ჩაწყნარდა, ცა მოიწმინდა და ჰორიზონტზე რაღაც კუნძული გამოჩნდა. გემი მის სანაპიროს მიუახლოვდა და მგზავრები ხმელეთზე გადავიდნენ.

ის, რაც მათ დაინახეს, მართლაც რომ გამაოგნებელი იყო: ოქროს სასახლე და ქვაფენილი, რომელიც მისკენ მიდიოდა. მოგზაურებმა პირდაპირ სასახლისკენ აიღეს გეზი და როდესაც მივიდნენ, მათ შესახვედრად ორი მოხუცი გამოვიდა:

– ვინ ხართ და რა მიზნით მობრძანდით? – დაინტერესდნენ ისინი.

ბერებმა განუმარტეს, რომ იქ სრულიად შემთხვევით, ტალღების განგებით მოხვდნენ.

– აქედან სასწრაფოდ წადით, რადგან აქაური დღე, დედამიწაზე, 300 წლის ტოლფასია, – უთხრა მათ ერთ-ერთმა მოხუცმა.

ბერებმა დაუჯერეს და კუნძული სასწრაფოდ დატოვეს. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი მშობლიურ სააბატოში დაბრუნდნენ. მაგრამ, იქ ყველაფერი შეცვლილი დახვდათ. გარდა ამისა, ყველა ბერი, მონასტრის წინამძღოლის ჩათვლით, მათთვის უცნობი იყო. წინამძღოლმა, ძველ ჩანაწერებში, მათი სახელები და გამგზავრების ისტორია მოძებნა და აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი, თითქმის, 3 საუკუნის წინ იყო გაკეთებული.

სად იყვნენ ისინი იმ დროის მანძილზე და რა კუნძულზეა ამ ისტორიაში საუბარი, დღემდე გამოცანად რჩება.

imageimageimageimageimageimageimage






0
1019
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1019
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0