x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
რას ნიშნავს სიტყვა წარმართი
image


სიტყვა წარმართი არასწორი - დღეისათვის დამახინჯებული ფორმაა. მისი თავდაპირველი ვარიანტი არის წაღმართი ანუ წაღმა (სწორად) მოსიარულე, რაც წინაპართა სწორი რწმენის და მსოფლხედვის მიმდევართა აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ტერმინი მოგვიანებით ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ გაჩნდა.


უკუღმა - წაღმა


უკუღმართი - წაღმართი



უკუღმართობა - წაღმართობა


საქმის წარმართვა (წაღმა რთვა)


უკუღმართს იმ ადამიანებს ეძახდნენ, ვინც წარმართობას ღალატობდა და დიდებულ წინაპართა რწმენას.


ქართველი წარ(ღ)მართვისთვის (და არა უკუღმართისთვის) ბუნება არის უპირველესი სათაყვანებელი ობიექტი - თვით ეს სამყარო (და მულტისამყარო). ყოველი ცოცხალი არსება მისთვის მნიშვნელოვანია და წმინდა. ნადირობის დროსაც უდიდეს პატივისცემას გამოხატავდნენ ცხოველების მიმართ და პატიებას სთხოვდნენ ნადირთმეფეს, რომ უწევდათ ოჯახის ან/და საკუთარი თავის გამოსაკვებად ამის გაკეთება. როდესაც ძველ საქართველოში ცხოველების გარკვეულ რაოდენობას დახოცავდა წარმართი მონადირე, ის ნადირობაზე ხელს იღებდა. არასოდეს ქართველი წარმართი არ ინადირებს გასართობად და არ მოსპობს არანაირ სიცოცხლეს გართობის მიზნით. წარმართი სიცოცხლისმადიდებელია, ბუნების შვილი, მისი კანონების მცოდნე და პატივისმცემელია, იაზრებს მის შეუფასებლად უდიდეს ფასს. წარმართი წაღმა მოსიარულეა.


ეთნოლოგ ქეთევან გოდეძიშვილის ნაშრომ "ქართული წარმართობის" მიხედვით.

1
414
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
414
  
2019, 19 დეკემბერი, 2:47
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1