x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98457
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460696
ლიბიის ოპოზიციის დაქვემდებარებაში მყოფი, ლიბიის ნაციონალური არმია მისი სარდლის ხაფტარის ბრძანებით დედაქალაქ ტრიპოლს უტევს

image

ხუთშაბათს ლიბიის ეროვნული არმიის სარდალმა ხაფტარმა განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი არმია მზადაა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის ასაღებად.
მან ხუთშაბათსვე გასცა ბრძანება მის დანაყოფებს დაეწყოთ ქალაქის ასაღებად საჭირო ღონისძიებების ჩატარება, გუშინ კი ხაფტარის არმიამ დაიწყო ტრიპოლის შტურმი. ქალაქის ის უბანი, სადაც ქვეყნის ეროვნული თანხმობის მთავრობაა განთავსებული მასიურად დაიბომბა. ხაფტარის არმიამ ასევე მასიურად დაბომბა ლიბიის სამთავრობო არმიის პოზიციები, მისმა დანაყოფებმა შესძლეს ტრიპოლის გარეუბნებზე კონტროლის აღება, უცხოელი ექსპერტების თქმით ხაფტარის არმია აძლიერებს შემტევ ძალებს და ცდილობს მთელ სანაპირო ზოლზე აიღოს კონტროლი. სამთავრობო ჯარების წინააღმდეგობის მიუხედავად ხაფტარის არმიის წარმატებული წინსვლა გრძელდება.
imageლიბიის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ხაფტარის მოქმედება თვითმკვლელობაა და მის დანაყოფებს მალე გაანადგურებენ, თუმცა ფაქტები სულ სხვაზე მეტყველებს. როგორც იცით ტრიპოლის ალყაში მოსაქცევად ხაფტარი და მისი არმია დიდხანს ემზადებოდა და დიდხანს იბრძოდა, ტრიპოლის მცხოვრებლებს ხაფტარის არმიამ გაუხსნა დერეფანი, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ შესძლოს ქალაქის დატოვება და ხაფტარის დანაყოფებს ხელი გახსნილი ჰქონდეთ ქალაქის ქუჩებში საბრძოლველად.
image ის, რომ ქალაქის შტურმი გადამწყვეტ ფაზაში დაადასტურა ტრიპოლში მყოფი უცხოური ქვეყნების დიპლომატიურ მისიების გასვლამ ქალაქიდან, დიპლომატებს მათმა ქვეყნებმა მოუწოდა დაეტოვებინათ ტრიპოლი. დიპლომატებს დერეფანი ზღვისკენ გაუხსნეს, რათა მათ შესძლონ ლიბია უსაფრთხოდ დატოვონ გემებით.
image



0
221
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
221