x
ფერთა კანონი

კალო

ფერთა ენციკლოპედიის მიხედვით ნატურალურ ყოფაში რამდენიმე ასეული ტონალური გამა ფიქსირდება მხატვრის პალიტრაზე და მისი გარდამავალი ტონალობა კი ბუნებაში დამკვიდრებულ ცოცხალ ფერებსაც აჭარბებს.ცალკეულ მხატვრებს ყოველთვის მათი სავიზიტო ფერი აქვთ ტილოზე დამუშავებული, რომლითაც ისინი თავიანთ ხასიათსა და განწყობას ერთმანეთში უხამებენ და ჰქმნიან საკუთარი ფერის პერსონალურ სამყაროს, როგორც სხვა დანარჩენი ბუმბერაზი შემოქმედი ხელოვანების ბიოგრაფიაშია შენიშნული. მხატვარ დე რივერას დღიურში მსგავს ფერთა კანონზე ვკითხულობთ მათ სფეციფიკურ დანიშნულებას ფსიქოლიგიურ ჭრილში, (რაზეც ხშირად ფსიქოლოგები და ექიმები სხვადასხვაგვარად საუბრობენ), რომელმაც 1940 წლის დასაწყისში მის ბლოკნოტში ქრისტეს ასაკში თავად ჩანიშნა.


*- მწვანე: თბილი, კარგი სინათლე


*- მოწითალო პურპური: აცტეკური, მეწამული, მსხლის კაკტუსის ძველი სისხლი, სიცოცხლით უაღსავსესი და უძველესი ფერი, (რაც გოეთემ მის სიტყვაში იისფრად მონათლა)



*- ყავისფერი: ხალისფერი, გარდამავალი მუყაოს ქაღალდისა, დედამიწა


*- ყვითელი: დაუჯერებელი, მანია, შიში; ერთის მხრივ მზე და სიხარული


*- კობალტლურჯი: ელექტროციტები და სიღრმე, სიყვარული



*- შავი: არაფერი არის შავი, მართლაც სიტყვაზე

არაფერი


*- მწვანეფოთლისფერი:- ფოთლები, განცდა, მეცნიერება; მთელ გერმანიას აქვს ეს ფერი


*- მომწვანო ყვითელი: კიდევ უფრო პარანოია და საიდუმლოება; ყველა მოჩვენება ამ ფერის პიჯაკს ატარებს, ან სიტყვაზე ინტიმურ საცვლებში შეიმჩნევა


*- მუქი მწვანე: ფერი ცუდი ამბების და კარგი კომერციების


*- ზღვისლურჯიცისფერი: დისტანცია; ასევე ამ ფერის ლურჯში არის აღმაფრენაც


*- მაგენტა: სისხლი? ეჰ ვინ იცის?!


(თარგმანი გერმანულიდან, წყარო: ვიკიენციკლოპედია)


ასე ასრულებს პოპულარული მექსიკელი მხატვარი ქალბატონი ფრიდა კალო თავის ტონალურ ფერთა სინთეზს საკუთარ უბის წიგნაკში, რომლის ფიგურაზეც ათეულობით წიგნი დაიწერა და ალბათ კიდევ უამრავი ლიტერატურა დაიწერება მასზე, ვისაც მომავლის წარსულზე თავისებურად უყვარს შეჩერება.

ფრიდა

ჯორჯიანა


მოქალაქე ჟურნალისტი

14.12.2019 ჯირონე/იტალია







0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0