x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში მშენებლობაზე 61 წლის მუშა გარდაიცვალა

image


უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა დედოფლისწყაროში. როგორც დედოფლისწყაროს ტელევიზია იტყობინება, გარდაცვლილია სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული 61 წლის მამაკაცი, რომელიც ერთერთ ობიექტზე ელექტროშემდუღებლად მუშაობდა.


თვითმხილველების მტკიცებით, დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ ვალერ ადამიანს ბეტონის ფილა დაეცა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა. არსებობს ვერსია, რომ ფილა ამწედან ჩამოვარდა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების სამსახურის ეკიპაჟის მოსვლამდე გარდაიცვალა.


მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს შს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველო.

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0