x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98554
  • ვიდეო:343970
  • სურათი:460817
გალაქტიკების ტიპები მორგანის და ჰაბლის სქემების მიხედვით
გალაქტიკების ტიპები


გალაქტიკები გიგანტური, მბრუნავი, ვარსკვლავების, გაზისა და მტვრის გროვებია. ამ კომპონენტებს შორის არსებობს შესამჩნევი ცარიელი სივრცეები. საზოგადოდ, მათ სხვადასხვა ფორმა აქვთ ელიფსური, სპირალური და ა.შ. ჩვენი მზე მდებარეობს დაახლოებით 200 მილიარდი ვარსკვლავისგან შემდგარი გალაქტიკის - "ირმის ნახტომის" (იგივე "რძის გზის") აპირალურ მკლავზე. ირმის ნახტომის გავლისთვის სინათლეს 100 ათასი წელიწადი სჭირდება. ჩვენ მიერ დაკვირვებად სამყაროში 2 ტრილიონზე მეტი გალაქტიკაა. ჩვენი გალაქტიკა წარმოიქმნა ჯერ კიდევ 13.5 მილიარდი წლის წინ. უძველესმა გალაქტიკებმა კი ჩამოყალიბება დაიწყეს ჩვენი სამყაროს წარმოქმნიდან 200 მილიონი წლის შემდეგ - დაახლოებით 13.6 მილიარდი წლის წინ. მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის, დევის ნამუხლარის წონა შეადგენს 600 მილიარდი მზის მასას, ხოლო მზის წონა დაახლოებით 2 ნონილიონი (10^30) კილოგრამია. (ინფორმაციისთვის, ნებისმიერი ნივთიერების ნახევარი გრამი შედგება მინიმუმ 1 სექსტილიონი ატომისგან. 1 სექსტილიონი = 10^21 - მილიარდჯერ ტრილიონი). ამ ამდენად დიდია სამყარო როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე.


განვიხილოთ გალაქტიკების სხვადასხვა ტიპი და ოფიციალური დაყოფა ორი სქემის - ჰაბლისა და მორგანის მიხედვით. მორფოლოგიური ტიპი (Galaxy Morphological Classification) მორგანის სქემის მიხედვით, იგივე იერკესის სქემის (Morgan Scheme also Called as Yerkes Scheme), სადაც არის სამი მთავარი დაყოფა, ესაა გალაქტიკების დაყოფა 1. ნათების სპექტრის მიხედვით; 2. გალაქტიკების ფორმის მიხედვით; და ასევე - 3. დაქანების, გადახრის მიხედვით. ამ მონაცემების მიხედვით, ასტრონომები საბოლოოდ და ზუსტად და მოკლედ ახარისხებენ თითოეულ გალაქტიკას ასოებისა და ციფრების გამოყენებით, მაგალითად ანდრომედას გალაქტიკა ტიპოლოგიურად ხარისხდება ასე: kS5 (სადაც k აღნიშნავს იმას, რომ უმეტესად ამ გალაქტიკაში წარმოდგენილია k სპექტრული ნათების მქონე ვარსკვლავები, S აღნიშნავს, რომ ანდრომედას გალაქტიკა სპირალურია და ციფრი 5 აღნიშნავს, რომ ეს კონკრეტული გალაქტიკა თავისი ფორმით არის ბრტყელი - Edge on).



მორგანის სქემა


გალაქტიკების ტიპები სპექტრის (ნათების სიმძლავრის) მიხედვით:



1. a - უმეტესად ამ გალაქტიკაში წარმოდგენილია A ვარსკვლავები (Prominent A stars)

2. af - უმეტესად ამ გალაქტიკაში წარმოდგენილია A-F ვარსკვლავები (Prominent A-F stars)

3. f - უმეტესად ამ გალაქტიკაში წარმოდგენილია F ვარსკვლავები (Prominent F stars)

4. fg - უმეტესად ამ გალაქტიკაში წარმოდგენილია F-G ვარსკვლავები (Prominent F-G stars)

5. g - უმეტესად ამ გალაქტიკაში წარმოდგენილია G ვარსკვლავები (Prominent G stars)

6. gk - უმეტესად ამ გალაქტიკაში წარმოდგენილია G-K ვარსკვლავები (Prominent G-K stars)

7. k - უმეტესად ამ გალაქტიკაში წარმოდგენილია K ვარსკვლავები (Prominent K stars)



გალაქტიკების ტიპები ფორმის მიხედვით:


1. დახურული სპირალური გალაქტიკები (Barred Spiral Galaxies) - ამ გალაქტიკებს აღნიშნავენ ასოთი B.

2. ბრუნვითი სიმეტრიის მქონე გალაქტიკები, გამოხატულად სპირალური ან ელიფსური ფორმის გარეშე (Rotational symmetry without pronounced spiral or elliptical structure Galaxies) - ამ გალაქტიკებს აღნიშნავენ ასოთი D.

3. ელიფსური გალაქტიკები (Elliptical Galaxies) - ამ გალაქტიკებს აღნიშნავენ ასოთი E.

4. მტვრის შემსრუტველი ელიფსური გალაქტიკები (Elliptical Galaxies with dust absorption) - ამ გალაქტიკებს აღნიშნავენ ასოთი Ep.

5. ასიმეტრიული გალაქტიკები (Irregular Galaxies) - ამ გალაქტიკებს აღნიშნავენ ასოთი I.

6. ნაკლებად კაშკაშა ზედაპირის მქონე გალაქტიკები (Law surface brightness Galaxies) - ამ გალაქტიკებს აღნიშნავენ ასოთი L.

7. ნაკლებად კაშკაშა ბირთვის მქონე გალაქტიკები (Small bright nucleus Galaxies) - ამ გალაქტიკებს აღნიშნავენ ასოთი N.

8. ღია სპირალური გალაქტიკები, ან უბრალოდ სპირალური გალაქტიკები (Spiral Galaxies) - ამ გალაქტიკებს აღნიშნავენ ასოთი S.


გალაქტიკების ტიპები გადახრის (Inclination) მიხედვით - ამ მხრივ გალაქტიკები აღინიშნება არაბული რიცხვებით 0-დან 7-მდე. 1-ლი ტიპის გალაქტიკა არის სრულიად ამობურცული, მოცულობითი ფორმების (Face on Galaxy), ხოლო მე-7 ტიპის გალაქტიკა არის სრულიად ბრტყელი (Edge on Galaxy). პირველიდან მეშვიდემდე კი ამათ შორის გარდამავალი ფორმების.


1-ლი ტიპის, გამოხატულად მოცულობითი (Face on) გალაქტიკის ნიმუში (მესიერ 74; Messier 74)


მესიერ 74; Messier 74


მე-7 ტიპის, გამოხატულად ბრტყელი (Edge on) გალაქტიკის ნიმუში (NGC 891)


გამოხატულად ბრტყელი (Edge on) გალაქტიკის ნიმუში (NGC 891)




ჰაბლის სქემა


ედვინ ჰაბლმა შეიმუშავა 1926 წელს გალაქტიკების მორფოლოგიურად კლასიფიკაციის სქემა, რომელსაც დღეს ეწოდება ჰაბლის სქემა, ჰაბლის აკუსტიკური ჩანგლის სქემა ან ჰაბლის მიმდევრობა (Hubbles scheme, Hubble tunning for diagram ან Hubble sequence). დღესდღეობით ჰაბლის სქემა უფრო მიღებულია და გამოიყენება კოსმოლოგიასა და ასტრონომიაში.


ჰაბლის სქემა - გალაქტიკების ტიპები


ჰაბლის მიხედვით, სამყაროში არსებული გალაქტიკები იყოფა სამ მთავარ ტიპად. ესენია: ელიფსური, სპირალური და ასიმეტრიული, უსწორმასწორო გალაქტიკები.


1. ელიფსური გალაქტიკები (Elliptical Galaxies)


ელიფსურ გალაქტიკები ჰაბლის მიხედვით, აღინიშნება "E" ასოთი. გაჩნიათ ელიფსური, ოვალური მოხაზულობა. სხვებთან შედარებით, ამ გალაქტიკებს ყველაზე მცირე ვარსკვლავთშორისი სივრცე გააჩნიათ. მასში მყოფი ვარსკვლავები ერთმანეთთან უფრო ახლოს იმყოფებიან. ასეთ გალაქტიკებში ასევე შეცირებულია ვარსკვლავთწარმოქმნის ტემპი, ასევე აღსანიშნავია, რომ ელიფსურ გალაქტიკები მისი შემადგენელი ვარსკვლავების დიდი ნაწილის ხნოვანებით, სიძველით ხასიათდება. ელიფსური გალაქტიკები იყოფა კიდევ 8 ქვესახეობად. ესენია: E0, E1, E2, E3, E4, E5, E6 და E7. აქედან E0 ყველაზე მიახლოებულია სრულიად მრგვალ, სფერულ ფორმას და ყველაზე ნაკლებად ელიფსურია. რაც უფრო იზრდება ციფრი, მეტად ოვალური ხდება გალაქტიკის ფორმა, ხოლო, ხოლო E7 გამოხატულად ელიფსური, ოვალური ფორმისაა. დანარჩენები მათ შორის გარდამავალ ფორმებს წარმოადგენენ.


ელიფსური გალაქტიკებიელიფსური გალაქტიკები


2. სპირალური გალაქტიკები (Spiral Galaxies)


სპირალური გალაქტიკები ეხვევა ტრიალას ფორმით. უფრო ხშირად მათ 2 "მკლავი" აქვთ და შეხედულებით კელტურ ტრისკალიონს, ქართულ ბორჯღალს ან უბრალოდ ლათინურ ასო "S"-ს მოგვაგონებენ. სპირალური გალაქტიკების მასის უმეტესობა ბნელი მატერიის სფერულ ჰალოზე მოდის, რომელიც ხილული ნაწილის გაღმა იშლება. ჰაბლის მიხედვით ეს გალაქტიკები აღინიშნება "S" ასოთი. სპირალური გალაქტიკები იყოფა სამ სახეობად, ესენია: ნორმალური სპირალური გალაქტიკები (Normal Spiral Galaxies), დახურული სპირალური გალაქტიკები (Bared Spiral Galaxies) და მათ შორის გარდამავალი SO გალაქტიკები.


ნორმალური სპირალური გალაქტიკები


ნორმალური სპირალური გალაქტიკები აღინიშნება "S" ასოთი. თავად ნორმალური სპირალები იყოფა სამ ქვესახეობად, ესენია: Sa, Sb Sc.


ნორმალური სპირალური გალაქტიკები



დახურული სპირალური გალაქტიკები


ჩვენი გალაქტიკა, "დევის ნამუხლარი", იგივე "ირმის ნახტომი" ან "რძის გზა" არის სწორედ დახურული სპირალური გალაქტიკა (SB). დევის ნამუხლარი შეიცავს დაახლოებით 200 მილიარდ ვარსკვლავს და მისი საერთო წონა დაახლოებით 600 მილიარდი მზის მასის ტოლია. დახურული ეწოდება ისეთ სპირალურ გალაქტიკას, რომელსაც მჭიდრო "ჭრილობა" აქვს უხეიროდ გამოხატული მკლავები და ბირთვის შედარებით დიდ რეგიონს ფლობს. უხეიროდ გამოკვეთილი მკლავების მქონე გალაქტიკას ასევე ზოგჯერ უწოდებენ "ფლოკულენტურ სპირალურ გალაქტიკას". ჩვენი გალაქტიკის გარდა, დახურული სპირალური გალაქტიკის კარგი მაგალითია ასევე გალაქტიკა სახელად NGC 1300.


დახურული სპირალური გალაქტიკები




3. უსწორმასწორო გალაქტიკები (Irregular Galaxies)


უსწორმასწორო გალაქტიკები არის ვარსკვლავთა იმგვარი გალაქტიკური გაერთიანებები, რომლებიც არ ქმნიან რაიმე კონკრეტულ მწყობრ, სიმეტრიულ ფორმას. მათი ბირთვი ხშირად შესამჩნევად ლურჯი ნათებით ხასიათდება სპირალურ გალაქტიკებთან შედარებით. უსწორმასწორო გალაქტიკების შედარებით მცირე რაოდენობა კი წითლად მანათობელია. ჰაბლი გამოჰყოფს უსწორმასწორო გალაქტიკათა ორ ქვეტიპს, ესენია: Irr I და Irr II.

Irr I გალაქტიკები არის უსწორმასწორო, ასიმეტრიული გალაქტიკების უმრავლესობა. ისინი ანათებენ ლურჯად და აქვთ ძალიან მცირე ბირთვი ან საერთოდ არ აქვთ.

Irr II გალაქტიკები კი უსწორმასწორო გალაქტიკების პროცენტულად მცირე ნაწილს შეადგენენ და ანათებენ წითლად. ისინი ხშირად შეიცავენ მრავალ სხვადასხვა ქაოტურ, არეულ გალაქტიკას, რომლებიც შესაძლოა შერყმის, ან ე.წ. "კანიბალიზმის" (ერთი გალაქტიკის მიერ სხვა გალაქტიკების ჩაყლაპვის, მიერთების) პროცესში არიან.

ზოგიერთი უსწორმასწორო გალაქტიკა შეიძლება იყოს დახურული, ისევე, როგორც სპირალური გალაქტიკების შემთხვევაში.


უსწორმასწორო გალაქტიკა

შეჯამებისთვის, შეგვიძლია ჩამოვწეროთ რა ტიპების გალაქტიკებს განარჩევს ჰაბლის სქემა უფრო თვალსაჩინოდ, სიის სახით:


1. E0 ელიფსური გალაქტიკა

2. E1 ელიფსური გალაქტიკა

3. E2 ელიფსური გალაქტიკა

4. E3 ელიფსური გალაქტიკა

5. E4 ელიფსური გალაქტიკა

6. E5 ელიფსური გალაქტიკა

7. E6 ელიფსური გალაქტიკა

8. E7 ელიფსური გალაქტიკა

9. Sa ნორმალური სპირალური გალაქტიკა

10. Sb ნორმალური სპირალური გალაქტიკა

11. Sc ნორმალური სპირალური გალაქტიკა

12. SBa დახურული სპირალური გალაქტიკა

13. SBb დახურული სპირალური გალაქტიკა

14. SBc დახურული სპირალური გალაქტიკა

15. SO გარდამავალი სპირალური გალაქტიკა

16. Irr I უსწორმასწორო გალაქტიკა

17. Irr II უსწორმასწორო გალაქტიკა


გალაქტიკების ტიპები ჰაბლის სქემის მიხედვით



წყარო 1: Galaxy types. Principal schemes of classification. Encyclopedia Britannica.

წყარო 2: Galaxy Morphological classification.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0