x
image
Yoona
კორეელმა მეცნიერებმა ზეგანაკვეთურ მუშაობასა და გამელოტებას შორის კავშირი დაადგინეს
ოფისში ხანგრძლივად მუშაობა ხელფასზე კარგად აისახება, მაგრამ არა ჯანმრთელობაზე. სამსახურში გადაჭარბებულ მუშაობასთან ცვლილებები განსაკუთრებით მამაკაცებშია შესამჩნევი. ასე კაცები არა მხოლოდ ძალას, არამედ თმასაც კარგავენ. მეცნიერებმა მამაკაცების გამელოტების უჩვეულო მიზეზი დაამტკიცეს.

image

კვლევის არსი

კორეელმა მეცნიერებმა სონგიუნგვანის უნივერსიტეტის ბაზაზე უჩვეულო კვლევა ჩაატარეს. მასში 20-დან 60 წლამდე ასაკის 14 000 მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. ისინი სამ აქტიურ ჯგუფად დაყეს და 2013 წლიდან 2017 წლამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას თვალყურს ადევნებდნენ.


image

მოგვიანებით შედეგები დააჯამეს და შეადარეს. კვლევის შედეგებმა არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ თავად კვლევის ობიექტებიც კი გააოგნა.

image

1-ელი ჯგუფის მონაწილეები კვირაში 40 საათი მუშაობდნენ. ეს ქვეყანაში ჩვეულებრივი საშუალო მაჩვენებელია. მეორე ჯგუფი ოფისში კვირაში 42-52 საათი მუშაობდა, რაც გადაჭარბებული მუშაობის საკმაოდ მაღალი დონეა. მესამე ჯგუფი თითქმის მთელ თავისუფალ დროს, კვირაში 52 საათზე მეტს სამუშაოს უთმობდა. მათი შრომისმოყვარეობა მათ ჯანმრთელობაზე ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენდა.


გადაჭარბებული მუშაობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

image

კვლევის შედეგების თანახმად, მე-3 ჯგუფის მონაწილეები, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს ოფისში ატარებდნენ, თავზე თმას მნიშვნელოვნად კარგავდნენ. ამასთან თმას ასაკის მიუხედავად კარგავდნენ. 30 წლის მამაკაცსაც კი გამელოტების ნიშნები ჰქონდა, რომ არ ვთქვათ არაფერი 60 წლის მამაკაცზე, რომლებიც თვალსა და ხელს შუა მელოტდებოდნენ.

image

სამწუხარო მოვლენა მეცნიერებმა ახსნეს. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერში დამნაშავე სტრესია, რომელიც ზეგანაკვეთურ მუშაობას ყოველთვის თან სდევს. ის ჰორმონალურ დარღვევას იწვევს, რაც თავის კანის ცვლილებებს იწვევს. თმის ბოლქვების ზრდა ნელდება, ხოლო იმუნური სისტემა საკუთარ თმის ფოლიკულებს „უტევს“.

გამელოტება უფრო მეტად მე-3 ჯგუფის მამაკაცებს, 20-35 წლის ახალგაზრდებს შეეხოთ. მეცნიერებმა ისეთი ფაქტორებიც განიხილეს, როგორიცაა მოწევა, შემოსავლის ზოგადი დონე, სოციალური სტატუსი. ასევე ფიზიკური ფორმა და ამა თუ იმ მოვალეობისკენ მისწრაფებაც გაითვალისწინეს. თუმცა დამტკიცებულ იქნა, რომ ჭარბი მუშაობისგან მიღებული სტრესი გამელოტების მექანიზმის მთავარი „ჩამრთველია“.


ასევე დაგაინტერესებთ:

კვლევამ აჩვენა, რომ სამუშაო დღე დღის 3 საათზე უნდა დასრულდეს

image

ეს ქალი სამსახურში აყვანიდან 30 წუთში დაითხოვეს. მიზეზი მის გარეგნობაშია

image

ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს

image

რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი?

image

ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა

image

სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს

image

0
174
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
174