x
image
Yoona
წვეულებისთვის ყოველთვის სამეფო კერძს ვამზადებ: ფარშირებული ყაბაყი
ფარშირებული, ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი დიდებული ვარიანტია, რომელიც გემოს უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს.

image

შემადგენლობა

image


ფარშირებული ყაბაყის მოსამზადებლად შემდეგი პროდუქტები დაგჭირდებათ:

1 ს/კ რაფინირებული ზეითუნის ზეთი.

ნახევარი ხახვი. გაასუფთავეთ და მცირე კუბებად დაჭერით.

მსხვილი ზომის 4 ყაბაყი. ბოსტნეული შუაზე გაჭერით.

1 ჭიქა პომიდვრის კეტჩუპი ან სხვა სოუსი.

2 კბილი ნიორი.

მარილი

1 ჭიქა ყველი რიკოტა

200 გრ ძროხის ფარში

დაფქული შავი წიწაკა

ოხრახუში

1 ჭიქა დაქუცმაცებული ყველი მოცარელა

მწიკვი წითელი წიწაკა


მომზადება:

1. წინასწარ ღუმელი 170 გრადუსამდე გააცხელეთ. ყაბაყს წყალი გადაავლეთ და შუაზე გაჭერით. კოვზით გული ამოიღეთ.

image

2. ტაფაზე ცოტა ზეითუნის ზეთი დაასხით. დაქუცმაცებული ხახვი 5 წუთით მოხარშეთ. დაჭრილი ნიორი დაუმატეთ და ბოსტნეულის დარბილებამდე მოამზადეთ. შემდეგ ძროხის ფარში დაუმატეთ. ხორცის გამუქებამდე პროდუქტები შეწვით. (მაქსიმუმ 5 წუთით).

image

3. მარილი და შავი წიწაკა მოაყარეთ. სოუსი დაუმატეთ.

image

4. კომპონენტები კარგად აურიეთ. პროდუქტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოთუშეთ. წითელი წიწაკის ფანტელები მოაყარეთ.


ყაბაყის მომზადება:

1. თითოეულ გაჭრილი ყაბაყი რიკოტით დაფარეთ.

image

2. შემდეგ სუფრის კოვზი ხორცის, ბოსტნეულის და სოუსის მასით აავსეთ.

image

3. ზემოდან დაქუცმაცებული ყველი მოცარელა მოაყარეთ.

image

4. ყაბაყი ღუმელში 15 წუთით გამოაცხვეთ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება და ყველი არ გადნება.

image

სუფრაზე გირჩევთ თბილი სახით გაიტანოთ. მზა კერძს დაქუცმაცებული ოხრახუში მოაყარეთ.

image

ასევე დაგაინტერესებთ:

როცა ბორში და ვინეგრეტი მოგბეზრდათ: იტალიური ჭარხლის ნიოკი

image

წასახემსებელი, დამარინადებული ქლიავი „გენერალი“ - ზამთრისთვის შესანახი კონსერვების ლიდერი

image

ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე

image

ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ

image

სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება

image

0
290
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
290