x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98458
  • ვიდეო:343887
  • სურათი:460703
რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ვერ ელევა თხის რქა?

imageimageმორიელი - ამ წყვილის ემოციური ბუნება ერთმანეთს ავსებს. მათ შორის სუფევს დიდი პატივისცემა და ავლენენ საუკეთესო თვისებებს. ზოგჯერ ეს ურთიერთობაც მთავრდება. ინიციატორი თუ თხის რქა აღმოჩნდა, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. ტკივილისა და დანაკლისის მიუხედავად, მორიელი დააფასებს იმ გულწრფელ ემოციებს, რომელიც თხის რქამ მის გვერდით გამოხატა (იშვიათობაა და ბევრს ნიშნავს). მორიელი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც თხის რქისგან მეორე შანსს იღებს!

კურო - მგრძნობიარე მიწის ნიშანი, ისევე როგორც თხის რქა. საკმაოდ თავსებადები არიან. ორივე მათგანი პოლიგამი და მეოჯახეა. დაშორება/განქორწინების შანსი მინიმუმზეა დაყვანილი. და მაინც, თუკი თხის რქამ ურთიერთობის გაწყვეტა განიზრახა, ასეთი ძლიერი კავშირის გარღვევა და მოგონებების დავიწყება რთული იქნება. როგორც წესი, ნამდვილად გამართლებული მიზეზით შორდებიან. თხის რქა თავის გადაწყვეტილებაში ურყევია და უკან არ ბრუნდება.imageლომი - ცეცხლის სტიქიას წარმოადგენს, მაგრამ თხის რქასთან ურთიერთობა გამოსდის. კლასიკური მაგალითი, როგორ იზიდავენ ერთმანეთს განსხვავებულები. წყვილს შორის დიდი ქიმია და მიჯაჭვულობაა. ამ ვექტორულ კავშირში თხის რქა (''მონა'') ჩვეულებრივზე მეტს თმობს. რაც უფრო ცივია ლომი, მით მეტ ინტერესს აღძრავს თხის რქაში. იშვიათად ემშვიდობებიან, მაგრამ თუ ეს მოხდა, იქნება მტკივნეული და დროში გაწელილი. მზრუნველი თხის რქა ამას ისე იზამს, რომ მინიმუმი ზიანი მიადგეს ლომს.

ტყუპები - ჰაერი და მიწა არათავსებადია ხანგრძლივი პერსპექტივით, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე მორიგ ვექტორულ წყვილთან გვაქვს. თხის რქა და ტყუპები დროს ერთად სასიამოვნოდ და დინამიურად ატარებენ. რომანტიკულზე მეტად ეს მშობელი-შვილის ურთიერთობაა. თუ შორდებიან, ეს თხის რქის მხრიდან ხდება ⎯ საქმიანი და პასუხისმგებლიანი ვეღარ იტანს ბავშვურ გამოხტომებსა და სიმსუბუქეს. ამ კავშირში თხის რქას ''ბატონის'' როლი აქვს, ანუ ჩვეულებრივზე უფრო მომთხოვნია.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0