x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს 2020 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 271 ათასი ლარით განისაზღვრა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 12 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი უძღვებოდა. ბიუჯეტის განხილვას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა მთავარი ფინანსური დოკუმენტის მთავარ მიმართულებებზე ისუბრეს.


2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილია 7 მილიონ 271 ათასი ლარით, რომელიც შედგება გადასახადებისგან და რომელიც 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით 300 ათასი ლარითაა გაზრდილი. რაც შეეხება ა დ გ ი ლ ო ბ რ ი ვ ი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, 2019 წელთან შედარებით ის გაზრდილია 1 300 ათასი ლარით.



დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პ რ ი ო რ ი ტ ე ტ ს წელს წარმოადგენს ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვა.


ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ბიუჯეტი ეხმიანება იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც აქტუალურია საზოგადოებაში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, წელსაც გაგრძელდება ბაღების, სკოლების, სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაცია, ასევე სოფლის განვითარების პროგრამები, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ კოტაშვილმა.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი საკმაოდ კარგია, შედეგებს კი 2020 წლის ბოლოს დაითვლიან. ბიუჯეტის პროექტს საკრებულო კენჭს 20 დეკემბრის სხდომაზე უყრის.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0