x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98457
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460696
ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი ქვები
ლალი და საფირონი
საიუვილერო ხელოვნება აღმოცენდა ძველად, უხსოვარ დროში, მაგრამ ვითარდება და სრულყოფილდება დღესაც.ყველა დროის იუველირ-ოსტატთა შექმნილი შედევრები ამშვენებენ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს.

საიუველირო ნაკეთობათა დასამზადებლად ძირითად მასალად მიჩნეულია:კეთილშობილი (ძვირფასი) და ფერადი ლითონები და მათი შენადნობები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი და სანაკეთო ქვები, სინთეზური ქვები და სხვა კლასიკური მასალა, მათ შორის ბუნებრივი წარმოშობისაა:ზღვის და მდინარის მარგალიტები, მარჯანი, ქარვა, სადაფი.აგრეთვე მინა, მინანქარი, სპილოს ძვალი, რქა და ა.შ.

ძვირფასეულობა-ძვირფასი საიუველირო ნაკეთობანი შექმნილი პლატინა, ოქრო და ვერცხლისგან საიუველირო ტექნიკის საშუალებით და შემკობილი ბუნებრივი ძვირფასი ქვებით:ალმასებით (ბრილიანტებით), ზურმუხტებით (სმარაგდით), რუბინებით (ბადახშებით), საფირონით ან ბუნებრივი მარგალიტებით.

სილამაზე, ხანგრძლივობა, იშვიათობა-ნამდვილი ძვირფასი ქვის 3 ნამდვილი ღირებულებაა.


გამჭირვალობა და ფერი-საიუველირო ქვების ღირებულების განმსაზღვრავი უმნიშვნელოვანესი თვისებებია.

ძვირფასი ქვები ხიბლავენ და აჯადოებენ ადამიანს.

დღევანდელი ჩემი სტატია ეხება სწორედ ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებს, როგორებიცაა: კვარცი, ალმასი, ბრილიანტი, მინა, ბროლი, კორუნდი, გრაფიტი.


სილიციუმი


სილიციუმი პირველად მიიღეს 1811 წელს ჟ.გეი-ლუსაკმა და ლ. ტენარმა. იგი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის Ш პერიოდში, IV ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში.ატომური ნომერია 14. დედამიწაზე გავრცელების მიხედვით სილიციუმი მეორე ელემენტია ჯანგბადის შემდეგ.

განსხვავებით ნახშირბადისაგან სილიციუმი ბუნებაში მხოლოდ ჟანგბადნაერთების - კაჟმიწისა (sio2) და სილიკატების სახით გვხვდება. სილიკატები, ჟანგბადისა და სილიციუმის გარდა, ხშირად შეიცავს დედამიწაზე გავრცელების მიხედვით მესამე ელემენტს-ალუმინს.

სილიციუმ (IV)-ის ოქსიდი-კაჟმიწა-მწარი, ძნელადლღობი ნივთიერებაა.დედამიწის ქერქში თავისუფალი sio2-ის შემცველობა 12%-ს შეადგენს.იგი ჩანართების სახით გვხვდება გრანიტებსა და სხვა მთის ქანებში.ქანების გამოფიტვისას გროვდება მდინარეების კალაპოტებში თეთრი ქვიშის სახით.ბუნებაში კრისტალური კაჟმიწა მეტწილად მინერალ კვარცის სახითაა.კვარცის გამჭირვალე კრისტალებს მთის ბროლს უწოდებენ.მთის ბროლს, რომელიც მინარევებისგან შეფერილია იისფრად, ამეთვისტო ეწოდება, თუ შეფერილია კვამლისფრად-ტოპაზი, შავად-მარიონი, -ყვითლად-ციტრინი.ბუნებაში გავრცელებულია ასევე კვარცის შეფერილი სახეობები:მოვარდისფრო-სარდონიქსი, ლურჯი-საფირონი, ზოლებიანი-აგატები, ონიქსები და სხვ.

ვარდისფერი კვარცი ქალებისთვის გამორჩეული მინერალია. მისი ფერის გრადაცია ღია, წყალწყალა ვარდისფერიდან ინტენსიურად მუქ ვარდისფერამდე ადის. ჯერ კიდევ ძველ დროში, მას სამყაროს სიყვარულის, ქალური საწყისის, მიწისა და ჰაერის სტიქიის მატარებელ ქვად მიიჩნევდნენ, რომელიც ააქტიურებს ქალურ ენერგიას, გვკვებავს მიწის ენერგიით, გვაძლევს შინაგან სიმსუბუქეს, ჰაეროვნებას, ჰარმონიასა და სიმშვიდეს.ვარდისფერ კვარცს პირდაპირ სიყვარულის ქვასაც უწოდებენ, რომლის ტარება გულსაკიდის სახით, უშუალოდ ანაჰატა (გულის) ჩაკრაზეა რეკომენდირებული. სამაჯურის შემთხვევაში კი სჯობს მარცხენა ხელზე ატაროთ.

ამორფული კაჟმიწა ბუნებასი ნაკლებად გვხვდება.მისი ყველაზე გავრცელებული სახეობაა მინერალი ოპალი;ხელოვნურას მიღებულია ამორფული კაჟმიწა-სილიგაკელი.

SiO2 შედის მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში.ადამიანის სისხლსა და პლაზმასი მიდი კონცენტრაცია 0, 001%-ია.

კვარცი ლღვება 1710 გრადუსC-ზე.გალღობილი მასის სწრაფი გაცივებისას მიიღება კვარცის მინა.მას ძალიან დაბალი გაფართოების კოეფიციენტი აქვს.მისგან ამზადებენ ქიმიურ ჭურჭელს, კვარცის ნათურებს, პრიზმებს ოპტიკური ხელსაწყოებისთვის, ლინზებს და სხვ.

სილიციუმის ნაერთები ტოქსიკურია . sio2-ის, ასევე სილიციუმის შემცველი ზოგიერთი ნივთიერების მტვრის ჩასუნთქვა იწვევს საშიშ დაავადებას- სილიკოზს.

სილიკატური მრეწველობის ნედლეულია კაჟმიწა, თიხა და სხვა ალუმოსილიკატები, ხოლო ძირითადი პროდუქტებია მინა, კერამიკა, ცემენტი.


მინა

მინა ცნობილია უხსოვარი დროიდან.საუკუნეების განმავლობაში მისგან ამზადებდნენ ფანჯრის მინასა და საოჯახო ჭურჭელს.ამჟამად ღებულობენ სხვადასხვა შედგენილობის მინებს მრავალფწეროვანი თვისებებით, რომელთაც, შესაბამისად, სხვადასხვა მიზნით იყენებენ.

ჩვეულებრივი ფანჯრის მინა, ასევე მინა, რომლისგანაც ამზადებენ მინის ჭირჭელს, შედგება ნატრიუმისა და კალციუმის სილიკატებისაგან, რომლებიც შელღობილია კაჟმიწასთან.ასეთი მინის შედგენილობა გამოისახება ფორმულით-Na20.CaO.6SiO2.

მინა სხვადასხვა სილიკატების შენადნობია კაჟმიწასთან.მინას, განსხვავებით კრისტალური სტრუქტურის ნივთიერებებისგან, არ გააჩნია ლღობის გარკვეული ტემპერატურა.იგი ამორფულია, რის გამოც გაცხელებისას რბილდება და თანდათანობით გადადის ბლანტდენად მდგომარეობაში.ასევე, გალღობილი მიდის გამყარება გაცივებისას ხდება თანდათანობით.სწორედ მინის ამ თბისებაზეა დამყარებული მისგან სხვადასხვა ნაკეთობების-ჭიქების, მილების, ფურცლოვანი მინის და სხვ. წარმოება. მისის ბოჭკოს ბაზაზე ამზადებენ მინის ქსოვილს ტექნიკური მიზნებისთვის.

მინა მიეკუთვნება წყალში უხსნად ნივთიერებებს, მაგრამ წყალს, ხანგრზლივი მოქმედებებისას, მინიდან ნაწილობრივ გამოაქვს ნატრიუმის სილიკატი.


ალუმინის ოქსიდი

ალუმინის ოქსიდი - Al2O3(ძველი სახელწოდება - თიხამიწა ) თეთრი ფერის, მაგარი, ძნელლღობადი ნივთიერებაა. დედამიწის ქერქში გვხვდება მინერალ კორუნდის სახით . ეს უკანასკნელი ხშირად შეიცავს მინარევებს, რომელიც შეფერილობას ანიჭებს . კორუნდის გამჭირვალე, შეფერილი კრისტალები-ლალი და საფირონი ძვირფასი ქვებია. მათ იღებენ ხელოვნურადაც .ლალი- წითელი ფერისაა; პირველი კატეგორიის ძვირფასი ქვა, გამჭვირვალეა და კარგი შეფერილობის ზოგიერთი ეგზემპლიარის ფასი ალმასზე უფრო ძვირიცაა. ღია წითელი და ვარდისფერი ლალი ნაკლებად ფასდებიან .საფირონი კი ლურჯი ან ცისფერია, რაც განპირობებულია ტიტანისა და რკინის მინარევებით. საფირონი I კლასის ძვირფასი ქვაა. საიუველირო მრეწველობაში იყენებენ სინთეზურ საფირონსაც. კორუნდი სხვა ბუნებრივი ნივთიერებებიდან სიმაგრით მხოლოდ ალმასს ჩამოუვარდება .

ძვირფასი ქვები


ნახშირბადი

ნახშირბადი ინდივიდუალურ ელემენტად პირველად ლავუაზიემ განიხილა, თუმცა ძველთაგანვე ცნობილი იყო ხის ნახშირი აგრეთვე ალმასი და გრაფიტი .

ნახშირბადის ქიმიური ნიშანია C . იგი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის II პერიოდში, IV ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში, ატომური ნომერია 6.

ცნობილია ნახშირბადის სამი ალოტროპიული სახესხვაობა : ალმასი, გრაფიტი და კარბინი. ალმასის და გრაფიტის კრისტალური სტრუქტურა ატომურია, მაგრამ ისინი განსხვავდებიან ატომების განლაგებით.

სხვადასხვა აღნაგობის გამო ალმასი და გრაფიტი ავლენს არა მხოლოდ განსხვავებულ, არამედ თითქმის საპირისპირო თვისებებს . ალმასი უფერო, გამჭირვალე ნივთირებაა, 3500 გრადუს C - ზე ორთქლდება გალღობის გარეშე, ელექტრულ დენს და სიტბოს არ ატარებს, ყველა ბუნებრივ ნივთიერებაზე მაგარია . ამის გამო იყენებენ მინის, მეტალების საჭრელად, ქანების გასაბურღად . ალმასისგან ამზადებენ ბრილიანტის სამკაულებს . ბრილიანტი (ფრანგ. brillant - „ელვარე“) — ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. დაწახნაგებული ბრილიანტი ორი შეთავსებული პირამიდის ფორმისაა, მათგან ერთი (ზედა) წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები განლაგებულია რამდენიმე რიგად. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება (ე. წ. სამმაგი ბრილიანტური დაწახნაგება)

გრაფიტი გაუმჭირვალე, ნაცრისფერი ნივთიერებაა, ახასიათებს მეტალური ბზინვა . ელექტრული დენის და სითბოს კარგი გამტარია . შეხებისას ცხიმოვანია. ქაღალდზე სუსტი გახახუნებით ტოვებს ნაცრისფერ კვალს., რის გამოც იყენებენ ფანქრის გულების დასამზადებლად . იგი ერთ-ერთი ყველაზე რბილი ნივთიერებაა მყარ ნივთიერებებს შორის, მისი ფხვნილი ცვლის საცხებ ზეთებს მაღალი და ძლიერ დაბალი ტემპერატურის დროს. ელექტროგამტარობის გამო გამოიყენება ელექტროდების, სითბოგამტარობის გამო კი - თბოგადამცემი მილების დასამზადებლად .

ალმასი და გრაფიტი მაღალ ტემპერატურაზე ურთიერთგარდაიქმნება . ალმასი გრაფიტად გარდაიქმნება 1000-1500 გრადუს C-მდე უჰაეროდ გახურებისას, ხოლო გრაფიტი ალმასში გადადის მაღალ ტემპერატურაზე და ძლიერ მაღალ წნევაზე.

0
149
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ შოთაძე
მარიამ შოთაძე
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0