x
მეტი
  • 28.01.2020
  • სტატია:98596
  • ვიდეო:344017
  • სურათი:460903
ქართველი ალპინისტის პროექტი, რა დროსაც სომეხმა ალპინისტმა ევერესტზე აზერბაიჯანის დროშა აღმართა

image

1999 წელს ცნობილმა ქართველმა ალპინისტმა ბენიამინ (ბენო) ქაშაკაშვილმა მოიფიქრა გენიალური სამშვიდობო გეგმა, მან ერთად შეკრიბა სომეხი და აზერბაიჯენელი ცნობილი მთამსვლელები, დაიმატა ასევე ცნობილი ქართველი ალპინისტები აფი გიგანი და ბიძინა გუჯაბიძე და მათთან ერთად დედამიწის უდიდესი მწვერვალის ევერესტის დასალაშქრად გაემართა.
ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ ქართველები ბენიამინ ქაშაკაშვილი, აფი გიგანი და ბიძინა გუჯაბიძე, სომეხი ლევ სარქისოვი და აზერბაიჯანელი სარიდან მურასგუროვი.
ევერესტზე ასვლა დაიწყო და ერთ თოკზე მიბმული სამი ქართველის კვალდაკვალ მწვერვალისაკენ გაემართნენ სომეხი და აზერბაიჯანელი ალპინისტები, ქართველებს საქართველოს სამფეროვანი ეროვნული დროშა მიჰქონდათ, ხოლო სომეხს სომხეთის ხოლო აზერბაიჯანელს აზერბაიჯანის.
image სამწუხაროდ აზერბაიჯანელ ალპინისტს 7 000 მეტრ სიმაღლეზე სუნთქვის უკმარისობამ შეუქმნა პრობლემა, მაშინ ლევ სარქისოვმა მას აზერბაიჯანის დროშა გამოართვა და ბანაკში დარჩენილ აზერბაიჯანელ ალპინის შეჰფიცა, რომ მის ნაცვლად ევერესტზე აზერბაიჯანის ეროვნულ დროშას ააფრიალებდა.
1999 წლის 12 მაისს ალპინისტების ჯგუფმა მსოფლიოს უდიდესი მწვერვალის მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალი დალაშქრა და საქართველოს ეროვნულ დროშასთან ერთად, სომხეთის და აზერბაიჯანის დროშებიც აღმართა.
ჯგუფმა "კავკასია-99"-მა დასახული ამოცანა შეასრულა.
"მთაში არ არსებობს ეროვნული დაყოფა"-ასეთი იყო სომეხი ალპინისტის სიტყვები.
"ჩვენ მთამ დაგვამეგობრა, ის ძალიან განიცდიდა, რომ ვერ შესძლო მწვერვალის დასალაშქრად ჩვენთან ერთად წამოსვლა, ამიტომაც გამოვართვი მას აზერბაიჯანის დროშა და მე ავღმართე"-ასე განუცხადა ჟურნალისტებს ცნობილმა სომეხმა ალპინისტმა.
image












0
405
3-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
405