x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98558
  • ვიდეო:343985
  • სურათი:460817
საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა
image


საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას N70-ში მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის „სითი მოლის“ მეოთხე სართულზე განთავსებული, მაკდონალდსის რიგით მეთექვსმეტე რესტორანი 200-ზე მეტ პერსონაზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ვერანდის ტიპის ღია სივრცეს. ახალი რესტორანი მომხმარებელს ყოველდღიურად 10:00 საათიდან 22:00 საათამდე მოემსახურება.


მაკდონალდსთან ერთად განთავსდა უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი „მაკკაფეც“, რომელიც არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვან ასორტიმენტს და უგემრიელესი დესერტების არჩევანს შესთავაზებს სტუმრებს. პირველი „მაკკაფე“ ვაკეში გაიხსნა და დღეისათვის თბილისში სამ, ხოლო ბათუმში ერთ ლოკაციაზეა წარმოდგენილი.


ახალი მაკდონალდსი სტუმრებს უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებული „მომავლის გამოცდილების“ პლატფორმით მოემსახურება, რაც გულისხმობს მომხმარებლის რესტორანში შესვლისთანავე სტუმართმოყვარეობის ლიდერის დახმარებას, მაგიდასთან მომსახურების სერვისს, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს შეკვეთის ზონაში ლოდინი აღარ სჭირდებათ და სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებენ. ასევე მოიცავს შესაკვეთ კიოსკებს, რომლებიც მორგებულია მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზე და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე.



„მაკდონალდს საქართველო“ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა უმაღლესი სტანდარტებისა და ინოვაციების დანერგვის კუთხით. საქართველოს მაკდონალდსი ისეთ ქვეყნებს შორისაა მოწინავე, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.

R

0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0