ქორწილის დღე, ერთერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე ადამიანის ცხოვრებაში ანუ რუსული ქორწილის თავისებურებანი
ქორწინების დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და ნებისმიერი ადამიანი ცდილობს, ეს დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი იყოს.
თუმცა ხშირად ახალგაზრდა ადამიანები და არა მარტო ახალგაზრდები, ზღვარს გადადიან და საქორწინო დღესასწაული ცირკს უფრო ემსგავსება.
ცალკე თემაა ნეფეების თუ პატარძლების საქციელი თუ ქმედებები, რომელიც ხშირად ადეკვატურობის ნორმებს სცილდება და მარაზმში გადადის.
რატომ უნდა იყო საკუთარი ქორწილის დღეს "მწუხარე სახის რაინდის" გამომეტყველებით, ქორწილი ხომ ზეიმია თავისთავად.
რატომ უნდა დალიო პატარძლის ფეხსაცმლით სადღეგრძელო ან რატომ უნდა დათვრე საკუთარ ქორწილში ისე, ფეხზე მყარად ვერ დადგე და მეჯვარე გიჭერდეს, წაქცევა, რომ აგარიდოს.
"სიყვარული ბრმააო", ამ ფოტოკოლაჟის ნახვის შემდეგ ამაშიც დარწმუნდებით თქვენც, თუმცა ეს არაა ჩვენი გასარჩევი.
ცოლის ფეხსაცმლით თუ არ დალიე სადღეგრძელო, ისე რა მუღამი აქვს ქორწილს.
ამათ რა ეშველება, თორემ კოცნას ეშველება, ისწავლიან მომავალში.
ისეთი სახე აქვს პატარძალს შეგეცოდება.
საკუთარ ქორწილში ასე გამოთვრე, უბრალოდ სამარცხვინოა.
ეტყობა მართლა ძალიან უყვარდა ამ კაცს ეს ქალი, თორემ ამას ცოლად რა მოაყვანინებდა.
როცა სიძე პასიურია, პატარძალი კი აქტიური.
ხელი უკვე ნათხოვნი აქვს, ეს დაჩოქება ახლა რაღა იყო?
ამათ დაოჯახების შინაარსი არა მგონია გააზრებული ჰქონდეთ, უბრალოდ დაჯდებიან მშობლების "დოტაციაზე" და ეგაა.
როცა პატარძალს ასაკი ზედ "აწერია".
აი რატომაა სიყვარული "ბრმა" და "ყრუ".
გაძლება მისცეს ნეფეს.
ნეფეს მოუსწრია დროზე ადრე დალევა.
ცოლს ფეხზე თუ არ ეცი და არ უკბინე ისე აბა როგორ გამოვა.
საქორწილო სუფრამდე თუ არ გადაჰკარი ისე ქორწილს ეშხი და ლაზათი მოაკლდება.