x
რა თქვა პუტინმა ხანგოშვილზე? - ნორმანდიის სამიტის შედეგები

image

პოლიტიკოსებს შორის შეხვედრების ან საერთაშორისო მნიშვნელობის სამიტების მნიშვნელობაზე გარდა ოფიციალური განცხადებებისა მეტყველებს ისიც, თუ როგორ იქცევიან პოლიტიკოსები, რამდენად მობილიზებულები ან დაძაბულები არიან, როგორ უჭირავთ თავი, როგორ აკეთებენ განცხადებებს და ა.შ. ამ კუთხით 9 დეკემბერს, პარიზში ნორმანდიის სამიტი ძალიან საინტერესო იყო. პრესკონფერენციაზე მოხდა ის, რასაც ალბათ არავინ არ ელოდა - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი როგორც ჩანს დაიღალა და ფეხსაცმელი ცალი ფეხიდან წაიძრო და ცოტა ხნის განმავლობაში ასე ათამაშებდა, საფრანგეთის პრეზიდნტის გვერდით
მჯდარი რუსეთის პრეზიდენტს კი კადრში სკამზე გადაწოლილს ვხედავთ, საკმაოდ კმაყოფილი იერით. რა თქმა უნდა, შეიძლება იმის თქმა, რომ 2, 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ ლიდერები დაღლილები იყვნენ, თუმცა ეს დეტალი მაინც მეტყველებს ზოგად სურათზე, იმაზე, თუ ვინ როგორი განწყობით იყო მისული სამიტზე და ვინ დარჩა კმაყოფილი თუ უკმაყოფილო.

ეს იყო სამიტი, რომელსაც ელოდნენ, ამის მიზეზები კი მრავალია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლო სამიტი სამი წლის წინ - 2016 წლის 19 ოქტომბერს ბერლინში გაიმართა. ამის შემდეგ პოლიტიკური რეალობა რადიკალურად შეიცვალა როგორც უკრაინაში, ისე ევროკავშირში და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში. 2016 წელს ალბათ ვერც წარმოიდგენდა ვინმე, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ნატო-ს გააკრიტიკებდა და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფად მოიხსენიებდა, ან საჯაროდ გააკეთებდა განცხადებებს, რომ დიალოგი რუსეთთან აუცილებელია და მტერი არის არა რუსეთი ან ჩინეთი, არამედ საერთაშორისო ტერორიზმი და ა.შ. 2016 წელს ასევე წარმოუდგენელი იყო ნატო-ს გენერალურ მდივანს ეთქვა, რომ "ჩვენ მტრების სიას არ ვადგენთ, რუსეთი ჩვენი მტერი არაა, რუსეთი არ არის იგივე, რაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი იყო." ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და ბუნებრივია, ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე გამართული სამიტი ინტერესს გამოიწვევდა.

ინტერესს აღვივებდა ისიც, თუ როგორ მოიქცეოდა ვლადიმირ პუტინთან პირველ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორ პოზიციას აირჩევდა და რის დაფიქსირებას ეცდებოდა სხვა ლიდერების თანდასწრებით - იმისას, რომ ის არის მართალია გამოუცდელი, მაგრამ ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსი თუ რომ არის სახალხო ლიდერი. ჩემი აზრით, მან ეს უკანასკნელი არჩია, რამაც დანარჩენი კოლეგების ფონზე შედარებით სუსტად წარმოაჩინა.


ინტერესს აღვივებდა გერმანიაში მომხდარი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაც. ჩნდებოდა კითხვები, როგორ პოზიციას დაიჭერდა ანგელა მერკელი, გააკრიტიკებდა თუ არა რუს კოლეგას საშუალების ჩავარდნის შემთხვევაში, როგორ მოიქცეოდა პუტინი და ა.შ.

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნული ინტერესის რეალურ საგანთან შედარებით - რა შედეგს მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებით? როგორი იქნება სამიტის შედეგები და ვინ რას მიიღებს უკრაინის კონფლიქტიდან? რამდენს დათმობდნენ დასავლელი ლიდერები, რამდენად პრინციპული იქნებოდა ვოლოდიმირ ზელენსკი და რას მიიღებდა ვლადიმირ პუტინი? იხილეთ ვრცლად
1
162
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
162
  
2019, 15 დეკემბერი, 1:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1