x
image
მაკა ნიკვაშვილი
ბიანკა ბრი - ცნობილი მამის ღირსეული ქალიშვილი

image


29 წლის ბიანკა ბრი - ჰოლივუდის ვარსკვლავისა და საბრძოლო ხელოვნების ბრწყინვალე ოსტატის ჟან-კლოდ ვან დამის და მისი ქს- მეუღლის, ცნობილი ბოდიბილდერის გლედის პორტუგზის ქალიშვილი.



image


წლების წინ, გოგონა ცნობილ მამასთან ერთად, პირველად, ფართო საზოგადოების წინაშე მისი ერთ - ერთი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა, თუმცა, მალევე ასევე მოულოდნელად გაუჩინარდა. თუმცა, "ინსტაგრამის" საშუალებით, შავგვრემანი ლამაზმანის ფოტოები შეუმჩნეველი არავის დარჩენია.



image


ბიანკა ბავშვობაში, ფიგურული სრიალით აქტიურად იყო დაკავებული, მაგრამ სერიოზული ტრავმის გამო მას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე სამუდამოდ უარის თქმა მოუწია.


image


დღესდღეობით, გოგონა ცნობილი მამის მსგავსად წარმატებული მსახიობია. "მე არ მსურს მამაჩემის ჩრდილი ვიყო. მე უფრო მეტი სირთულის გავლა მერჩივნა, ვიდრე ყველაფერმარტივად მიმეღო. ახლა, ქასთინგებზე დავდივარ და აქტიურად ვმუშაობ", - აცხადებდა ბიანკა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ.


image


გოგონამ ჟან - კლოდ ვან დამის რეჟისორობით გადაღებულ 6 კინოფილმში მონაწილეობა უკვე მოასწრო, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბიანკა ამ ნამუშევრების თანაავტორიც თავად გახლდათ. მისი როგორც მსახიობის კინოდებიუტი კი, 2008 წელს შედგა, როდესაც მან კესი რაბიდოს პატარა როლი ფილმში "სპეციალური დავალება" შეასრულა, სადაც პარტნიორობას ის საკუთარ მამას უწევდა.


image


ცოტა ხსნის წინ, გამართულ ახალ ფოტოსესიაში ბიანკა საზოგადოების წინაშე, იდეალური სხეულითა და შესაშური პლასტიკით წარსდგა.



image


როგორც გოგონა ამტკიცებს, ბავშვობაში მას საბრძოლო ხელოვნება სასტიკად სძულდა. თუმცა, დღესდღეობით, ის თავისი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ, მამის ცნობილი ილეთების დამუშავებაში ატარებს.



imageimageimageimage


"მინდა პატარა გოგონებს ვაჩვენო, თუ როგორ შეიძლება გქონდეს დაკუნთული სხეული და ამავდროულად ქალურობაც შეინარჩუნო. შეგიძლიათ მაგიდასთან ფეხიფეხ გადადებული ისხდეთ, და თუკი მოულოდნელად ვინმე გაგანაწყენებთ, მასზე შური ასევე ლამაზად და ქალურად იძიოთ. მამაჩემის წყალობით, ჩემი თაობა საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესდა და მსურს მისი ამ საქმის ღირსეულად გაგრძელება" - ამბობს ბრი.


image


როგორც ბიანკა აღიარებს, მას ერთი პერიოდი მამასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, ახლა მათ შორის ყველაფერი რიგზეა. გოგონა მასთან ერთად არა მხოლოდ სავარჯიშოდ დადის, არამედ მთელ თავისუფალ დროსაც მის გარემოცვაში ატარებს.


image


0
920
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
920