x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას წავიკითხავთ „ბიბლია განმარტებებით“ მეოთხე ტომში - პროექტის ავტორის ბლოგი
image


თამარ მამაცაშვილი _ „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი _ სოციალურ ქსელში მუდმივად აქვეყნებს პროექტთან დაკავშირებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს პოსტები ბლოგად შემოგთავაზოთ:


"მალე "ბიბლიის განმარტებების" მეოთხე ტომი გამოვა სამზეოს. მასში მეფეთა წიგნებია - მეორე, მესამე და მეოთხე. ეს ისტორიული წიგნები ბევრ საგულისხმო ამბავს გვიყვება. ზოგადად, გააზრებული და გონებაში გატარებული ისტორია გონიერი ადამიანისათვის მომავლის გაკვეთილია, და რა უნდა ვთქვათ ბიბლიაზე, რომელიც ერთ კონკრეტულ დროსა და სივრცეში მომხდარ ისტორიებს კი არ გვიამბობს, არამედ საყოველთაოს - დროში განფენილს.


ორი მომენტი ამ წიგნიდან:


"დავითმა მხოლოდ 100 ეტლი დაიტოვა, დანარჩენი ეტლების ცხენები კი დახოცა. რატომ მოიქცა ასე? რჯულის კანონი ებრაელ მეფეებს ბევრი ცხენის ყოლას უკრძალავდა, რომ ღვთის იმედი ჰქონოდათ და არა საკუთარი ძალისა".- რატომაა საინტერესო ეს ადგილი? რატომ და - ღვთის იმედად მყოფი მეფე დავითიც კი სულ მალე დიდ შეცოდებაში აღმოჩნდა და მაშ, ვაი იმ „მეფეებს“, ვისაც აზრად მაინც მოუვა, რომ თავად არის ძლევამოსილი.


კიდევ ერთი ნაწყვეტი:



ისრაელიანებს ჰქონდათ აღთქმის კიდობანი, რომელიც ღვთის სახელს ატარებდა, გაიგივებული იყო თავად ღმერთთან, უხილავად რომ იმყოფებოდა თავის ხალხთან. კიდობანი იყო აკაციის ხის ყუთი, ოქროთი მოვარაყებული, და მასში ინახებოდა ის ორი ფირფიტა, რომლებზეც მოსემ ათი მცნება დაწერა უფლის მითითებით. კიდობანზე შეხების უფლება არ ჰქონდათ არა თუ რიგით ებრაელებს, არამედ სამღვდელო ტომის - ლევიანთა წარმომადგენლებსაც კი. მოგზაურობის დროსაც მხოლოდ მასზე მიმაგრებულ ოქროს რგოლებში გაყრილი კეტებით უნდა ეტარებინათ კიდობანი. მორიგი მოგზაურობისას დავითმა გადატანის ეს წესი დაარღვია და აღთქმის კიდობანი ურემზე დაასვენა. გზად ურემი ვარდებოდა და ამინაბადის ძეს - ყუზიას ხელი შეუშველებია კიდობნისათვის, რომ არ გადმოვარდნილიყო. ამის გამო ყუზიამ იქვე განუტევა სული.


ძალიან ემოციური ფრაგმენტია მეფეთა მეორე წიგნიდან და ძალიან საგულისხმო რამდენიმე ფრაზა მინდა მოვიყვანო ამ ადგილის განმარტებიდან, საგულისხმო - თუკი პარალელებს საკუთარ პრობლემებთან გავავლებთ: „იგი დაისაჯა დაუფიქრებლობის გამო, რადგან ხელი შემართა, რომ კიდობანს, მთელი ხალხის მცველს, შეშველებოდა, რომელიც სხვათა დახმარებას არ საჭიროებდა.“ - ეს ალბათ მაშინ უნდა გავიხსენოთ, როცა გვგონია ხოლმე, რომ ეკლესიას ან უფრო მეტიც, ღმერთს ვიცავთ ვინმესგან.


და კიდევ:


„ებრაელები შეაცდინა იმ ფაქტმაც, რომ უცხოტომელებმა კიდობანი ურემზე დადებული გამოგზავნეს, მათ კი არაფერი მოსვლიათ ამის გამო.“
არ გამოდგება მაგალითად ის, რაც სხვა ერებს მიეცემათ. როცა ირჩევ უფალს, შენ სხვა პასუხისმგებლობა გაქვს მის წინაშე.

მეოთხე ტომი! - 16 დეკემბრიდან"- წერს თამარ მამაცაშვილი სოციალურ ქსელში.


image


ბიბლიური აზროვნება - აი, რა გვაკლია და რა გვჭირდება: თუკი არ ვიცით, როგორ მოვედით იმ პირველი წინაპრიდან დღევანდელ დღემდე, თუკი არ განგვიცდია კაცობრიობის ყველა განსაცდელი და სიხარული, თუკი არ გაგვიაზრებია ღვთაებრივი სამართლის მნიშვნელობა, თუ წარმოდგენა არ გვაქვს, რა არის ღვთის რჩეულობა, თუ არ გვაინტერესებს, როგორ გვატარა უფალმა დასაბამიდან, მერე რისთვის განკაცდა და რა მსხვერპლი გაიღო ჩვენი სიყვარულისთვის - არაფერი, სულ არაფერი გვცოდნია: რისთვის ვცხოვრობთ, რისთვის უნდა ვიღვწოდეთ, რა მისია აქვს თითოეულ ადამიანს ამქვეყნად, რა არის ჩვენი სამშობლოს ამდენი განსაცდელის მიზეზი და სად არის გამოსავალი...

0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0