x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98452
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460685
ქუვეითის სამხედრო, საჰაერო ძალების გამანადგურებლის კაბინას ელვამ დაარტყა და პილოტიც საკმაოდ დააფრთხო

image წელს ახალ წელს, ქუვეითის სამხედრო, საჰაერო ძალების გამანადგურებელს, "F-18"-ის პილოტის კაბინას დაეცა ელვა, როცა მფრინავი ასრულებდა მისთვის დასახული ამოცანას. პილოტი მოულოდნელმა შემთხვევამ საკმაოდ დააფრთხო, თუმცა გამანადგურებელს დიდი დაზიანება არ მიუღია და არც პილოტს შეჰქმნია საფრთხე, შესაბამისად, პილოტმა შეძლო ბაზაზე მშვიდობიანად დაბრუნება.
ეს უიშვიათესი კადრი, რომელიც ქუვეითშია გადაღებული, "ინსტაგრამში" ატვირთულ იქნა ვინმე ჯეკ ბარკვისტის მიერ (Jack Barquist). მოკლე ვიდეოში ჩანს 2 ადგილიან გამანადგურებელში მჯდარი პილოტი, რომელსაც მოულოდნელი დარტყმის ხმა და თეთრი ფერის მკვეთრი და კაშკაშა ნათება აფრთხობს.
მფრინავი შიშის გამო წინ იწევს და ცდილობს ხელით დაიფაროს თავი, პილოტი მიხვდა, თუ რამხელა საფრთხის წინ იყო წამის წინ და მისი მოქმედება დაგვიანებული რეაქციის შედეგი უფრო იყო.
ვიდეოს გამომქვეყნებლის თქმით, თვითმფრინავი მართალია დაზიანდა, მაგრამ მისი დაზიანების ხარისხი მისთვის უცნობია, მფრინავის თქმით კი, მას მომხდარმა შემთხვევამ ძალა გამოაცალა და მას მთელი სხეულის მობილიზება დასჭირდა, რათა გამანადგურებელი ბაზაზე მშვიდობიანად დაესვა.
ვიდეოზე საკმაოდ ბევრი კომენტარია, სადაც ჭარბობს ერთი სახის კომენტარი: "მფრინავი უბრალოდ იღბლიანია".
image

0
385
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
385