x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეალური ისტორია, თუ როგორ მოახერხა საქმროს სახლში მიყვანილმა მოტაცებულმა გოგომ უკანვე დაებრუნებინათ მშობლების და მილიციის ჩაურევლად

image სამოქალაქო ომის შემდგომ შევარდნაძის ზეობის შავბნელი დრო იდგა, როცა სამეგრელოს ერთერთ ქალაქში მცხოვრებ, ინტელიგენტების ოჯახის გოგონას ერთი ავარდნილი, მაგრამ ფულიანი მამის შვილი გადაეკიდა.
თუ გოგონას მშობლები პედაგოგები იყვნენ, ბიჭის დედა ექიმი იყო, ხოლო მამა ცნობილი საქმოსანი, ერთადერთი ბიჭი კი ხელიდან წასული ნარკომანი და "მოსიარულე შარი" გახლდათ.
ის იყო გოგონამ სკოლა დაამთავრა და უმაღლეს სასწავლებელში გამოცდებისათვის ემზადებოდა, როცა ამ უვარგისმა ბიჭმა ეს გოგო დაინახა, დაინახა და არ მოეშვა, მიუხედავად გოგოს ძმის მიერ მისი რამდენიმეჯერ მიბეგვისა მაინც არ ეშვებოდა.
გოგოს ძმა ჯარში გაიწვიეს და ამ ბიჭმა მთლად აიშვა, გოგოს უკვე შარაგზის ყაჩაღივით გზაზე ხვდებოდა და არ ატარებდა, რამდენიმეჯერ გოგომ სილაც "აჭამა", მაგრამ მაინც არ მოეშვა. გოგონას მშობლებმა ბიჭის მშობლებს ნათესავებიც მიუგზავნეს, თქვენს ბიჭს მიხედეთო, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
ერთ დღეს კი დეიდის სახლიდან მომავალი გოგო მოიტაცა და პირდაპირ საკუთარ სახლში გააქანა.
ალბათ ფიქრობდა თუ სახლში მიიყვანდა გოგოს მისი სახლით და სიმდიდრით მოხიბლავდა, მაგრამ ჭკვიანმა გოგომ "კოვზი ნაცარში ჩაუგდო" და თუ როგორ ამას ახლავე მოგახსენებთ.
მანქანაში თხოვნა-მუდარამ და ტირილმა, რომ ვერ გაჭრა ჭკვიანმა გოგონამ დაგეგმა მოქმედების შემდეგი ნაბიჯები, დაგეგმა და ბიჭის სახლში მიყვანისთანავე მის განხორციელებასაც შეუდგა.
ბიჭის სახლში მიყვანილმა, როცა გაიგო თუ რომელი იყო დამხვდურთა შორის სამამამთილო და რომელი სადედამთილო, სამამამთილოსთან მივიდა, მხარზე ხელი წამოარტყა და მამა, "შე ძველოო" მიაძახა.
შეცბა კაცი, ყველაფერს ელოდა მოტაცებული სარძლოსაგან, მაგრამ ამას არა.
სადედამთილოს კი ჩაეხუტა გოგონა და ჩემი დედიკოს ძახილით ჯერ ლოყები დაუკოცნა, მერე ბეჭებზეც წამოარტყა ხელი.
აქაც იგივე რეაქცია იყო, ექიმი ქალბატონი ლამის ცუდად გახდა სარძლოს საქციელის გამო.
ამასობაში სუფრაც გაიშალა, ბიჭის ნათესავებიც მალევე მოვიდნენ და სუფრასაც მიუსხდნენ, გოგო მართლაც ულამაზესი და ტანკენარი იყო და არაფერი დაეწუნებოდა.
ის იყო სუფრის თამადა დანიშნა ოჯახის უფროსმა და თამადამ პირველი სადღგრძელოს წარმოთქმა დააპირა, როცა საპატარძლო წამოხტა და თამადას მიახალა: ჯერ მამიკო და დედიკო დამილოცე, მერე კი ჩვენ დაგვლოცეო.
შეცბა თამადა, მაგრამ ისე მოიქცა, როგორც საპატარძლომ მოითხოვა და იძულებული გახდა ქართული სუფრის ტრადიცია დაერღვია.
ესეც არაფერი, რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ საპატარძლო ისევ წამოხტა და მთელი ხმით იყვირა: ყანწი მომიტანეთ, მამიკოსთან ვახტანგურად უნდა დავლიოო.
აი ეს კი სადედამთილოსათვის ბოლო წერტილი გახდა და საბრალო ქალს გული წაუვიდა, სანამ ნათესავი ქალები გულწასულს ასულიერებდნენ მამამ შვილი მეორე ოთახში გაიყვანა და მკვდარი და ცოცხალი აგინა, ეს ვინ გიჟი მოიყვანე ოჯახში შენი ასე და ისეო!
ბიჭმა არაა ასე კარგი გოგოაო, მაგრამ ვინ დაუჯერა. ბიჭის მამამ თავის ძმას სთხოვა საპატარძლო მანქანაში ჩაესვა და გოგო სახლში მიეყვანა, ბიჭის პროტესტის მიუხედავად ოჯახის უფროსის ძმა ასეც მოიქცა და მოტაცებული გოგონა მის მშობლებს მიჰგვარა.
გოგოს თხოვნით მის მშობლებს საჩივარი არ შეუტანიათ. გავიდა დრო გოგომ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და სწორედ იმ კლინიკაში დაიწყო მუშაობა, სადაც მისი ყოფილი "სადედამთილო" იყო განყოფილების გამგე.
ბუნებრივია გოგონა დროის გასვლის მიუხედავად იცნო ქალმა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, დრო გადიოდა და ახალგაზრდა ექიმმა, როგორც საქმის მცოდნემ, ზრდილობიანმა და ყურადღებიანმა მალევე მიიქცია ყურადღება.
ერთ დღეს კაბინეტში დაიბარა განყოფილების გამგემ და სთხოვა წლების წინ მისი საქციელი აეხსნა, ახალგაზრდა ექიმმაც აუხსნა მისი უცნაური ქცევის მიზეზი, რამაც ყოფილი "სადედამთილო" ალალად გაამხიარულა, ყოჩაღ, მართლა ჭკვიანი გოგო ყოფილხარ და ჩემი ბედოვლათი შვილი შენნაირ კარგ გოგოს არ იმსახურებდაო.
დღეს ეს ექიმი გოგონა უკვე 2 შვილის დედაა და თავადაა განყოფილების გამგე.
ბიჭი კი, რომელმაც თავის დროზე ეს გოგო მოიტაცა ციხეში მოხვდა ნარკოტიკების მოხმარების გამო, 7 წელი მოიხადა, წარსული მოინანია სასულიერი სასწავლებელი, შემდეგ კი სასულიერი აკადემია დაამთავრა და დღეს სასულიერი პირია.

გოგოს მოტაცების საოცარი ისტორია, რომელსაც წარმოუდგენელი გაგრძელება მოჰყვა. რეალური ისტორია

0
983
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
983