x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ძველი თბილისი: ნარიყალა
imageამ სტატიაში მინდა ვისაუბრო თბილისის, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტურული ძეგლის, ნარიყალას შესახებ.

სამწუხაროდ დღეისათვის ნარიყალის მიმდებარე ტერიტორია, უმეტესად გამოიყენება წყვილების შესახვედრ ადგილად და მათთვის რეალურად დაკარგული აქვს ამ ადგილს თავისი ისტორიული მნიშვნელობა. ისინი მას მხოლოდ განმარტოებისთვის და ერთმენეთით "დატკბობისთვის" იყენებენ, მაგრამ საბედნიეროდ არსებობენ ტურისტები, რომლებმაც კარგად იციან ამ ციხის მნიშვნელობა და "ფასი".

ბოლო წლებში როგორც ყველამ იცის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა, ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაოები, დამონტაჟდა განათებები და დამონტაჟდა საბაგირო გზა, რაც ხელს უწყობს უფრო მეტი ტურისტის მიზიდვას.

imageნარიყალას ციხე ცნობილია სხვადასხვა სახელით, "დედაციხეს", "ნარიყალას", "შურის ციხეს" და "კალას" ციხე. მისი აშენების თარიღად მიიჩნევენ ჩვ. წ. IV საუკუნეს, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ რომ, ეს ადგილები დასახლებული იყო ძვ.წ.აღ. XII საუკუნეში.


თავისი არსებობის პერიოდში ციხე ბევრჯერ დაზიანდა, დაინგრა და აღდგა. რაც გამოწვეული მიმდინარე ომებით და ბუნებრივი მოვლენებითაც. ამის გამო ბევრი მისი შემადგენელი ნაგებობა შეცვლილია, ან საერთოდ განადგურებული. ადრეფეოდალური ნაგებობებიდან მხოლოდ ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში
მდგარი კოშკებია შემორჩენილი, რომელიც თლილი კვადარატული ქვებით არის ნაგები და ვახტანგ გორგასლის ეპოქით თარიღდება.

imageარქეოლოგიური გათხრების დრო აღმოჩენილი იქნა გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილი, რომელიც თითმის სრული ასლი ყოფილა მტკვირს ამრცხენა სანაპიროზე მდებარე მეტეხის ტაძრისა. ეს ეკლესია დღეისათვის სრულად არის ღდგენილი.

მას შემდეგ, რაც თბილისი დედაქალაქად გადაიქცა, ბევრმა დამპყრობელმა მიიტანა იერიში "დედაციხეზე", ზოგმა შესძლო მისი აღება, ზოგმაც ვერა, მაგრამ შედეგი ყოველთვის ცუდი იყო, რადგანა ციხე ზიანდებოდა და ინგრეოდა.

საქართველოში არაბთა ბატონობისას, VII საუკუნეში, ნარიყალა არაბთა მფლობელობაში იყო. შემდგომში ციხე გამოიხსნა დავით აღმაშენებელმა 1122 წელს. ციხე მონღოლების დროსაც იქნა დარბეული. სწორედ მონღოლებმა შეარქვეს "ნარინ ქალა", ანუ პატარა ციხე. 1386 წელს თემურ-ლენგმაც მიწასთან გაასწორა ციხე.
XVII საუკუნეში სპარესელების ბატონობის დროს საქართველოში თბილისის დედაციხეც მათ ხელში იყო. ამავე საუკუნეში ციხე
შეუკეთებია როსტომ-ხანს, რომელსაც ასევე სპასრული გარნიზონებით
გაუძლიერებია ციხე.
1747 წელს მეფე ერეკლე II-მ ნარიყალა გაანთავისუფლა საპარსელებისგან, მაგრად ეს თავისუფლება დაამთავრდა 1795
წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს.
1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ესაა ჩვენი საამაყო და ლამაზი ციხის პატარა ისტორია. ამ ციხის დასაცავად ბევრმა ქართველმა დაღვარა სისხლი, ბევრი გმირობა უნახავს ამ ციხეს, ამიტომ ვთვლი რომ მიმდებარე ტერიტორია პატივისცემას და მოვლას იმსახურებს. ეს პირველ რიგში თბილისის მაცხოვრებლებს გვევალება და როდესაც შემდეგში ვესტუმრებით მას, მისდამი სწორი დამოკიდებულება გვექნება და მეტი პატივისცემით მოვეპყრობით.

4
2828
12-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
2828
  
2012, 3 აგვისტო, 16:22
MADLOBA...
2012, 3 აგვისტო, 16:18
კაია მომეწონა +++1
0 1 4