x
მეტი
  • 25.09.2020
  • სტატია:103554
  • ვიდეო:347825
  • სურათი:467908
(ვიდეო) სამოთხე დედამიწაზე - ქვეყანა , სადაც არ არიან მათხოვრები, პატიობენ კრედიტებს და ყველას აძლევენ მიწას
image




გასაკვირია, მაგრამ არსებობს ქვეყანა, სადაც არ არიან მათხოვრები, ქურდობა, პატიობენ კრედიტებს და თითოეულ მოსახლეს უფასოდ აძლევენ მიწას. ეს არის ომან, ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს სპარსეთის ყურეში.


40 წელზე მეტი ხნის წინ ომანი სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა, ვიდრე ახლა. ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ერთი საავადმყოფო იყო და ისიც 12 ადგილიანი. წლები გავიდა და ძველი სულთანი ახლით შეიცვალა. ქვეყანაში ცხოვრება რადიკალურად უკეთესი გახდა.. ჩვენს დროში ძნელი წარმოსადგენია, რომ შეგიძლიათ დატოვოთ სახლის ან ბინის კარი ღია.



ომანში ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმე სხვის სახლში შევიდეს, ამიტომ მცხოვრებლები კარს მშვიდად ტოვებენ ღიას. ომანში ქურდობა თითქმის ნულის ტოლია, რადგან, სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს თავისი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.





image



ადგილობრივ მოსახლეს, რომელიც 18 წლის ხდება, 400 კვადრატული მეტრის ოდენობის მიწას უფასოდ აძლევენ. მიწა გაიცემა მხოლოდ იმ შტატში, სადაც რეგისტრირებულია ახალგაზრდა. ერთადერთი მინუსი ის არის, მიწაზე მშენებლობის უფლებას უნდა დაელოდონ რამდენიმე წლის განმავლობაში, ხოლო როდესაც მიიღებთ ამ უფლებას, უნდა გადაიხადონ გადასახადი, რომელიც 400-დან 600-მდე რეალი იქნება.


ბუნებრივია, საცხოვრებელი სახლი საკუთარი ხარჯებით უნდა აშენდეს, მაგრამ მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სესხი ბანკიდან, ყოველწლიურად არა უმეტეს 6%.-იანი.



თუ ქვეყანაში ოჯახის შემოსავალი თვეში არ აღემატება 1000 აშშ დოლარს, მაშინ სახელმწიფო ამ შემთხვევაში ბინას უფასოდ გასცემს. რა თქმა უნდა, ეს იქნება პატარა და არა ელიტარულ არეალში, მაგრამ მთავარია, საკუთარი.





image



image



უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ომანში იშვიათობაა, მაგრამ ზოგიერთებს ბანკში მათი კრედიტი აპატიეს. თუ გავითვალისწინებთ წლიურ პროცენტს, მაშინ ქვეყნის მცხოვრებლები სესხს მცირე გადახდით იღებენ.



ამ ქვეყანაში, სხვისგან განსხვავებით, არ არსებობს საცობები, არა მხოლოდ პატარა ქალაქებში, არამედ ომანის დედაქალაქ მასკატშიც. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქალაქის გარშემო მანქანით შემოვლა მხოლოდ 20 წუთშია შესაძლებელი.



image



image



აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში ნებადართულია ალკოჰლიური ზემოქმედების დროს მანქანის მართვა. ეს უცნაურობა გასაგებია, რადგან, ომანის მკვიდრთა უმეტესობა მუსლიმია და როგორც მოგეხსენებათ, მათ აქვთ ალკოჰოლის აკრძალვა. მაგრამ ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კანონის ოდნავ შეცვლა მოუწევთ.


ქვეყანაში, რაც მთავარია იდეალური გზებია, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. გზის ყველა საფარი შექმნილია იმისთვის, რომ კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდეთ მანქანით ქალაქში.




image




image



ნუთუ ყველაფერი ომანში ასე სრულყოფილია? არა, რა თქმა უნდა, არსებობს უარყოფითი მხარეც:

- ქვეყანაში კლიმატი ძალიან მკაცრია, ზაფხულში ისეთი ცხელია, რომ ცა ცისფერის ნაცვლად ნაცრისფერი ხდება.



- მედიცინის თვალსაზრისითაც, ყველაფერი ასევე არ არის კარგად: აღჭურვილობა მაღალი ხარისხისაა, მაგრამ ექიმებს არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია.




0
1149
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0