x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
სტამბის წიგნები- ში გილიან ფლინის "ბასრი საგნების" წარდგენა გაიმართება
image

13 დეკემბერს 18:30 საათზე Stamba Books • სტამბის წიგნები -ში "ტოპ თრილერის" ახალი წიგნის, გილიან ფლინის "ბასრი საგნების" წარდგენა გაიმართება.

წიგნს ტელეწამყვანი და მწერალი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე წარადგენს.

ფსიქოლოგიური თრილერის მიხედვით, 2018 წელს HBO-მ ამავე სახელწოდების სერიალი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, ემი ადამსი ასრულებს.


წიგნის სიუჟეტი კამილას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც არასდროს საუბრობდა საკუთარ წარსულზე, მის მშობლებზე და ძმაზე, თუმცა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისას ძველ სახლში დარჩენა მოუწევს და გადარჩენისთვის საკუთარ წარსულში, აწმყოსა და მომავალში გარკვევა დასჭირდება.


image


ღონისძიებაზე მოსული სტუმრები წიგნის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2426524704330438/



0
6
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0