x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სექსოჰოლიზმით დაავადებულმა ქალმა ითხოვა მკერდის იმპლანტანტები თავში ჩაუსვან
image

სექსოჰოლოზმით შეპყრობილმა ტრანსგენდერმა ქალმა ჯოლინ დოუსონმა((Jolene Dawson) ქირურგებს სთხოვდა, რომ მკერდის ორი იმპლანტი ჩაუსვან თავში და შვიდი რინოპლასტიკა გაუკეთონ, რომ Bratz-ის თოჯინასავით გამოიყურებოდეს. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება Botched რეალითი შოუს ახალ ეპიზოდზე დაყრდნობით.



ჩანაწერში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 9 დეკემბერს, 24 წლის დოუსონი ავსტრალიის ქალაქ გოლ-კოსტიდან, ესაუბრა ექიმებს ტერი დაბროუს (Terry Dubrow) და პოლ ნასიფს (Paul Nassif). ”იმპლანტანტები თავში და მინიატურული ცხვირი აუცილებლად გახდის ჩემს გარეგნობას უფრო თოჯინის მსგავს, ” - ხაზგასმით აღნიშნა მან.


image




დოუსონი სანამ სქესს შეიცვლიდა, 19 წლის ასაკამდე ჯოზეფი იყო(Joseph),

” ყოველთვის ვუყურებდი ბაბუასთან ერთად მალიბუს მაშველებს და თავი პამელა ანდერსონის როლში წარმომედგინა, - იხსენებს დოუსონი. - მაშინ მივხვდი, რომ უცხო სხეულში დავიბადე და სქესი უნდა შემეცვალა. ასეც მოვიქეცი ”.

ავსტრალიელმა ჩაიტარა ჰორმონების შემცვლელი თერაპია და დაახლოებით 15 ოპერაცია, მათ შორის ექვსი რინოპლასტიკა, ორი მკერდის და ყურის კორექცია.

image

დოუსონის შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მან დაახლოებით 200 ათასი ავსტრალიური დოლარი დახარჯა საკუთარი სხეულის ტრანსფორმაციაზე. ყოველდღე ის აკეთებს მოცულობით ვარცხნილობას, რომ Bratz-ის თოჯინას დაემსგავსოს.

image

”ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ჩავისვა თავში იმპლანტანტები და დავივიწყო ყოველდღიური ვარცხნილობა?” - განაცხადა მან.


ექიმებმა დაბროუმ და ნასიფმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თოჯინები არ უნდა გახდნენ მიბაძვის მაგალითი. მათი აზრით, ცხვირის ის ფორმა, რომელსაც დოუსონს სურს, ართულებს სუნთქვას და ძალზე საშიშია ჯანმრთელობისთვის. თუმცა, თავად დოუსონი ირწმუნება, რომ ოპერაციის შედეგების არ ეშინია.

ამის შემდეგ ექიმებმა განუმარტეს, რომ თავში ჩასმულმა იმპლანტანტებმა და ძალიან ვიწრო ცხვირმა შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის გარდაცვალება.

”ნუ ჩაიტარებ საკუთარ თავზე ისეთ ექსპერიმენტებს, რამაც შეიძლება მოგკლას, ” დაასკვნა დაბროუმ.

image

დოუსონი გადაიქცა სექსოჰოლიკად მას შემდეგ, როდესაც საკუთრი არხი გახსნა YouTube– ზე. მისივე თქმით, მას შეეძლო დღეში 10-ჯერ ჰქონოდა სექსი სულ მცირე ოთხ სხვადასხვა პარტნიორთან. ჯოლინ დოუსონმა აღიარა, რომ ექვსი თვის განმავლობაში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა დაახლოებით 90 კაცთან.



ასევე დაგაინტერესებთ

image

ქალი, რომელიც ყოველთვის ყველაფრისთვის მზად არის, ერთი შეხედვით, ბევრი კაცის ოცნებაა. ნიმფომანი ქალები თამამად საუბრობენ საკუთარ სურვილებსა და პრიორიტეტებზე, , მაგრამ როგორ გრძნობენ თავს და რას განიცდიან ამავე დროს ნიმფომანი ანუ ჰიპერექსუალური ქალები? ძველი ბერძნული ლეგენდა მოგვითხრობს სექსუალური და ლამაზი ტყის ნიმფების შესახ...


ლიტერატურულ პრემიაზე 4 ნომინაციაში წარგენილია მიხეილ შიფრინის წიგნი:"100 მოთხრობა და ისტორია მედიცინაზე, უდიდესი აღმოჩენები, გმირობები და დანაშაული მედიცინის სახელით"გთავაზობთ ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ისტორიას, რომელიც ამ წიგნშიცაა შესული. 2000 წლის 5 მარტს მედიცინის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: ქალმა თავად გაიკეთა საკეისრო კვეთ...


სსერბსკის სახელობის ფსიქიატრია-ნარკოლოგიის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა თუ რატომ იმატა მამაკაცებში ორგაზმულმა ანგელომიამ-მდგომარეობა რა დროსაც ადამიანი ვერ იღებს სიამოვნებას სექსისგან, თუმცა ეაკულაციას აქვს ადგილი. ცენტრის თანამშრომლებმა კვლევა ჩაატარეს 50 მამაკაცზე-23 წლიდან 47 წლამდე, რომლებსაც მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ, ...


26 წლის ბრიტანელი ახალგაზრდა ქალი ელის უსიკინი(Alice Whiskin)ქალაქ დატფორდიდან(კენტის საგრაფო) საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს, რომ 13 ნომერი მკერდი ზომაში შეიმციროს. გოგონა ძალზე უკმაყოფილოა დიდი ზომის მკერდით და თან საქმე იმაშია, რომ ბოლო ერთ წელიწადში მისმა მკერდმა კიდევ 5 ზომით მოიმატა და ამჟამ...

0
341
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0