x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ცნობილი მწერლის გურამ ოდიშარიას რიგით მეხუთე რომანის „უშენოდ შენთან“ წიგნის წარდგენა გაიმართა.
2019 წლის 11 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გურამ ოდიშარიას რიგით მეხუთე რომანის „უშენოდ შენთან“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

რომანზე და ბატონი გურამის შემოქმედებაზე მცირე რაკურსი გააკეთა გამოცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელმა ბატონმა ზვიად კვარაცხელიამ. რომელმაც სიტყვა დაუთმო თავად ავტორს. მწერალმა მეტად საინტერესოდ ისაუბრა აფხაზურ- ქართული პრობლემების ურთულეს მხარეებზე, მათი დაძლევის ეტაპებსა და ეროვნული თანხმობის კონტექსტში დანახულ საერთო ქართულ- აფხაზურ სივცეზე. სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნა ეს რომანიც, სადაც ერთი აფხაზეთელი, თბილისში გადმოხვეწილი მევიოლინე იხსენებს მეტად საინტერესო მომენტებს თავის ცხოვრებაში და მიელტვის იმ ქალისკენ, როლის სიყვარულში, მის გარეშე გაატარა მთელი ცხოვრება, რომანის სათაურიც სწორედ აქედან ამოდის.

რომანსა და თავად ავტორზე, აფხაზეთში, ჟურნალ "რიწაში" გატარებულ მეტად საინტერესო პერიოდზე ისაუბრა ცნობილმა მეცნიერმა და პოეტმა ბატონმა გელა მამფორიამ.

მწერალმა ლაშა გვასალიამ ხაზი გაუსვა გურამ ოდიშარიას, როგორც ბელეტრისტის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის როლს და ისაუბრა მისი, როგორც მწერალ- ჩინოვნიკის შესაძლებლობებსა და ხშირ შემტხვევაში რისკიან ნაბიჯებზე აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საქმეში. ასევე საინტერესოდ მიმოიხილა მწერლის ლიტერატურული შესაძლებლობანი, ცნობიერების ნაკადის ზომიერად გამოყენების ოსტატობითა და პოეტური დინამიზმის გათვალისწინებით.


საინტერესო იყო მწერალ გია ხუბუას სიტყვა, რომელმაც საზოგადოებას შეახსენა ბატონი გურამის ადრინდელი მოთხრობის შინაარსი და ისაუბრა მის რომანების მხატვრულ და დოკუმენტურ ღირებულებაზე.


მწერალს მიესალმა ცნობილი ეროვნული და საზოგადო მოღვაწე ბატონი ვალერ გაბელია და მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლებაზე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.


ცალკე გამოსაყოფია ბერტა ფონ ზუტნერის რომანის წარდგენა საზოგადოების წინაშე, რომლის მხატვრულ და პოლიტიკურად მეტად მნიშვნელოვან მხარეზე ისაუბრეს ბატონა ზვიად კვარაცხელიამ და ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის იდეის ავტორმა ქალბატონმა სალომე ადამიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ დიდი ადამიანის როლზე, როგორც საერთოდ მშვიდობის დამყარების, ისე ჩვენი კუთხის სახელის ევროპაში გატანის მეტად მნიშვნელოვან საქმეზე.

დღევანდელმა საღამომ კიდევ ერთხელ ერთხელ დაგვანახა მნიშვნელობა წიგნიერებისა და მისი ამოუწურავი შესაძლებლობა მომავლის განვითარების საშურ საქმესი.


ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.


image

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0