x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 რჩევა ფინანსური წარმატებისთვის ძველი ბერძენი და რომაელი ფილოსოფოსებისგან
image


ეს ბრძნული გამონათქვამები დღესაც აქტუალურია და ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს:


1. ეპიკტეტი, «ენჰირიდიონი»


არსებულიდან, ზოგიერთი რამ ჩვენს ძალას ექვემდებარება, ზოგი — არა: ჩვენი გავლენის ქვეშ — ვარაუდი, მონდომება, მისწრაფება, თავის არიდების და სხვა, მსგავსი საქმეები არის; ხოლო, გავლენის საზღვრებს მიღმა — ჩვენი სხეული, ქონება, წარმატება, თანამდებობაზე დაწინაურება და სხვა საქმეები რჩება.


ეპიკტეტი


ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენს სურვილებს, აზრებს და ქცევას. სხვა ყველაფერი კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა, ჩვენ ხშირად ვცდილობთ გავლენის მოხდენას გარეგან ფაქტორებზე.
როდესაც ემოცია და სურვილი შეგიპყრობთ, გახსოვდეთ: შეგიძლიათ მას დაემორჩილოთ ან არ დაემორჩილოთ – თქვენი გადასაწყვეტია, აჰყვებით, თუ არა წუთიერ განცდას.


გამოყენება:


გაიხსენეთ ამის შესახებ მაღაზიაში, როდესაც ისეთი რამის ყიდვა მოგინდებათ, რაც არც ისე ძალიან გჭირდებათ. ან როდესაც კერძის მომზადება დაგეზარებათ და მის შეკვეთას გადაწყვეტთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი არჩევანი, თქვენს ფინანსებზე აუცილებლად აისახება. ყოველ ამგვარ გადაწყვეტილებას, საკუთარი ფასი აქვს.



2. სოფოკლე, «ანტიგონე»


მსოფლიოში არაფერია მორალურად იმაზე უფრო გამხრწნელი, ვიდრე ფილი.


სოფოკლე


ფული — გაცვლის საშუალებაა. როდესაც სურვილის ასასრულებლად ან რომელიმე ნივთის შესაძენად, ის არასაკმარისი რაოდენობის არის, ადამიანს განწყობა უფუჭდება. ამასთან, ბევრი ისეთ სიტუაციაში ხვდება, როდესაც ფული სურვილების ასრულებისთვის კი არა, ყოველდღიურობაშიც არ ჰყოფნის და ეკონომიის გაწევა, ამ შემთხვევაში, ძალიან რთულია.



გამოყენება:


შეიმუშავეთ საკუთარი თავისთვის ძირითადი ფინანსური პრინციპები. მაგ., იმაზე ნაკლები დახარჯეთ, ვიდრე იღებთ და ყველა ხარჯი გააკონტროლეთ. რაც უფრო მეტად გააკონტროლებთ ყოველდღიურ ხარჯებს, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ, მიზნის მისაღწევად. როდესაც მიხვდებით, თუ რისთვის აკეთებთ ეკონომიას, შეზღუდული ფინანსური რესურსებით ცხოვრება, უფრო გაგიადვილდებათ.



3. მარკუს ავრელიუსი, «საკუთარ თავს»


შეისწავლეთ ბრძენი ადამიანების ძირითადი პრინციპები, – რისკენ ისწრაფვიან, ან თავს რას არიდებენ ისინი.


მარკუს ავრელიუსი


როდესაც გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, თქვენს მორალურ პრინციპებს ენდეთ. ამისთვის კი, ჯერ გაანალიზეთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, რას უფრო აფასებთ ყველაზე მეტად? ეს ფასეულობები, ნებისმიერ სიტუაციაში, თქვენი გზამკვლევი გახდება და იმ ცხოვრებისკენ სვლისკენ დაგეხმარებათ, რომლისკენაც მიისწრაფვით.


გამოყენება:


თუ, წარმატების მისაღწევად, საკუთარ წესებს ვერ იგონებთ, სხვა, უკვე წარმატებული ადამიანის ცხოვრების წესს დააკვირდით, მისი პრინციპები შეისწავლეთ... ვისაც პატივს სცემთ, მისი ფასეულობები გაიგეთ და გაანალიზეთ. იქნებ, ან ადამიანის ცხოვრების წესი და მისწრაფებები, თქვენთვისაც მისაღები იყოს?



4. პლატონი, «სახელმწიფო»


საქმოსნები — მოსაწყენები არიან, მათ ხომ, ფულის ღირებულების გარდა, არანაირი საზომი არ გააჩნიათ.


პლატონი


მოსაწყენია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ფინანსური სარგებლის მისაღებად, საკუთარ პრინციპებსაც კი ივიწყებენ. გაიხსენეთ აბეზარა გამყიდველები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ საქონელი შემოგასაღონ, ან ნაცნობ–მეგობრები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, რომ საკუთარ ბიზნესში ჩაგითრიონ... ნურასდროს იქნებით ასეთები.


გამოყენება:


ნათლად წარმოიდგინეთ თქვენი ვალდებულებები და არასდროს დაარღვიოთ ისინი. გახსოვდეთ: ფული მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ საკუთარი პრინციპების შესაბამისად იცხოვროთ. ნუ მისცემთ ფულისადმი სიყვარულს, თქვენს მორალურ მრწამსზე ზეგავლენის მოხდენის უფლებას.



5. ეპიკურე, «წერილები»


ის, ვინც მცირედით არ კმაყოფილდება, – ვერაფრით დააკმაყოფილებ.


ეპიკურე


ადამიანების უმრავლესობას უნდა, რომ მოდას არ ჩამორჩეს და სულ ახალ და ახალ ნივთებს იძენდეს. მაგრამ, ეს სახიფათო გზა არის. სამწუხაროდ, გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველანაირად ხელს უწყობს ჩვენს ასეთ მიდრეკილებას, გვთავაზობს რა უფრო და უფრო, სრულყოფილ ტექნოლოგიების.


გამოყენება:


საშიში არაფერია, თუ თქვენ საკუთარი ცხოვრების რომელიმე ასპექტით უკმაყოფილო ხართ, – ეს განვითარებაში დაგეხმარებათ. მაგრამ, თუ ეს უკმაყოფილება ახალი ნივთების მოთხოვნილებას ეხება, – ვერასდროს დამშვიდდებით და კმაყოფილიც არასდროს იქნებით. ამიტომ, შეეცადეთ თავი აკონტროლოთ.

imageimageimageimageimageimageimage






0
382
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0