x
image
ილია მარტყოფლიშვილი
არბოშიკში ქალის მკვლელობაში ბრალდებულები თურქეთში გადაპარვისას დააკავეს - ახალი დეტალები
image


კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს: 1959 წელს დაბადებული ტ.ლ., 1974 წელს დაბადებული დ.ჯ. და 1992 წელს დაბადებული თ.მ. შსს-ს ცნობით, ორი მათგანი საზღვარგარეთ მიმალვას და საზღვრის გადალახვას არალეგალურად ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.


image


თელავის რაიონულმა სასამართლომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულ სამივე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. 11 დეკემბრის სხდომაზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნით იმით დაასაბუთა, რომ სამივე პირი წარსულში ნასამართლევია, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იცნობენ ერთმანეთს, ამასთან არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და ბრალდებულების მიმალვის საფრთხე.



დაცვის მხარე, ერთ-ერთი ბრალდებულის, თორნიკე მანჯავიძისათვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ მანჯავიძე მკვლელობის ღამეს შემთხვების ადგილას საერთოდ არ ყოფილა. თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. წინსასამართლო სხდომა 2020 წლის 4 თებერვალს, 15 საათზე ჩაინიშნა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2019 წლის 6 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ სოფელ არბოშიკში მცხოვრებ, 1959 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს. თავდასხმის შედეგად თ.ბ. გარდაიცვალა.


შსს-ს ცნობით, პოლიციამ ​ორი ბრალდებული - ტ.ლ. და დ.ჯ. აჭარაში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, არალეგალური გზით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი - თ.მ. კი სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის თამარ სეფიაშვილის მკვლელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ინფორმაცია დედოფლისწყაროს ტელევიზიას შსს-ს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.



სოფელ არბოშიკში ამბობენ, რომ დაკავებულთა შორის არის გარდაცვლილის თანაკლასელი ტარიელ ლამაზოშვილი. დანარჩენი დაკავებულები დაზარალებული ოჯახისთვის უცხოა. ერთერთი ვერსიით, სავარაუდოდ, მსხვერპლმა თავდამსხმელები ამოიცნო, რის გამოც ის სიცოცხლეს გამოასალმეს.


ცნობილია, რომ მარტოხელა ქალი ფულს აპროცენტებდა, ამიტომ სოფელში მომხდარს სწორედ ყაჩაღობას უკავშირებდნენ, რადგან თვითმხილველებს საცხოვრებელი სახლი არეული დახვდათ. ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთები ამოღებულია.



„გაოგნებულები ვართ ოჯახში... ოქრო ამოვიცანით ძალიან ბევრ სხვა ნივთთან ერთად, რომელიც პოლიციამ დაკავებულის სახლში აღმოაჩინა! რაც თავიდანვე გვქონდა ჩვენებაში დაფიქსირებული. ფოტოსურათებიც რომელიც საქმეში დისკზეა. ძალიან ძლიერი პოლიცია გვყავს! მთელი კახეთის სამხარეოა ჩართული და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თვითოეულ მათგანს, “ - აღნიშნავს გარდაცვლილის შვილი, ირმა ბაღაშვილი.


შეგახსენებთ, ყაჩაღობა სოფელ არბოშიკში მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც, მარტოხელა ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ახლობლებმა ე.წ. სკოჩით დაბმული გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
1
583
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
583
  
2019, 12 დეკემბერი, 20:27
SEV.GE ყველაზე რეიტინგული ქართული სოციალური ქსელი. SEV.GE
SEV.GE შემოგვიერთდით მეგობრებო. SEV.GE
SEV.GE ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. SEV.GE
0 1 1