x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანეთის პრემიერი ჟურნალისტებს მაცივარში დაემალა
image

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჟურნალისტების კითხვებს თავი აარიდა და რძის კომბინატის მაცივარში დაიმალა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა The Daily Mirror.

როგორც ცნობილი გახდა, სატელევიზიო ჯგუფი თოქ-შოუდან Good Morning Britain -ის ჟურნალისტი წინასწარ ჩაუსაფრდა პრემიერს, რომელიც რძის კომბინატში აპირებდა ვიზიტს. როგორც კი გამოჩნდა ჯონსონი, მივარდა ჟურნალისტი და ჰკითხა, მივიდოდა თუ არა იგი სტუმრად მათ ტელეგადაცემაში, რაზეც ჯონსონმა უპასუხა, რომ ერთ წუთში დაბრუნდებოდა.


ამის შემდეგ ჯონსონი ერთ-ერთ ასისტენტთან ერთად მაცივარში შევიდა. ტელესტუდიაში მყოფმა წამყვანებმა, რომლებიც ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს, შეამჩნიეს, როგორ შეიგინა ჯონსონის თანმხლებმა ჟურნალისტის მისამართით.


ამა წლის ივნისში ჟურნალისტებმა აიძულეს ბორის ჯონსონი, ეღიარებინა, რომ კოკაინს იღებდა.

"ცხოვრებაში ერთხელ გავსინჯე ნარკოტიკი და თქვენ კი დაახლოებით უკვე მეთხუთმეტედ მეკითხებით ამის შესახებ" - ასე უპასუხა მაშინ ჯონსონმა ჟურნალისტებს.

1
206
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
206
  
2019, 13 დეკემბერი, 2:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1