x
მეტი
  • 28.01.2020
  • სტატია:98596
  • ვიდეო:344017
  • სურათი:460903
"არ მჯერა გიორგი მარგველაშვილის ცრემლების, ორმაგი სტანდარტი ტეხავს!" - ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"- ის რედაქტორი ელისო კილაძე გადაცემა "360 გრადუსში" საქართველოს მე- 4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება, კილაძის თქმით, მას მარგევლაშვილის ცრემლების პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ სჯერა, ჟურნალისტი მისი პრეზიდენტობის დროსაც იხსენებს, როდესაც გენერალ ჯანაშიას, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით ასამრთლებდნენ, მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა მისი უდანაშუალობის დასამატკიცებლად მის დოკუმენტებს გრიფიც კი არ მოხსნა: "არ მჯერა გიორგი მარგველაშვილის ცრემლების, პოლიტპატიმრებთან მიმართებაში. გენერალ ჯანაშიასაც პოლიტიკური ნიშნით ასამართლებენ, და პრეზიდენტობის დროს, გრიფი არ მოხსნა დოკუმენტებს, რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა ! პრეზიდენტის ორმაგი სტანდარტი ტეხავს !" - დაწერა ელისო კილაძემ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, "პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში განაცხადა რომ - გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი და ნიკა მელია პოლიტპატიმრები არიან.



0
627
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
627