x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დეკემბერში საკითხავი - ტოპ 5 წიგნი ზამთრის საღამოებისთვის
image


ამ­ბო­ბენ, რომ ზამ­თა­რი კი­თხვის­თვის სა­უ­კე­თე­სო დროა. თბილ და მყუ­დო სახ­ლში ჩაით ხელ­ში წიგ­ნე­ბის კი­თხვა ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცი­აა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მი­ლი­ო­ნო­ბით მიმ­დე­ვა­რი ჰყავს.


2019 წლის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ღა დარ­ჩა. თუკი ახლა ფიქ­რობთ, რა წა­ი­კი­თხოთ დე­კემ­ბერ­ში, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას გა­გი­ად­ვი­ლებთ და გთა­ვა­ზობთ ტოპ 5 წიგნს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის სე­რი­ი­დან "წლის ბესტსე­ლე­რი“, რომ­ლებ­მაც უკვე და­იმ­სა­ხუ­რეს უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლის მო­წო­ნე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.


ლეონ ლე­ი­სო­ნი - "ხის ყუთ­ზე შემ­დგა­რი ბიჭი“



image


ეს წიგ­ნი ოს­კარ შინდლე­რის სიის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი წევ­რის, ლეონ ლე­ი­სო­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლია. ლე­ო­ნი 10 წლის იყო, როცა ომი და­ი­წყო. ნა­ცის­ტებ­მა ის და მისი ოჯა­ხი ჯერ კრა­კო­ვის გე­ტო­ში შე­ყა­რეს, მერე პლა­შო­ვის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გა­მო­ამ­წყვდი­ეს. შიშ­მა, შიმ­შილ­მა, ნა­ცის­ტე­ბის სი­სას­ტი­კემ ვერ გა­უ­ნე­ლა ლეონ ლე­ი­სონს სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი და რწმე­ნა, რომ სი­კე­თე და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია; რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც მოყ­ვა­სის დახ­მა­რე­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბა ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.


„ლეონ ლე­ი­სო­ნი ნამ­დვი­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. მისი მუ­დამ მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი შოას ფონ­დის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი იმ სა­ბუ­თე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სა­თუ­თად მო­ვუფრ­თხილ­დე­ბით, რათა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი გა­ეც­ნონ და აღ­ფრთო­ვან­დნენ მისი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ცხოვ­რე­ბით“ - სტი­ვენ სპილ­ბერ­გი, ოს­კა­რო­სა­ნი რე­ჟი­სო­რი ფილ­მის­თვის "შინდლე­რის სია".


მერი-ენ შე­ფე­რი - „გერნ­ზის ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კარ­ტო­ფი­ლის ნა­თა­ლის ღვეზ­ლის მოყ­ვა­რულ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა“


image


სად იპო­ვოს გა­გა­ნია ომის დროს ახალ­გაზ­რდა მწე­რალ­მა სი­უ­ჟე­ტი თა­ვი­სი ახა­ლი წიგ­ნის­თვის? რა თქმა უნდა, კუნ­ძულ გერნ­ზის მე­ღო­რის­გან მი­ღე­ბულ წე­რილ­ში. უფრო შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი რაღა უნდა მოხ­დეს - მე­ღო­რე საყ­ვა­რელ მწე­რალს წე­რილს უგ­ზავ­ნის და სთხოვს, მი­ას­წავ­ლოს ლონ­დონ­ში წიგ­ნის მა­ღა­ზია, რო­მელ­შიც მის წიგ­ნებს შე­ი­ძენს.


კუნ­ძუ­ლი გერ­მა­ნე­ლებს ჰქონ­დათ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და მო­სახ­ლე­ო­ბას თავ­შეყ­რას უკ­რძა­ლავ­დნენ. მტრის თვა­ლის ასახ­ვე­ვად, რამ­დე­ნი­მე კუნ­ძუ­ლელ­მა კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­მი­ზე­ზა. ასე შე­იქ­მნა "გერნ­ზის ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კარ­ტო­ფი­ლის ნა­თა­ლის ღვეზ­ლის მოყ­ვა­რულ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა", რომ­ლის წევ­რე­ბის მი­მო­წე­რა ჯუ­ლი­ეტ­თან ქმნის ამ არა უბ­რა­ლოდ კარგ, არა­მედ, შე­საძ­ლოა, სა­უ­კე­თე­სო წიგნს, რო­მე­ლიც ბოლო დროს წა­გი­კი­თხავთ.


"კარ­გი წიგ­ნი გა­ფუ­ჭებს და ცუდს ვე­ღარ კი­თხუ­ლობ", - ამ­ბობს ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი, იუ­მო­რი­თა და ოპ­ტი­მიზ­მით სავ­სე რო­მა­ნის ერთ-ერთი გმი­რი და ამა­ში მკი­თხვე­ლიც დარ­წმუნ­დე­ბა.


ელიფ შა­ფა­ქი - „ღირ­სე­ბა“


image


მდი­ნა­რე ევფრა­ტის პი­რას მდე­ბა­რე მიყ­რუ­ე­ბუ­ლი სოფ­ლი­დან დე­დოფ­ლის ლონ­დო­ნამ­დე გზა ცრემ­ლით, ტკი­ვი­ლი­თა და იმე­დით არის სავ­სე. ისი­ნი გა­ექ­ცნენ სამ­შობ­ლოს, სა­კუ­თარ თავს - ვერა.


რო­მა­ნი ერთი ოჯა­ხის ამ­ბავს მოგ­ვი­თხრობს, რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის დიდ თავ­გა­და­სა­ვალს. ერ­თდრო­უ­ლად, უდაბ­ნოს მწვე­ლი მზის ქვეშ და ინ­გლი­სის ნისლში კრი­მი­ნა­ლუ­რი, რო­მან­ტი­კუ­ლი, ყო­ფი­თი, მა­გი­უ­რი დრა­მა თა­მაშ­დე­ბა, სა­დაც ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეა და ყვე­ლა - მსხვერ­პლი.


­ელიფ შა­ფა­ქი - აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის გზა­გა­სა­ყარ­ზე მდგა­რი მწე­რა­ლი; ორი სამ­ყა­როს ერ­თო­ბა­სა და უცხო­ო­ბა­ზე და იმ გულ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ულ­მო­ბელ სა­ხალ­ხო სა­მარ­თალს, წეს-გან­გე­ბას, ტრა­დი­ცი­ას, სირ­ცხვილ­საც კი არ უშინ­დე­ბა, როცა სიყ­ვა­რუ­ლით ფეთ­ქავს.


შა­ფა­ქის რო­მა­ნი „ღირ­სე­ბა“„სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი გახ­და.


ჯილ სან­ტო­პო­ლო - "და­კარ­გუ­ლი სი­ნათ­ლე"


image


სან­ტო­პო­ლო NEW YORK TIMES-ის ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტო­რია. ორი სი­ცო­ცხლე. ორი სიყ­ვა­რუ­ლი. ერთი არ­ჩე­ვა­ნი - ლუსი და გე­ი­ბი ერ­თმა­ნეთს 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს შეხ­ვდნენ და ამ სა­ბე­დის­წე­რო დღემ მათი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა. ორი­ვეს სურს რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე აკე­თოს და არც ერთი მათ­გა­ნი არ აპი­რებს კა­რი­ე­რა­ზე უა­რის თქმას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი.


გზე­ბი გა­ი­ყო - გე­ი­ბი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ცხელ წერ­ტი­ლებ­ში ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟებ­ზე მუ­შა­ობს, ლუსი - ნიუ-იორკში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მის ავ­ტო­რია. მო­ნატ­რე­ბის, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის, სი­ნა­ნუ­ლი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის ცა­მე­ტი წელი გა­ვი­და, სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­ხუ­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ მო­უ­ტა­ნა კი მათ ბედ­ნი­ე­რე­ბა? გვი­ან აღი­ა­რეს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი სი­ნათ­ლეა და როცა მას დათ­მობ, სა­ზღა­უ­რი მე­ტის­მე­ტად მწა­რეა, ხან­და­ხან სი­ცო­ცხლეც კი...


სე­სი­ლია აჰერ­ნი - "სიყ­ვა­რუ­ლით, როზი"


image


როზი და ალექ­სი ერ­თმა­ნე­თის­თვის არი­ან შექ­მნი­ლი. ეს ყვე­ლამ იცის მათ გარ­და... ბავ­შვო­ბი­დან გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ დრო გა­ვი­და, გა­ი­ზარ­დნენ და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის გზას და­ად­გნენ. ალექ­სი დუბ­ლი­ნი­დან ბოს­ტონ­ში გა­და­დის და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ხდე­ბა. რო­ზი­საც დიდი გეგ­მე­ბი აქვს - ისიც ბოს­ტონ­ში ის­წავ­ლის, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ისევ ერ­თად იქ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ... ერთი მცდა­რი ნა­ბი­ჯი და ორი­ვეს ცხოვ­რე­ბა იც­ვლე­ბა...


"სიყ­ვა­რუ­ლით, როზი" გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო და და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი სი­უ­ჟე­ტით, არა­მედ რო­მა­ნის არას­ტან­დარ­ტუ­ლი ფორ­მი­თაც.


მთა­ვა­რი გმი­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წე­რენ ერ­თმა­ნეთს ელექტრო­ნულ და სა­ფოს­ტომარ­კი­ან წე­რი­ლებს, უგ­ზავ­ნი­ან შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, ბა­რა­თებს; ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ დარდს, წუ­ხილს, სი­ხა­რულს...


თით­ქოს, რაღა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლებ­მაც უკვე გა­მო­ცა­დეს უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბა და გან­შო­რე­ბა, იმედ­გაც­რუ­ე­ბა და ღა­ლა­ტი... მაგ­რამ ეს მხო­ლოდ თით­ქოს...


წიგ­ნი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო­ე­ბის: THE BRITISH BOOK AWARDS, IRISH POST AWARD-ისა და CORINE LITERATURE PRIZE-ის მფლო­ბე­ლია.

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0