x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98554
  • ვიდეო:343971
  • სურათი:460817
არაბული სახელმწიფო- ბაჰრეინი
imageარაბული სახელმწიფო ბაჰრეინი ამავე სახელწოდების არქიპელაგზე (30 კუნძული), სპარსეთის ყურეში მდებარეობს.

ბაჰრეინი აზიის ყველაზე პატარა ქვეყნების ჩამონათვალში შედის. სიდიდით მას მხოლოდ სინგაპური და მალდივი ჩამორჩება.

ყველაზე დიდი კუნძული ბაჰრეინია, მისი სიგრძე 50 კილომეტრია, სიგანე კი-16.

imageკუნძული ბაჰრეინი

სხვა მნიშვნელოვანი კუნძულები:

უმ-ნაასანი, ჰაიარი, მუჰარაკი, სიტრა, ნაბი-სალიჰი, ჯიდა, უმ-ას-სუბანი და სხვ.


ქვეყნის ფართობი დაახლოებით 622 კვ.კმ-ია.

მოსახლეობამ 2010 წელს 1, 2 მილიონამდეც კი მიაღწია.აქედან ადგილობრივები 568.399 იყო, ხოლო უცხოელი 666.172. მოსახლეობის მთავარი შემადგენლობა არაბები არიან (85%), ასევე აქ ცხოვრობენ სპარსელები, ინდოელები, პაკისტანელები, ებრაელები და სხვ.

ქვეყნის დედაქალაქია მანამა.

imageბაჰრეინის დედაქალაქი- მანამა
სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია-მუჰარაკი და კალბახინე.

imageქალაქი-მუჰარაკი
მოსახლეობა ძირითადად სამ დიდ კუნძულზე ცხოვრობს. ეს კუნძულებია–ბაჰრეინი, მუჰარაკი და სიტრა.

ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ბაჰრეინი იყო არაბული სამთავრო. მეოთხე-მეექვსე საუკუნეებში შედიოდა სასანიანთა იმპერიის, შემდგომ არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შედიოდა.ბაჰრეინის კუნძულები პორტუგალიელებმა ხელთ იგდეს 1511 წელს, ხოლო 1861 წლიდან ინგლისის პროტექტორატი გახდა.1934 წელს ინგლისის პარლამენტმა ბაჰრეინი ისეთ სახელმწიფოდ გამოაცხადა, რომელიც ბრიტანეთის შემადგენლობაში არ შედიოდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ფიქტიური აღიარება. 1957 წელს ბაჰრეინი თავის მეთოთხმეტე პროვინციად გამოაცხადა ირანმა. ხოლო დამოუკიდებლობა მან 1971 წელს მოიპოვა.


ბაჰრეინი არაბული ქვეყნების ლიგის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა.

ოფიციალური ენაა- არაბული.

ძირითადი რელიგია- მუსლიმანური(სუნი, არიან შიტებიც).

ეროვნული დღესასწაულები:

16 დეკემბერი(1970)- ემირის გამეფების დღე;

14 აგვისტო(1971)-დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე;

ისლამის შემდეგ ყველაზე გავრცელებული რელიგია ქრისტიანობაა.

ბაჰრეინის არქიპელაგი ძირითადად მარჯნიანი კუნძულებია, რელიეფი დაბალია, უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე 135 მეტრს არ აღემატება.კლიმატი ტროპიკულიდან-სუბტროპიკულისკენ გარდამავალია.ტროპიკული უდაბნოს ლანდშაფტი ჭარბობს, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 90 მმ-ს აღწევს.გამომდინარე იქედან, რომ არქიპელაგზე მდინარეები და ტბები პრაქტიკულად არ არის, მოსახლეობა სასმელად არტეზიული ჭების წყლებს იყენებს.

imageბაჰრეინის მთავარი სიმდიდრე ნავთობია, რომლის მოპოვებაც 1952 წლიდან დაიწყეს. მრეწველობა ძირითადად წვრილი საწარმოებით არის წარმოდგენილი.

სახნავ-სათესად აქ მხოლოდ მთელი ფართობის 9%-ს იყენებენ. მიწათმოქმედება მთლიანად სარწყავია.

imageმთავარი კულტურებია:ციტრუსოვანები, ბანანი, ფინიკის პალმა, , ვაზი, ბოსტნეული.საძოვრების სიმცირის გამო ნაკლებად მისდევენ მეცხოველეობას.აგრეთვე მისდევენ კიბორჩხალის, მარგალიტის და ზღვის ვარსკვლავების ჭერას.

საკმაოდ არის განვითარებული შინახელოსნობა(სამხატვრო ნაწარმი).

მთავარი ნავსადგურია მინა-სალმანი, სადაც ლეგენდის თანახმად "ათას ერთი ღამის " პერსონაჟი- ცნობილი სინდბად ზღვაოსანი ცხოვრობდა.

imageნავსადგური მინა-სალმანი
1971 წლის 11 სექტემბერს ბაჰრეინი არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში მიიღეს, 1971 წლის 21 სექტემბერს კი გაეროში.


0
359
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0