x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
ცნობილი ისტორიული პირები, რომლებიც სინამდვილეში არც კი არსებობდნენ!

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ცნობილ პირებზე, რომლებიც რეალურად არც კი არსებობდნენ. რომელმა გაგაკვირვათ ყველაზე მეტად? - დაწერეთ კომენტარებში...

image








ლაოზი

image


ჩინელების აზრით ფილოსოფოსი ლაოზი იყო ტაოიზმის დამფუძნებელი, თუმცა ისტროიკოსების აზრით, ასეთი პიროვნება რეალურად არ არსებობდა. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ლაოზი რეალურად იყო ფილოსოფოსთა კრებულის საერთო სახელი და არა პიროვნების.





ალეგრა კოლემანი

image


ჟურნალისტმა მარტა შერილმა შექმნა ჰოლივუდის ვარსკვლავი ალეგრა კოლემანი, მან თავის გამოცემაში ისაუბრა ამ გამოგონილ პერსონაჟზე და მთავარ გვერდზე მისი ფოტო განათავსა. სტატიაში დეტალურად კოლემანის და დევიდ შვიმერის ურთიერთობა იყო აღწერილი. სინამდვილეში მსახიობი, რომლის ფოტოც ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, ახალბედა ალი ლარტერი იყო, რომელმაც ამ გამოგონილი პერსონაჟის დახმარებით მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ვუდი ალენის ფილმში კვენტინ ტარანტინოსთან ერთად. ჟურნალისტმა მარტა შერილმა XXI საუკუნის დასაწყისში აღიარა, რომ რეალურად ალეგრა კოლემანის სახელით ადამიანი არ არსებობდა.





უილიამ ტელი

image


ისტორიკოსები უკვე დაობენ იმის შესახებ, რომ შვეიცარიის ეროვნული გმირი და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლში მონაწილე უილიამ ტელი რეალურად მითოლოგიური პიროვნებაა, რომელიც რეალურად არც კი არსებობდა.





ალენ სმიტი


image


ჰოლივუდში თუ რეჟისორს არ სურდა საკუთარი თავის გაპიარება, შეეძლო გამოეყენებინა ალენ სმიტის სახელი. ასეთი რამ პირველად ფილმში "Death of a Gunfighter" განხორციელდა, რეჟისორმა უარი განაცხადა ფილმში მისი სახელის გამოჩენაზე.


ალენ სმიტს საკუთარი IMDb პროფილი გააჩნია. ეს სახელი გამოყენებულია 81 ფილმში როგორც რეჟისორი, 18 ფილმში სცენარის ავტორი, 9 -ში მსახიობი და 8 -ში პროდიუსერი. 90 -იანი წლების მიწურულში ჰოლივუდმა ამ სახელის გამოყენება სამუდამოდ აკრძალა.






მეფე არტური

image


ყველამ იცის მეფე არტურის და მრგვალი მაგიდის რაინდების ამბავი. მეფე არტურის შესახებ უამრავი ფილმი და სერიალია გადაღებული, თუმცა ისტორიკოსები ეჭვით უყურებენ ამ რეალობას.





პიერ ბრასუა

image


1964 წელს ჟურნალისტმა აკი ახელსონმა ჩაატარა ექსპერიმენტი. მან მაიმუნის(პიტერი) ნახატები გაიტანა გამოფენაზე და ყველას გააცნო როგორც ვინმე პიერ ბრასუას ნამუშევრები. მცირე დროში მაიმუნის ნამუშევრევი საკმაოდ პოპულარული გახდა, კოლექციონერებმა რამოდენიმე ნახატიც კი იყიდეს და რაც მთავარია ყველას ნამდვილი ავტორის გაცნობა სურდა.


ჟურნალისტი წლების მანძილზე მალავდა სიმართლეს, თუმცა მაიმუნის ნამუშევრები იმდენად საოცარი იყო, რომ ამ ტყუილისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.





ჰატსუნე მიკუ

image


ამ იაპონელ მომღერალს მსოფლიო მასშტაბით უამრავი თავყვანისმცემელი ჰყავს. ხშირად ჩნდება ტელევიზორში, მონაწილეობს რეკლამებში და რაც მთავარია სოციალურ ქსელში 2.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. თუმცა ის არ არის რეალური: ვოკალოიდის სახელწოდების კომპიუტერული პროგრამაა, რომელშიც ყოფილი იაპონელი მომღერალის საკი ფუჯიტას ხმა არის ჩაწერილი.





ოსიენი

image


მებრძოლი ოსიენის ლექსები თავდაპირველად ჯეიმს მაკპერსონმა აღმოაჩინა. პერიოდის მწერლების აზრით ლექსები III საუკუნეში იყო დაწერილი. მაგრამ სინამდვილეში მაკპერსონმა ირლანდიელი მწერლების ლექსები გააერთიანდა ასე მოახერხა უამრავი ადამიანის მოტყუება. გამოდის, რომ მებრძოლი ოსიენი საერთოდ არ არსებობდა.






























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<




უსამართლობა 13 ქვეყანაში - ილუსტრატორი მწარე რეალობას გვინჩვენებს

image




ცნობილი პირების ისტორიული ფოტოები წარსულიდან (39 ფოტო)

image




გადარჩენილი კაცობრიობა: ებოლას კრიზისი

image




თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ბუნებრივი საშუალება - საკმაოდ ეფექტურია!

image




რომელია ყველაზე დიდი, შხამიანი და სწრაფი? - 7 სახეობის ობობა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image




14 ფოტო-მტკიცებულება იმისა, რომ თანამედროვეობა გვანადგურებს - სწორად გაიგეთ!

image




53 წლის შემდეგ პირველად... ბუნების ძალამ ვენეციას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა!

image



4
1040
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1040
  
30 იანვარი, 2:49
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
22 იანვარი, 2:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

21 იანვარი, 19:11
უილიამ ტელი თუ ვილჰელმ ტელი? ჩვენ სკოლაში ამ პიროვნების შესახებ ლეგენდას ვილჰელმ ტელის სახელით გვასწავლიდნენ,რადგამ შვეიცარიაში( საიდანაც იგი იყო), ინგლისურად კი არა გერმანულად მეტყველებდნენ.
21 იანვარი, 14:15
ავტორ, ამ სიაში იესო ქრისტე შენი ინიციატივით მაინც დაგემატებინა ))) კომენტარები და პოლემიკაც ბევრი იქნებოდა სტატიის ბოლოში.
0 1 4